მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 17 იან 2010, 22:38

ლამარია...?

:roll:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 17 იან 2010, 22:41

აბა დამწკრივდა და ფუტკრის თემაზე გადაერთო :!: :D :D


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 04 თებ 2010, 10:22

ბაგრატ პაპა (დევნოსაძე), მასწავლის პრაქტიკულ მეფუტკრეობას. ზემო ვარძია, 1985 წელი.

Image

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 04 თებ 2010, 11:07

როგორი ქოჩორა ბიჭი ყოფილხარ....
ეეეჰჰჰჰჰ რას უშობა დრო ადამიანს.....

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 16 თებ 2010, 22:34

ციტირება: "კრისტალიზაციის პროცესი ბუნებრივი პროცესია,
ამიტომ იგი არ აუარესებს თაფლის ხარისხს."

მართალია?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 17 თებ 2010, 21:09

რა თქმა უნდა მართალია.თუ მხედველობაში მივიღებთ იმას რომ თაფლის ბიოქიმიური შემადგენლობა არ იცვლება, მისი სასარგებლო ყველა თვისება შენარჩუნებულია.
და თუ ამოსავალ წერტილად არ ჩავთვლით მის თხევად ფორმას, რომელიც უფრო მოსახერხებელია , ვიდრე გაქვავებულ თაფლთან ჭიდაობა, ეგრე ბევრჯერ ქილაც გამიტეხავს.
გაცხელებით თაფლის გათხევადება მის ხარისხს მკვეთრად ამცირებს.

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 17 თებ 2010, 22:21

ლეონტი wrote:გაცხელებით თაფლის გათხევადება მის ხარისხს მკვეთრად ამცირებს.
იციით გერმანიაში ყველაზე ძვირადღირებულ თაფლს სწორედ გაცხელების შედეგად გათხევადებულს ჰყიდიან. მაგალითად: ნაძვის თაფლი, ტრამალის ყვავილების თაფლი, აკაცია.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 18 თებ 2010, 13:54

maare
ჰო ეს იმას გავს მაგრამ უფრო უცნაურია, აი რძეს რომ სტერილიზაციას უკეთებენ.
რძეში ყველა სასარგებლო ენზიმი იშლება.
მაგრამ უფრო უცნაური ისაა რომ თაფლში ის ავი ბაქტერიები და მიკროორგანიზმები არ გვხვდება.
უბრალოდ გაცხელებული თაფლი ჰერმეტულად დახურვის მერე აღარ კრისტალდება.
და მაგიტომ აკეთებენ ამას, ყუმებისთვის.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by KSOVRELI » 20 თებ 2010, 19:45

კითხვა:

მართებულია, როცა მეფუტკრე სკაში შაქრიან წყალს ტოვებს გამოსაზამთრებლად?
ვხვდები, რომ მავნებლობაა, მაგრამ რამდენად მოქმედებს ეს ფუტკრის "ქიმიურ ლაბორატორიაზე"?
და ფუტკრის "შეწამლვა"?
ჰა?

და საერთო, რატომ არაფერს ამბობთ თაფლის ნამდვილობის დადგენაზე?

ლეონტი
qvevri

თქვენგან ველი პასუხს!

დაწერეთ, როგორ ამოვიცნოთ აშკარა გაყალბება.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 თებ 2010, 00:42

KSOVRELI wrote: და საერთო, რატომ არაფერს ამბობთ თაფლის ნამდვილობის დადგენაზე?

ლეონტი
qvevri

თქვენგან ველი პასუხს!

დაწერეთ, როგორ ამოვიცნოთ აშკარა გაყალბება.
ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს.
უმეტესად, გემოთი კი ვგრძნობ ხოლმე, რომელია კგ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 21 თებ 2010, 00:46

შაქრიანი სიროფის მიცემა აქამდე ვითომ ითვლებოდა და დღესაც ბევრი თვლის რომ უვნებელია, ფუტკრისთვის. თუმცა ეს ასე არაა.
ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი ფუტკრის იმუნიტეტის დასუსტებისა და დაავადებათა მომზლავრებისა.
რაც შეეხება ფუტკრის ოჯახის შეწამვლას ქიმიით და ანტიბიოტიკებით.
სამწუხაროდ დღეს ეს გარდაუვალი რეალობაა დაავადებების მომძლავრების გამო.
რამდენად გადავა ეს ყველაფერი თაფლში ეს მეორე საკითხია, ანუ რამდენად მოხვდებაეს ყველა წამალი ჩვენ მუცელში.
ყველა ვარიანტში მოხვდება, მაგრამ გააჩნია დოზას. ეს უკვე მეფუტკრის ცოდნაზე და კეთილსინდისიერებაზეა.

