Page 11 of 15

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 22 თებ 2010, 11:35
by ლეონტი
აქ ძირითადად უფრო ნატურალური თაფლის მავნე მინარევებისგან სისუფთავეზე ვისაუბრე, ეხლა კი უპასუხებ ძირითად კითხვას: როგორ გავიგო შეძენისას, თაფლი ნატურალურია თუ ნაწილობრივ ნატურალური ან შაქარ და სახამებელ ან სხვა სუროგატ დამატებული ან თუნდაც მაღალტექნოლოგიურ სინთეტური?
საოცარია მაგრამ ამაზეც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი.როგორც ზემოთ დავწერე თაფლის მრავალწახნაგობის გამო.
მისი გამოცნობა ძირითადად ლაბორატორიებშიც უჭირთ, როცა მაღალი დონის გაყალბებაა.
ამაზეც იგივე რჩევა, რაც საქართველომ თქვა, დააკვირდით არომატს , გემოს, ყელის წვას , რაც ლამამ თქვა და ასე შემდეგ.
მაგალითად ხელის გულზე იწვეთებ თაფლს მერე ხელის გულებს ერთმანეთზე ახახუნებ წრიულად, სანამ ხელებს არ დაგწვავს სიცხისგან მერე უცბათ დაყნოსავ. ნამდვილ თაფლს სპეციფიური მძაფრი არომატი აქვს.

:D და ასე სემდეგ, მაგრამ ეს მაინც მარჩიელობაა.
იყოლიეთ ფუტკარი.
მე თბილისშიც კი მყავს აივანზე.
რა რა ჰაერსაც ვსუნთქავ ყოველდღე, გარწმუნებთ იმდენივე მძიმე მეტალი თბილისის თაფლიდან ნამდვილად არ ხვდება ჩემს ორგანიზმში.

http://www.youtube.com/watch?v=rtwRXIfr4tY

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 24 თებ 2010, 22:55
by maare
და მეზობლებისგან არაა პრობლემები ლეონტი? აივანზე რომ გყავს?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 25 თებ 2010, 11:06
by ლეონტი
არის. ფუტკარი ზამთარში თაფლს მიირთმევს და გუნდად არის შეკრული.
როდესაც გარემო ტემპერატურა მოიმატებს 12 გრადუსი და ზევით 16 მდე გუნდი იშლება და ცდილობენ გარეთ გამოფრინდენ რათა კუჭი გაინთავისუფლონ.
ამ დროს თუ ვინმეს გადაკიდებული აქვს თეთრეული, ფუტკრის გამონაყოფი დაეწინწკლება და აჩნდება ლაქა.
თან ისეთი ბუნებრივი საღებავის შემცველია რომ ლაქა აღარ გამოდის.
ჯერ არავის შემოუჩივლია, ალბათ არ დაემთხვა სარეცხი და სითბო.
:oops:
ამის გარდა მყავს 1 მეზობელი, სომეხი მარტოხელა ქალი რომელიც ძაან უკმაყოფილოა და გამოდის და ჩხუბობს , ყვირის მთელი ხმით.
ერთი ორჯერ დავაწყნარე, მარა მე მგონი მომიწევს ფუტკრების მოცილება უახლოეს ხანებში მაქედან.

:evil:

იძახის ჩემ აივანზე შემოდიან და მიკბენენო.ჯერ არ უკბენიათ არავისთვის, ჩემი პატარა გოგოს გარდა რომელიც ინტერესის გამო პირდაპირ იჭერს დამჯდარ ფუტკარს და ისიც ხელზე კბენს, უკვე 2 ჯერ.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 25 თებ 2010, 11:55
by qvevri
ლეონტი
და ეგ ქალი რო მოაშორო მაქედან უკეთესი არ იქნება?
რავიცი ჩემი აზრით ეს უფრო კარგი გადაწყვეტილებაა, თან მაგისგან არავითარი პოლზა არ არი და ფუტკარი კიდე თაფლს მოგცემს...
ისე გეცადა და ერთი დიმაუშკა შეგეგდო იმასთან სახლში ა?
თუ არა გაქ მე მოგცემ, აბა მაგაზე როგორ დაგზარდები...

