Page 1 of 15

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 20 ოქტ 2008, 14:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცოტას გავერკვევი და ავპინავ თემას
caucasica


მაინტერესებს ცნობები ფუტკრებზე.
რა ჯიშები არსებობს, რომელია საქართველოში გავრცელებული.
ჩვენი ქვეყნის რომელ კუთხეში მოიპოვებენ ყველაზე სასარგებლო საკვებსა და გემრიელ თაფლს.
როგორ გავარჩიოთ ნამდვილი თაფლი მინარევებისგან.
როგორია მათი ცხოვრებისა და მოვლის წესი, სად და როგორ გამოვაზამთროთ,
კბენის შემთხვევაში როგორ ვიმოქმედოთ.
მკდ, ჩემთვის ძნ საინტერესოა ფუტკრისა და თაფლის თემა

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 21 ოქტ 2008, 13:54
by აცაბაცა

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 22 ოქტ 2008, 13:09
by zika
აუ რაკარგი თემა მე ვეძებ ლიტერატურას საიდანაც ყველაფერს ვისწავლი ფუტკრებზე.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 22 ოქტ 2008, 13:47
by mimino
ამ საკითხებიდან ყველაზე კარგად კბენის შემთხვევა ვიცი : )

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 22 ოქტ 2008, 13:53
by zika
mimino


ფუტკერებთა ურთიერთობის ცუდი გამოცდილება გაქვს?
ისე ფუთკრის ნაკბენი სასარგებლოა თუ ალერგია არ გაქვს. :wink:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 23 ოქტ 2008, 23:23
by lama
ჩემი საყვარელი საქმეა თაფლის დაწურვა :)

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 26 ოქტ 2008, 00:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხალხ, გმადლობთ გამოხმაურებისთვის.
mimino wrote:ამ საკითხებიდან ყველაზე კარგად კბენის შემთხვევა ვიცი : )
აბა, რამე მოგვიყევი ფუტკრის კბენაზე

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 03 დეკ 2008, 11:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
ფუტკრის რძე, თურმე, ადამიანს ძალა-გამძლეობა-მხნეობას მატებს.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 03 დეკ 2008, 16:03
by ketuna4
GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან საინტერესი თემაა. სამცუხაროდ დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი. ბაბუაჩებს ყავდა ფუტკრები და უგემრიელეს თაფლს წურავდა. თვითონ დაწურვის პროცესიც ძალიან მაგარია როდესაც ფიჭებიდან ქარვისფერი ბლანტი სითხე გამოედინება ასე მეგონა მზის ნაწილი მოქონდა თან.
განსაკუთრებით გემრიელი (ნუ ჩემი აზრით) წაბლის თაფლია თავისი მომწარო გემოთი. იფ იფ იფ

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 03 დეკ 2008, 16:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ketuna4
წაბლის თაფლი, იფ, იფ, იფ.
ისე, ჯერ-ჯერობით, ჩემ მიერ გასინჯული თაფლიდან ყველაზე გემრიელი მარალმთიანაჭარული აღმოჩნდა

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 03 დეკ 2008, 17:45
by ketuna4
ესეიგი ვიკიპედიას მივადექი და მოკლედ ვიტყვი
წარმოშობის მიხედვით თაფლი არის ყვავილოვანი და ცვარტკბილოვანი :shock:
ყვავილოვანი თაფლის უამრავი სახეობა ყოფილა: აკაციის, წაბლის, მზესუმზირის, მაისის და კიდე ოოოოო რამდენი.
თაფლი არის თხევადი და კრისტალური.
აქვს არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული თვისებები.ომის დროს იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად.
გამოიყენება გულის, კუჩნაწლავის, ღვიძლის და ბევრი სხვა დაავადებების სამკურნალოდ
მოკლედ პანაცეაა რა :lol:
სამწუხაროდ არ წერია თუ როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული თაფლი ნამდვილისაგან :cry:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 04 დეკ 2008, 02:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ketuna4
რაო, ჭრილობების მოსაშუშებლად იყენებდნე თაფლსო?
არც გამიგია ეგეთი რამე

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 11 დეკ 2008, 18:54
by Makena
თაფლი ნამდვილად უნიკალური საკვები პროდუქტია.
ფუტკრის მიერ გადამუშავებული და თანაც იმდენად რომ ადამიანის ორგანიზმი მას პირდაპირ ითვისებს, ანუ მიღებიდან 15 წუთში უკვე სისხლშია.
ფალსიფიცირება დიდი პრობლემაა, ძნელია ფალსიფიცირებული თაფლის ნამდვიისაგან გამორჩევა, თუმცა ჩვენ ეს შეგვიძლია :wink:
მოკლედ ელკანას თუ შეუკვეთავთ თაფლს გარანტირებულად ნატურალურ და თანაც ეკო თაფლს მიიღებთ :) რეკლამას ვიკეთებ :lol:
არსებობს რამდენიმე სახის თაფლი- აკაციის, მინდვრის ყვავილების, ალპური ყვავილების, წაბლის, ცაცხვის, ციტრუსის, მზესუმზირის, ფათალოს და უამრავი ამათი კომბინაცის. ამ თაფლებიდან ყველამათგანი კრისტალდება ანუ შაქრდება, მხოლოდ წაბლის თაფლი არ კრისტალდება.

რეგიონების მიხედვით ტაფლი ძლიერ განსხვავდება - დასავლეთის თაფლი უფრო თხელია, აღმოსავლეთის პირიქით.

მე პირადად ყველაზე მეტად ჯავახეთის, მთიულეთის და რაჭის თაფლი მომწონს. თუმცა მინდა გითხრათ რომ საქართველოს ნებისმიერ მაღალმთიანში მოწეული თაფლი სასარგებლო და გემრიელია.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 18 დეკ 2008, 15:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ფუტკრის კბენა მართლა სასიკვდილოა?
და რატომ?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 18 დეკ 2008, 17:02
by Makena
ფუტკრის კბენა ადამიანების 95 % სათვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით რევმატიული დაავადებების შემთხვევაში.
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო.
- თუ ადამიანი ალერგიულია ფუტკრის შხამის მიმართ.
- თუ მას დაკბენს ერთდროულად 20-100 და მეტი ფუტკარი.
ისე ადამიანსაც გააჩნია, ზოგი უფრო კარგად იტანს, ზოგისთვის კი 5 ფუტკრის ნაკბენი შეიძლება ძლიერი მოწამვლის მიზეზი გახდეს.