თაფლის შემოწმების სერიოზული საშუალებები, თითქოს არ არსებობდა, ანასეულის ლაბორატორია , სახსტანდარტი და რამდენიმე სხვა მხოლოდ დაბალტექნოლოგიური ძველი ლაბორატორიები: და ამ ბოლო დროს ელკანას მოწადინებით საერთასორისო მოთხოვნების ლაბორატორია შეიქმნა. ამ ლაბორატორიამ შეიძლება გასცეს ამა თუ იმ თაფლზე სერტიფიკატი.
მევერ გეტყვი შეუძლიათ თუ არა მძიმე მეტალების, რადიაქტიული კომპონენტების, ანტიბიოტიკების და სხვა ქიმიურ- სინთეტური მინარევების განსაზღვრა.
საქმე ისაა, ხელახალი გადამოწმების მერე ტექნოლოგიურად ანვითარებულ ქვეყნებში მიიღებე თუ არა ამ თაფლს.
იქ ამაზე ძალიან სიმკაცრეა და სერთიფიკატის აღება იქ ძვირი ღირს.
თორე რუსეთის ბაზარი ყველაფერს ყლაპავს, ამათმა დაგვიკეტეს არხები თორე...
ხარშე სიროფი და აკეთე ფული.ღვინის არ იყოს.
Last edited by ლეონტი on 22 თებ 2010, 11:03, edited 1 time in total.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by KSOVRELI » 21 თებ 2010, 10:00

ლეონტი
უფრო კონკრეტულად მაინტერესებდა.

მაგალითად, ელკანას თაფლი (აკაციის) ნაკლებად მომეწონა, ვიდრე მავანისგან ნაყიდი (აკაციის).
აქ მხოლოდ გემოზე მაქვს საუბარი. ორივეს შესანიშნევი გემო ქონდა, მაგრამ განსხვავება მაინც იყო.

უფრო კონკრეტულად მაინტერესებს, როგორ უნდა ავარიდოთ თავი აშკარა გაყალბებას?

თაფლი უნდა გწვავდეს ყელს?
გამჭვირვალე უნდა იყოს?

და მისთანები....

აბა, ველი პასუხს!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by lama » 21 თებ 2010, 13:11

თაფლის ნაკადი კოვზიდან, რომ წყდება, მაშინვე ზევით უნდა ახტეს ...KSOVRELI
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 22 თებ 2010, 00:28

აგერ ლამამ დაწერა 1 ხალხური დაკვირვება, მაგრამ ესეთები ბევრია და საქმე ისაა რომ ყველა ყოველთვის არ მუშაობს და ამიტომ ნატურალური მაღალი ხარისხის თაფლი ხშირად ეჭვის საბაბი ხდება.
ასევე აღსანიშნავია რომ შეუძლებელია თაფლის სტანდარტიზაცია, რადგან ეს პროდუქტი სრულიად მრავალწახნაგოვანი არაპროგნოზირებადი ხასიათისაა, რადგან სეზონების და მცენარეთა ყვავილობის კაპრიზები ყველა პარამეტრზე მოქმედებს.
ელკანას თაფლი მეც შევიძინე და მართლაც საუკეთესო იყო გემოზე. ხოლო გემოვნური განსხვავება შეიზლება 2 მეზობლად მდგარი სკებიდან ამოღებულ თაფლებსაც ჰქონდეთ.
გაყალბების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ვიყოლიოთ საკუთარი ფუტკარი, რომელსაც მხოლოდ თქვენ მიხედავთ.
სიტყვა "ნდობა" საქართველოში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში სისულელის სინონიმია..
მე პირადად ვენდობი საკუთარ ფუტკრებს.რომლებიც 2-5 კილომეტრის რადიუსიდან აგროვებენ ნექტარს , და ამტერიტორიაზე არავითარი დამაბინძურებელი წყარო არ არსებობს, აგრეთვე მაქსიმალურად ვზღუდავ ყველაფერს რაც სკაში მოხვდება "წამლის" სახით.
ეს საუკეთესო გამოსავალია ჩემთვის და ყველასთვის ვისაც ბუნება ,სოფლად ჩუჩუნი და ჯანსაღი საკვები უყვარს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]