Page 5 of 15

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 აპრ 2009, 10:49
by qvevri
გთავაზობთ უნიკალურ ფოტოს. ეს სურათი ჯერ არ დამისკანერებია, არამედ პირდაპირ ფოტო გადავუღე და უხარისხოა. ორიგინალი მალევე იქნება თუკი რა თქმა უნდა დაიმსახურებთ. :twisted:
Image

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 აპრ 2009, 11:58
by burdula
qvevri
ვაუ,რომელი წლისაა ეს :shock:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 აპრ 2009, 12:24
by ლეონტი
ბედნიერი ხალხია, ბედნიერ დროში იცხოვრეს, მაშინ ხომ ჯერ კიდევ არსებობდა ქართული რუხი ფუტკარი, ეხლა მხოლოდ მუტანტებიღა დარჩა.
და ამ მუტანტებსაც ბოლოს უღებენ ვაი-სელექციონერები.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 აპრ 2009, 17:37
by ttt
ფუტკრისნაირთა წარმომადგენლებზე ცოტა ხნის წინ დავპოსტე
http://teaele.wordpress.com (ზოგი რამ ფუტკრისნაირთა ოჯახზე)
და აქ ნახავთ სხვასხვა ინფორმაციებს
მარტოხელა ფუტკრებზე, ანდრენებზე, გალიქტებზე, აზიურ ფუტკრებზე და სხვა :D შეიძლება კიდევ დავამატო

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 აპრ 2009, 18:40
by caucasica
ttt
:D ჩემო კარგო ეს სტატიები აქაც რო გადმოიტანო თემატიკის მიხედვით (მაგ. სოკოები აქ http://karavi.ge/viewtopic.php?t=892&start=0 ვიცი რომ სოკოები ცალკე სამეფოა მაგრამ აქ ეს მე და სენ თუ გვაინტერესებს მარტო ;) )უფრო ადვილი მოსაძებნი იქნება.
ამ განყოფილებაში ტუ იაქტიურებ გამიხარდება.

ამ ტემას რაც შეეხება იქნება ფუტკრებთან მიმართებაში ალტრუიზმზე მოგვიყვე რამე? )მე ეტოლოგია არ გამივლია :cry: )

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 აპრ 2009, 22:05
by ttt
ალტრუიზმი
[ფრანგ. altruisme] - უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისათვის, მზადყოფნა სხვას შესწიროს ...
ასეთი რამ ფუტკრებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ფუტკრები ხომ საზოგადოებრივი მწერები არიან და თითოეულის ქმედება აუცილებლად სხვაზე ზრუნვაში ვლინდება. :D
ეთოლოგია
[ბერძ.ethos ზნე,ჩვეულება და logos მოძღვრება]-ზოოლოგიის დარგი, რომელიც ცხოველთა ქცევას სწავლობს. ...
ფუტკრებში ქცევის საინტერსო გამოვლინებაა თერმორეგულაციის შენარჩუნება სკაში. ეს არის ფუტკრის უნარი, ტემპერატურა ბუდეში შეინარჩუნოს თითქმის უცვლელად, ერთ დონეზე. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ფუტკრის მკერდის ტემპერატურა ფიჭებზე განსაკუთრებით მატულობს ცეკვების დროს, (ამაზე სხვა დროს იყოს) ტემპერატურა ემატება იმ ფუტკრებსაც, რომლებიც მხოლოდ უყურებენ ამ ცეკვებს. როდესაც ფუტკარი "გახურდება", მკერდის კუნთების მოქმედების პოტენციალი აღწევს იმ ამპლიტუდასა და სიხშირეს, რომელიც ფრენის მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ დროს ფრთები უძრავად რჩება. იქ, სადაც მეტისმეტად დაცხება, ფუტკრების ერთი ნაწილიფიჭებს სკაში შემოტანილ წყალს ასხურებს, მეორე ნაწილი რიგად ეწყობა, მუცლებით კრიჭის მხარეს და ფრთებს ამოძრავებსამგვარად წარმოიქმნება საკმაოდ ძლიერი ჰაერის დიდი ჭავლი, რომელიც ზედმეტ სითბოს ხელად გამოანიავებს. დაბოლოს, თუ ტემპერატურა მაინც მატულობს, ფუტკრები ჯგუფ–ჯგუფად გამოდიან სკიდან და უძრავად ეკიდებიან სკას გარედან, კრიჭის ქვეშ.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 12 აპრ 2009, 19:04
by qvevri
ვდებ შედარებით კარგი რეზოლუციით.
Image

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 15 აპრ 2009, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote: ქართული რუხი ფუტკარი, ეხლა მხოლოდ მუტანტებიღა დარჩა.
რა შეგიძლია, ქართულ რუხ ფუტკარზე თქვა და რითია სხვებისგან გამორჩეული?

ttt
საინტერესოა შენ მიერ მოწოდებული ცნობები და მეც დიდად დამავალებ, თუ კიდევ რამეს მოგვაწვდი.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 15 აპრ 2009, 01:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ 1 შეკითხვა:
ფუტკრის კბენისას როგორ მოიქცეთ?
თან, იმ შემთხვევაში, თუ 1ზე მეტი ფუტკრის ნაკბენია.
გამიგია, რომ კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება.
ასეა?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 15 აპრ 2009, 02:03
by burdula
GAMARJOBA SAKARTVELO
კი კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება.რაც შეეხება კბენას,ბევრის დროს აუცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ განსაკუთრებით ალერგიულმა ხალხმა,ხოლო თU ერთმა გვიკბინა არ უნდა ვიწვალოთ ან ვიფხანოთ ნაკბენი და შევეცადოთ ცივი საგანი დავიდოთ ზედ,აი მაგალითად რაიმე ლითონის,ან კოვზი,ან დანა...

