Page 13 of 15

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 21 იან 2011, 17:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
თაფლი რამდენ ხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 23 იან 2011, 11:56
by qvevri
GAMARJOBA SAKARTVELO
მთავარზე მთავარი საკითხი ამ საქმეშაი არის მისი ჰერმეტულობა.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 23 იან 2011, 15:10
by ლეონტი
qvevri wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მთავარზე მთავარი საკითხი ამ საქმეშაი არის მისი ჰერმეტულობა.
ქვევრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უკავშირდება თაფლის კრისტალიზაციის პროცესს, და მის ჰიგროსკოპიულ თვისებას, და არავითარ კავშირში არაა თაფლის სასარგებლო თვისებების შენარჩუნებასთან ხანგრძლივი დროის მანძილზე.
სამწუხაროდ თაფლში არსებული სასარგებლო ენზიმები,რომლის პროცენტული რაოდენობითაც განისაზღვრება თაფლის სიძვირფასე და რომლებსაც ფუტკარი თავის ორგანიზმში არსებული ჯირკვლებიდან ამატებს თაფლში, შენახვის პროცესში განიცდიან დაშლას.ამ თვალსაზრისით თაფლის გაცხელება და მისი ხანგრძლივად შენახვა თაფლის ენზიმურ შემადგენლობაზე ერთნაირად მოქმედებს.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:თაფლი რამდენ ხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს?
კონკრეტული პასუხი კი ინდივიდუალურია ყველა თაფლისთვის, მაგალითად მაისში გამოწურული თაფლი ამ ენზიმებს მინიმალური რაოდენობით შეიცავს.
ანუ მაისის თაფლს დასაკარგი ბევრი არც არაფერი აქვს. არადა ითვლება რომ მაისის თაფლი ყველაზე სასარგებლოა.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 თებ 2011, 20:19
by mariamooo
ასეთი რამ მაინტერესებს: თაფლი ცხელ წყალში გახსნისას, ჩაიში მაგალითად, ხომ არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 თებ 2011, 21:33
by qvevri
mariamooo
სამწუხაროდ ჩაიში (ცივი ჩაი არ იგულისხმება :wink: ) ძალიან ბევრი იკარგება თაფლის სასარგებლო თვისებათგან, ერთი ეგაა შაქრები არ იშლება, თორემ....
მაგრამ მაღაზიის შაქარს მაინც ჯობია ათწილად :!:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 09 თებ 2011, 21:58
by mariamooo
არადა რა გემოს და არომატს აძლევს ეს დალოცვილი, თან ლიმონთან ერთად . . .

qvevri
მადლობა გამოხმაურებისთვის : )

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 თებ 2011, 01:16
by ლეონტი
mariamooo
ცხელ ჩაიში როგორც ქვევრმა გითხრა არ ქნა.
ენზიმი დაიშლება.
აი მე გირჩევ როგორც მე ბებია ილიკო და ილარიონში რომ არის , ჩაის კოვზით სოდას ღებულობს, ენაზე იყრისო, აი ესე მიიღო ჩაის სმის დროს თაფლი დაგემოვნებით , გადაყლაპო და მერე დააყოლო ლიმნიანი ჩაი.
გემოების ახალი სამყარო გაიხსნება შენთვის და პლიუს ბევრი თაფლი შემოგეჭმევა რაც სასარგებლოა.
თაფლი ჭამე ნინიაო,
ნახე როგორ ტკბილიაო,
ძაან ბევრსაც ნუკი შეჭამ,
განა კარტოფილიაო?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 თებ 2011, 09:09
by qvevri
mariamooo
ან შეგიძლია საღამოს თაფლი მიირთვა დაწოლისას და დილით ჩაი დააყოლო. ამ ხერხსაც არა უშავრს რა.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 თებ 2011, 09:55
by ლეონტი
qvevri
სეროჟას რომ ჩაიში შაქრის მორევა დაავიწყდა ხომ გახსოვს რა ქნა?
ისე ”იკვებე მარტივად” ლიზუნგი ძალაშია, ანუ ყველა საკვები პროდუქტი უნიკალურია თავისთავად და ნუ გადაზილავ ყველაფერს ერთმანეთში და ნუ გაიყეყები სრულ თავდვიწყებამდე.
:P

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 თებ 2011, 16:32
by Tami
რა კარგი თემაა, რამდენ ახალს გავიგებ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქტის შესახებ. თაფლი ძალიან მაგრად მიყვარს და ყოველდრე გეახლებით :oops: :oops: რაც შეეხება მის ცხელ სასმელებთან მიღებას, ისე ვიქცევი, როგორც ამას ბატონი ლევანი გვირჩევს, "ვ პრიკუსაჩკუ" :wink:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 თებ 2011, 16:35
by qvevri
Tami
ბატონ ლევანს არ დაუჯერო, აზრზე არაა მეფუტკრეობის :!:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 10 თებ 2011, 17:19
by Makena
mariamooo
საერთოდ თუ კარგ ჩაის სვავ ჯობია რომ არაფერი ჩაასხა,რადგან ჩაის გემოს დაკარგავს. თაფლჩასხმულ ჩაის არც ჩაის გემო აქვს და არც თაფლის, ამიტომ ყველას ჯობს ჩაი დალიო და თან კოვზით ცოტაცოტა თაფლი მიაყოლო, ამ შემთხვევაში ორივეს გემოს შეიგრძნობ და თაფლის სასარგებლო თვისებებსაც შეინარჩუნებ :wink:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 11 თებ 2011, 00:26
by mariamooo
qvevri
ლეონტი
Makena

მადლობა რჩევისათვის :) ესე იგი გადავდივარ ჩაიზე ლიმონისა და თაფლის გარეშე, ნუ ლიმონზე უარის თქმა ცოტა გამიჭირდება. აი თაფლს კი თქვენი რჩევის მიხედვით ვცდი :))

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 11 თებ 2011, 09:10
by ლეონტი
mariamooo
მე არ გირჩევ ლიმონზე უარის თქმას ჩაიში, რადგან ცალკე ვერ მიიღებ სიმჟავის გამო.
მე მაგალითად 0.5 იდან 1 ლიმნამდე ვწურავ ბალახების ჩაიში და ისე ვუბერავ. თაფლს და ყვავილის მტვერს ვუფენ შიგადა შიგ.
თან რამხელა ჭიქა მაქვს რომ იცოდე.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 11 თებ 2011, 20:25
by mariamooo
ლეონტი
ოო, საღამოობით ჩაის დალევა, თანაც გრანდიოზული ჭიქით, ჩემთვისაც ფრიად სასიამოვნო რიტუალია :D:D