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 25 თებ 2010, 13:14
by ლეონტი
ამაზე მეტი დიმაუშკა რაღა გინდა ეგეთ კლაუზნი ქალს ცხვირწინ რომ 2 სკა ფუტკარს დაუდგავ, თან ერთად რომ გამოდიან ყველა გეგონება ცა მოიღუბლაო.
:lol:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 26 თებ 2010, 01:40
by miau
ხალხო, რა გზები არსებობს, საქართველოდან თაფლის გატანის?
არის ამ რაოდენობის და ხარისხის, რაც საჭიროა? და თუ არის რაიმე ხარისხის ნიშანი, საქართველოდან გასატანად? - ერთი ახლობელი დითირამბებს მიყვებოდა და რაღაც მთლად ვერ დავუჯერე. :)

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 26 თებ 2010, 09:07
by ლეონტი
miau wrote:ხალხო, რა გზები არსებობს, საქართველოდან თაფლის გატანის?
არის ამ რაოდენობის და ხარისხის, რაც საჭიროა? და თუ არის რაიმე ხარისხის ნიშანი, საქართველოდან გასატანად? - ერთი ახლობელი დითირამბებს მიყვებოდა და რაღაც მთლად ვერ დავუჯერე. :)
დითირამბები რას ნიშნავს არ ვიცი მაგრამ თუ თურქეთში არალეგალურად გატანას ნიშნავს , მართალია. ეგეთები ხდება.
სხვა სად უნდა გაიტანო? სომხეთში არა მგონია. აზერები იღებენ მაგრამ ქაღალდების ფრიალი უნდა და წვალება.
რუსეთი დაკეტილია, ევროპამ აკრძალა კაი ხანია ჩვენი თაფლი და საერთოდ მესამეული ქვეყნების თაფლს გარდა სამხრეთამერიკულისა ჯერ არ იღებს.აი რო გაუჭირდება მერე ვნახოთ.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 26 თებ 2010, 17:35
by miau
არ უნდათ და ნუ უნდათ, ჩვრნ ბევრი დაგვრჩება ;) :D

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 26 თებ 2010, 19:26
by ლეონტი
miau
ჩვენ კი დაგვრჩება მარა ჯანსაღი კვების კულტურა ჩვენში არაა, ამიტომ თაფლს ახალ წელს და იშვიათად კიდო გეახლებით.
ყავას კი მასაი11-მა დაწერა 9 443. 44 ტონა წელიწადშიო.
ეხლა საავდმყოფოებში რა ხდება თუ შეგიხედავთ? ან ინფაქტით რამდენი კვდება ყოველ წელს? ან კიბოთი?
რუსი ფიტოთერაფევტი იყო ადრე ჩამოსული და არაფერი გამოსდიოდა, დიეტას ვერ აცვევინებდა პაციენტებს:
ასე ამბობდა : ვი გრუზინი სიბია გუბიწე იედოიო.
მაგრამ იედასაც გააჩნია, ხომ მართალია?
მაჭახელსა თაფლი სტამბულში 45 დოლარი ღირს, აქ კი იხვეწებიან 8 ლარად მარა სადაა მყიდველი.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 26 თებ 2010, 22:11
by KSOVRELI
ლეონტი wrote:მაჭახელსა თაფლი სტამბულში 45 დოლარი ღირს, აქ კი იხვეწებიან 8 ლარად მარა სადაა მყიდველი.
რას წერ, კაცო, თაფლის გაძვირებაღა გვაკლა.... სუუ!!!!!!!!!!!!!!!!!

:D

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 07 მარ 2010, 21:28
by meleksa
ლეონტი wrote:ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Image

მინიშნება:
მაღაზია მოქმედია, ქალბატონ ვენერა სტეფანიშვილის ნაშრომიც შევიძინე.
გამყიდველი მთლად თავაზიანი არ იყო, ალბათ ნარდის თამაშს რომ მოვწყვიტე...

თუ არ ვცდები თელავში უნდა იყოს ეს ადგილი :roll: :roll:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 07 მარ 2010, 21:47
by ლეონტი
meleksa
აუფ ეს რა თქვი, თელავიდან ქუთაისამდე კაი დისტანციაა.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 მარ 2010, 22:58
by meleksa
ლეონტი

იქაც არის მსგავსი რაღაც :D

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 მარ 2010, 11:23
by ლეონტი
http://putkari.ge/video1.html

ფილმი ავტვირთე.
გადმოიწერეთ და ნახეთ , დააინტერესებს არა მხოლოდ მეფუტკრეობით დაინტერესებულ არამედ მოგზაურობის მოყვარულ პირებსაც:
:wink:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 მარ 2010, 22:38
by QEBURIUS
რა მინდა ვიკითხო: მართალია, რომ ამბობენ მობილურის ანძების სიგნალები ფუტკარს ორიენტაციას უკარგავს და ხშირედ მის დაღუპვას იწვევსო?

უკაცრავად თუ კითხვა ძაან სულეკლურია ან უკვე დასვა ვინმემ და უპასუხეთ (წაკითხვა მეზარება)