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 16 აპრ 2009, 00:17
by ლეონტი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ლეონტი wrote: ქართული რუხი ფუტკარი, ეხლა მხოლოდ მუტანტებიღა დარჩა.
რა შეგიძლია, ქართულ რუხ ფუტკარზე თქვა და რითია სხვებისგან გამორჩეული?
ამაზე ტომებია დაწერილი.
2 სიტყვით ესაა შედარებით გრძელი ხორტუმი აქვს, მომცრო ტანისაა და მოხერხებულია, სწრაფია, ამტანია ყინვის და უამინდობის მუშაა და მოკლედ
უპრეტენზიო და მშვიდი ჯიშია.
19 საუკუნის დასასრულს ვინმე გორბაჩოვი ჩამოვიდა ამ ჯიშის შესასწავლად და ამის მერე დაიწყო ბუმი.
მთელ მსოფლიოს მოედო, ყველგან გაიყვანეს.შეაჯიშეს და გადააჯიშეს, რა არ უქნეს ამ საწყალს.
ჯერ კიდე გორბაცოვი წერდა რომ მხოლოდ მარალმთიან რეგიონებსი და დაუსახლებელ ყრუ ადგილებსი არის სუფთა ჯისიო.
მერე სემოიყვანეს იტალიური და სხვა ჯიშები და დაიწყო აღრევა.
მერე უკვე საბჭოთა მეცნიერებმა საბჭოური ჯიშების გამოყვანა დაიწყეს, სექმნეს და გაავრცელეს ჰიბრიდები, მერე სემოვიდა 100 დაავადება და ველური ფუტკარი ამოწყდა.
დარჩა მხოლოდ გამუტანტებული შინაური, რომელიც გარეგნულად წააგავს რუხ კავკასიურს , მაგრამ ის სუფთა აღარაა.
მე მჯერა რომ სადღაც მთებსი ჯერ კიდევ არსებობს ველური სუფთა ჯიში,
რომელსაც დაავადებები ჯერ არ აუკიდებია.
და ისიც მჯერა რომ ეგ ფუტკარი მეყოლება.
:o

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 16 აპრ 2009, 11:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote: მე მჯერა რომ სადღაც მთებსი ჯერ კიდევ არსებობს ველური სუფთა ჯიში,
რომელსაც დაავადებები ჯერ არ აუკიდებია.
და ისიც მჯერა რომ ეგ ფუტკარი მეყოლება.
:o
ვაჰ, რა კგ სიტყვა თქვი.
დარწმუნებული ვარ, რუხი ფუტკარი მართლა იქნება.

იცი, ტაო-კლარჯეთში, ქართული ძეგლებთან ახლოს მცხოვრებ თურქებთან ბევრგან ვნახე სკა
და დიდი შანსია, მათ ჰუვადეთ ქართული ჯიშის ფუტკარი

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 16 აპრ 2009, 20:58
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
სწორედაც, რომ ქართული ფუტკარი ყავთ

მე ეს ვიცი ჩემი მეგობრისგან

მამუკა ბოკვერაძისგან, რომელიც ახლახანს ართვინის გამგებლად დაუნიშნავთ რამაც ძალიან გამახარა

მას ართვინში 200 ძირი ფუტკარი ყავს და ეს ფუტკარი სწორედაც რომ ქართული რუხი ფუტკარია

რომელსაც ყველაზე გრძელი ხორთუმი ანუ ნექტარი აქვს, რისი საშუალებითაც იგი მაქსიმალურად იღებს ყვავილის ბუტკოდან თაფლისთვის და სანთელისთვის საჭირო ნივთიერებებს

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 16 აპრ 2009, 22:10
by ლეონტი
როცა ლაპარაკია რუხი ფუტკრის Yველაზე გრძელ ხორთუმზე, უნდა ვიცოდეთ რომ შეუიარაღებელი თვალით ეს არ ჩანს.
მხოლოდ უზუსტესი მიკროგაზომვით დადგინდა.
აგრეთვე როცა ლაპარაკია რუხ ქართულ ფუტკარზე, ქართული ნაგაზის არ იყოს, არც თუ ისე ზუსტი სახელია, რადგან ზუსტად იგივე ფყტკარი ოდითგანვე გავრცელებულია კავკასიის მტელ პირიქითა და პირაქეთა არაქართულ ქვეყნებსი.
მოგეხსენებათ ნაყარს თავისუფლად შეუძლია უღელტეხილზე გადაფრენადა იქით გავრცელება და მისი გავრცელების რეგიონი იყო მთელი კავკასია და მიმდებარე რეგიონები, ეხლა კი ყველა კონტინენტი, მხოლოდ სუფთა ჯიშს, როგორც თავად რუსები აღნიშნავენ,კულტურაში ვერსად ნახავ.
ფუტკრის ჯიშობრივი კუთვნილების განსაზრვრისას მხოლოდ ფერით და გარეგნობით არ სარგებლობენ, მოგეხსენებათ, დღეს გენურ დონეზე ხდება იდენთიფიკაცია.ამიტომ ართვინში რა ნაჯვარი ყავთ ღმერთმა იცის.
მე მგონი დაფიცებას აზრი არა აქვს.
და საერთოდ საბჭოთა ანტიქრისტიანულ პერიოდში მადლი მოაკლდა აქაურობას , რამაც ყველაფრის ერტდროული რღვევა გამოიწვია.
რაც სამწუხაროდ ჯერ არ შეჩერებულა.
თუმცა საიმედო ტენდენციები სახეზეა.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 24 აპრ 2009, 01:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote: თუმცა საიმედო ტენდენციები სახეზეა.
აბა, ამაში რას გულისხმობ?
ქართული ფუტკრის მომრავლების ნიშნებია?