მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 24 აპრ 2009, 09:15

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
აბა, ამაში რას გულისხმობ?
ქართული ფუტკრის მომრავლების ნიშნებია?
არანაირი, უბრალოდ ახალგაზდობა ეკლესიისკენ მოიქცა და ძველი უაზრო თაობისგან განსხვავდება მენტალიტეტით.

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ttt » 24 აპრ 2009, 17:18

ფუტკრებს ყნოსვა ძალიან კარგად აქვთ განვითარებული. აბა ისე, სხვადასხვა სურნელოვანნექტრიან ყვავილებს როგორ მიაგნებდნენ? ნექტარის სუნს ისინი საკმაოდ შორიდან გრძნობენ. როგორც კი იპოვის ნექტარს, მაშინ ე.წ. ჯიბიდან, რომელიც მუცლის მხარეზე აქვს გამოუშვებს სუნიანი სითხის რამდენიმე წვეთს. ეს სასიგნალო წვეთებია სხვა ფუტკრებისთვის. აეს ჩნდება საჰაერო ტრასები.... :)

როგორც ცნობილია, ფუტკრები ყნოსვით არჩევენ ეთერზეთების 43 სახეს და 32 ისეთ ნივთიერებას, რომლებთანაც მათ რაიმე ბიოლოგიური კავშირიც კი არ აქვთ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 02 მაი 2009, 14:29

ამასობაში 1 ოჯახი შევიძინე და მოვიყვანე სახლში,მეოთხე სართულზე , აივანზე დავსვი და კარები გავუღე, ფუტკრებმა ყვავილებს მიაგნეს და გაცხარებული მუშაობას შეუდგნენ, ესე იგი თაფლი იქნება.

Image
Last edited by ლეონტი on 02 ივლ 2010, 15:01, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 02 მაი 2009, 21:07

ლეონტი
ერთი კარგი იდეა მომივიდა... "გარაჟის მეღვინეები" ხომ დავწერე და ეხლა მგონი 'ბალკონის მეფუტკრეებს" დავწერ :D :D :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Archil » 02 მაი 2009, 21:55

გუშინ ნარიყალაზე ავედი

იქ რამოდენიმე ოჯახი ჰყავთ ფუტკრების.

წყალის დალევა მომინდა, ონკანი მოვუშვი და..

თურმე ონკანის სახელურზე ფუტკარი მჯდარა, მაგი მერე მივხვდი, თითზე ფუტკრის ნაკბენი რომ ვიგრძენი.
იქვე მყოფმა ახალგაზრდამ (ეტყობოდა რომ ნარიყალელი იყო) მითხრა, ფუტკრის ნაკბენი წამალიაო. ბუნებრივია ვთხოვე, მეორე ფუტკარიც მოეყვანა, რომ ჩემთვის ეკბინა.

და მართლა მასეა?

დასიებით არ გამსიებია თითი, მოვასწარი და ნესტარი ამოვიღე, დანის პირით ამოვფხიკე, და წყლით მოვიბანე ნაკბენი.

ძირითადად ქართული ფუტკარი ძალიან მეგობრულია. თუ არ შეეხები, აგრესიას არ აჩენს. თორემ ისე, ფუტკრებით ბრძოლა ქართველების ერთ-ერთი ძველებური მეთოდია :)

გადაასხავდნენ მტერს თაფლს (მაინც რა ხალხი ვართ, მტერსაც ტკბილად ვხვდებით :D:D:D ) და მერე ფუტკრებს გამოუშვებდნენ ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 02 მაი 2009, 22:49

Archil
ფუტკარმა ხელზე კი არა თავზე თუ გიკბინა და გაგისივდა , მერე ხო იცი რასაც დაგიძახებენ?
:P
ისე ეგ მეთოდი მტერთან ბრძოლისა ისტორიის წყაროებში სომხურად სახელდება.
ბრძოლის ველზე გაყავდათ სკები და წინა რიგში წიხლსა კრავდნენ მერე ითესებოდენ და გვერდიდან უტევდენ აფორიაქებულ მტერს.
აცკანუმეს?
ხითრი მეთოდ ნუ.
რაც შენ აღწერე არაა სწორი რადგან თუ თაფლს დაანახებ ფუტკარი კბენაზე კი არა თაფლის მოგროვებაზე გადადის და აგრესიულობას საერთოდ კარგავს.
qvevri
ბატონო ქვევრო მე მივესალმები გარაჟის და პადვლის მეღვინეებს , რადგან მათ შეუპოვარ ენთუზიაზმზე და ბეჭებზე გადადის მიგდებული წინაპართა ტრადიცია.
ბალკონის მეფუტკრე კეი ჯერ ერტეული ფენომენია, ამიტომ ნუ შეწუხდები, დროს დაელოდე.
პარიზში მაგალითად მასიური ხასიათი აქვს, სოფელში პესტიციდებმა ამოხოცა მთელი ფუტკარი.

