Page 4 of 9

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 01 სექ 2008, 00:28
by ARCHILI
Tamari-ch. wrote:
ბოტანიკოსები ამბობენ, რომ დამწვარ ნიადაგზე ახალი ტყე ბევრად სწრაფად იზრდებაო.

უნდა გავიგოთ ბოტანიკოსებში - სად ახარებენ ფიჭვოვან ნერგებს

ახლა არ თქვა, რუსები ჩვენი ტყეების განაშენიანებაზე მუშაობდნენო...

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 01 სექ 2008, 00:35
by ლეონტი
მაგ ადგილებში გვალვა და მერე ხანძარი პირველი არ უნდა იყოს.
თვითაღდგენა ხდებოდა, მაგრამ ადამიანი ხელს არ უშლიდა.
მაგალითად ცხვრის ან ძროხების გაშვებით.

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 01 სექ 2008, 09:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote:
Tamari-ch. wrote:
ბოტანიკოსები ამბობენ, რომ დამწვარ ნიადაგზე ახალი ტყე ბევრად სწრაფად იზრდებაო.

უნდა გავიგოთ ბოტანიკოსებში - სად ახარებენ ფიჭვოვან ნერგებს

ახლა არ თქვა, რუსები ჩვენი ტყეების განაშენიანებაზე მუშაობდნენო...
მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ვანდალურად გაანადგურეს ბორჯომის მხარის ტყის მასივები, მაგრამ ისიც აღვნიშნოთ, რომ მათ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეზე დიდი ამაგი აქვთ. პარკის 1ლი ბილიკო ნიკოლოზ რომანოვის სახელობისაა.

ასევე, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები (ეს უკანაკნელი კი მცენარეთა მრავალფეროვნებით
განსაკუთრებულია) სწორედ რუსი მეცნიერების დაარსებულია.

და დიდი იმედი მაქვს, მოვა დრო, რუსები წაღვერის ტყის განადგურებას მოინანებენ

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 01 სექ 2008, 13:21
by Varvara
230 ჰექტარი ტყის მასივი ყოფილა აქ დამწვარი :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 01 სექ 2008, 13:56
by popins
900 ჰექტარი თქვს ტვ -ში :(

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 01 სექ 2008, 21:03
by mika
იოსემიტის პარკში ხშირი არის ხანძრები ადრე აქრობდნენ მაგრამ მერ ებოტანიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ჯობია არ ჩაქრო ან თუ ჩაქრობ მერე ხელი არ ახლო დამწვარ ტერიოტიას და ტავისით აღდგება მაგალოთად სიცხე გირჩებს ხსნის მეტი სინათლე ეცემა მიწაზე.....

მაგრამ იგივე მიგდომა არ გამოდგება ბოორჯომის ხეობის მიმართ, არ ვიცი ხეების დარGვაც რამდენად გამართლებული შეილძება იყოს. ის ტყეები რომ გადაიწყვა მეტი მინდორი იქნება და ირმებისტის შესაბამისად ბალახიც და იმედია მობრუნდებიან უკან...

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ საქელმწიფომ უნდა მოიჭვიოს შესაბამის სპეციალისთები და შეიმუშაოს გეგმა 5-10-20 წლიანი ტუ რა როგორ და რანაირად უნდა აგდგეს მერე როცა ეს GეGმა შემუშავდება ჩვენც დავეხმარებით ამ გეგმის განხორციელებაში ..... ხეების დარგვა იქნება ეს თუ სხვა რამე

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 02 სექ 2008, 13:36
by Gvalva
მე როცა ტყის აღდგენა ვახსენე, ორმოების ამოთხრა და ნერგების ჩარგვა არ მიგულისხმია :)

ამ საკითხზე ალბათ დონორები თანხებს გამოყოფენ, მაგრამ როგორც წესი ეგენი გვიან რეაგირებენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო.

სპეციალისტები შეიძლება საქართველოშიც გვყავდეს და მათ იცოდნენ რომ რაღაც სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ თანხბი ჯერ არაა და ამიტომ მუშახელს ვერ ქირაობენ, აი აქ შევთავაზე ჩვენი თავი.

მე წარმოდგენ არ მაქვს რა სამუშაოები შეიძლება იყოს ეს, (თუ საერთოდ არის რამე გასაკეთებელი) მაგრამ რადგან ტერიტორია დიდია, რეინჯერებმა და სატყეომ შეიძლება ვერ დაფარაოს მთელი ზონა, ხოდა ჩვენც აქ ვართ მეთქი.

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 02 სექ 2008, 13:59
by Mao
Gvalva
+1

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 02 სექ 2008, 14:03
by Mta Mkvarebia
არც მე გადამიფიქრებია :wink: , რა მნიშვნელობა აქვს რა სახის დახმარება იქნება საჭირო, თქვენთან ერთად მიგულეთ

კვლავ +1 :)

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 02 სექ 2008, 14:21
by Gvalva
გიოს ველაპარაკე, ჯერ-ჯერობით ასეთი დახმარება საჭირო არ არისო, გეტყვით თუ რამე იქნებაო

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 03 სექ 2008, 01:05
by Gio-horus
ყველაზე დიდი ტრაგედია ... ჩემთვის ეს არის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 03 სექ 2008, 04:05
by GOGONA
Gvalva
მართალი ხარ, ყურადღება შეიძლება გამოიჩინონ სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მაგრამ სამუშაოს შემსრულებლები ყველა ვარიანტში დაჭირდებათ.

კავკასიკას საშუალებით მოხალისეთა ბრიგადა შევთავაზოთ. :roll:

+1

ისე, გამიგია, რომ ხელოვნურ ტყეს თვითგამრავლების უნარი არ აქვსო.
რავი, ჯობია სპეციალისტებმა გადაწყიტონ და ჩვენ მივეხმაროთ :roll:

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 03 სექ 2008, 09:52
by ira
Gio-horus wrote:ყველაზე დიდი ტრაგედია ... ჩემთვის ეს არის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
აბსულუტურად გეთანხმები გიო .... არ დაიჯერებთ, მაგრამ თითო დამწვარი ხეც ისევე მტკივა, როგორც ჩვენი ყოველი დახოცილი ჯარისკაცი... :( :( :(

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 03 სექ 2008, 14:11
by z g a r b i
ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ ამ ფოტოებს..

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული ამომიწვესო

მეც თქვენთან ვარ თუ რამის აღდგენა მოხერხდა, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ

უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Posted: 04 სექ 2008, 12:41
by kotetbeli
აუუუუუუ რა ტყე....... :( :( :( :(
რაც ომი ოდნავ ჩაწყნადრა, სულ მაგ ტყეებზე ვფიქრობ... აუცილებლად იქნება რამე საშუალება (მათ შორის შედარებით სწრაფიც), რომ როგორმე აღდგეს...

იმდღეს თიანეთში ვიყავი სადღაც ფეხით, წვიმამ მომისწრო, მაგრად ჩამალპო და სიამოვნებით ვიდექი შუა გზაში და წარმოვიდგინე იგივე წვიმა მაგ ტყეებსაც როგორ აწვიმდა :(