ესეც მე დიდ ბრიტანეთში მეფუტკრეობის კურსების გავლისას:

Image

Image

Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 03 მაი 2009, 15:42

სახლი დავდგი ხისაო,
არა ნაფოტისაო.
შედიან და გამოდიან,
ანგელოზნი ღვთისაო.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 04 მაი 2009, 21:12

ლეონტი
ლეონტი
ლეონტი
Image
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D
:D :D :D :D :D :D :D
:D :D :D :D
:D :D
:D



User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 06 მაი 2009, 21:01

qvevri
გმადლობ ფოტოსთვის, მეამა, ბალღო.

ეს ბოლო წლებია რაც თბილისის აღმშენებლობა ეშხში შევიდა (და ბინას მაინც ვერ იყიდი), თბილისში მოუხშირა ტალახიანმა წვიმებმა.
თავიდან ვერ გავიგე რა იყო და რატომ აქ დავბერდი და ადრე არ მენახა.
მერე ერთხელაც ქართლის ველს რომ გავხედე და კასპიდან მომავალი ნისლი დავინახე, მივხვდი რაც იყო.
კასპის ცემენტის ქარხანა.
2 წლის წინ სიუჟეტი ვნახე ტელევიზორში, ადგილობრივები ჩიოდნენ ბოსტნეული ვეღარ მოგვყავს, ფუტკარიც სულ ამოგვიწყდაო.
აგერ ფაქტი.
გუშინ ეგ წვიმა მოვიდა , მერე მზე გამოვიდა და ფუტკრებმა ზიდეს მტვერი ყვავილებიდან.
დღეს კი საფრენზე 50 ამდე მკვდარი ფუტკარი გადმოყარეს.ქარს მიჰქონდა.
ფუტკარი მოიწამლა.
თბილისი შენდება მაგრამ ვისთვის?
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 მაი 2009, 04:59

კონკრეტულად, რა სარგებლობა მოაქვს თაფლს?

qvevri
ლეონტი
ახლა, თქვენი "ბალკონი-გარაჟი" არ გავიგო, თორემ დაგიდებთ ბმულს
"დავიცვათ, ქართული ენა" ან,
ფუტკრებს ვეტყვი, რომ ენაზე გიკბინოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 07 მაი 2009, 09:02

ლეონტი
კაძახო ერთი საინტერესო წიგნი ვიგდე ხელთ--დავით ანდღულაძის "ფუტკრით დამტვერვა", თუ გინდა გათხოვებ,
ოღონდ მაგ წიგნის წამოსაღებათ მე თვეითონ მოვალ და შენ არ შეწუხდე... :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 07 მაი 2009, 10:03

qvevri
რა თქმა უნდა საინტერესო წიგნია.
მაგრამ ეგ უფრო მებაღე-მევენახეებისთვის არის სასარგებლო, რადგან მოსავალი დამტვერვაზეა დამოკიდებული.
თუ დავინტერესდი როდისმე, მე თვითონ გეახლები.
თავად ყაზახო.
:P

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Makena » 08 მაი 2009, 14:31

ლეონტი wrote:Archil
ფუტკარმა ხელზე კი არა თავზე თუ გიკბინა და გაგისივდა , მერე ხო იცი რასაც დაგიძახებენ?
:P
ისე ეგ მეთოდი მტერთან ბრძოლისა ისტორიის წყაროებში სომხურად სახელდება.
ბრძოლის ველზე გაყავდათ სკები და წინა რიგში წიხლსა კრავდნენ მერე ითესებოდენ და გვერდიდან უტევდენ აფორიაქებულ მტერს.
აცკანუმეს?
ხითრი მეთოდ ნუ.
რაც შენ აღწერე არაა სწორი რადგან თუ თაფლს დაანახებ ფუტკარი კბენაზე კი არა თაფლის მოგროვებაზე გადადის და აგრესიულობას საერთოდ კარგავს.
qvevri
ბატონო ქვევრო მე მივესალმები გარაჟის და პადვლის მეღვინეებს , რადგან მათ შეუპოვარ ენთუზიაზმზე და ბეჭებზე გადადის მიგდებული წინაპართა ტრადიცია.
ბალკონის მეფუტკრე კეი ჯერ ერტეული ფენომენია, ამიტომ ნუ შეწუხდები, დროს დაელოდე.
პარიზში მაგალითად მასიური ხასიათი აქვს, სოფელში პესტიციდებმა ამოხოცა მთელი ფუტკარი.

ესეც მე დიდ ბრიტანეთში მეფუტკრეობის კურსების გავლისას:

Image

Image

Image
ლეონტი
ეს ბრიტანეთია თუ მათვარე? ასტრონავტს გევხარ, კოსმოსური ფუტკრები რომ აღმოაჩინა და გახარებული დასცქერის :)
საინტერესო ფორმის სკა მოჩანს ფოტოზე, რა ტიპის სკაა? რა უპირატესობები აქვს? საქართველოში ხომ არ გიცდია ამ სკის ტიპის დანერგვა?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]