უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by tiko_r » 29 აგვ 2008, 11:28

Gvalva
+1

რამე თუ შემიძლია - აქ ვარ

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by mimino » 29 აგვ 2008, 11:32

რა საშინელებააა : (
მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ხეების დარგვაში...
მაგრამ საიდან ამდენი ნერგებიიი?


ზვიო კიდე ამბობდა ორი ხეა დამწვარიო : )
ყურები არ უნდა დააჭრა?!
პროვოკატორი : ))

ლეონტი
ვაკუუმ ბომბი რა არის? :roll:
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by ლეონტი » 29 აგვ 2008, 11:40

მიმინო:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 6&start=30
აქ ნახე.

ნაძვნარებში მინახავს ახლად ამოყრილი პატარა ნაძვების კატასტროფული რაოდენობა.
მაგრამ სამწუხაროდ გადარგვისას გამიხმა.
რაღაც სპეციფიური ცოდნა უნდა მაგის ნერგის გადატანას, ძალზე ფაქიზია.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Jnosy » 29 აგვ 2008, 11:44

ლეონტი
მაგის დრო რომ მოვა, მაგაზე ბევრ ინფოს მოვიძიებთ და ბევრსაც გვასწავლიან

ბოლო–ბოლო გიო აქ არ გვყავს?! :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!


User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Nino M » 29 აგვ 2008, 13:38

საწყალი ტყეები :(
როგორ გაამელოტეს ერთ დღეში...

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Varvara » 29 აგვ 2008, 14:15

ეხ, ჩემო კარგებო, ამ ადგილას რომ ნერგების ჩარგვა არ უშველის, სამწუხარო ესაა. იმხელა ფართობებია განადგურებული.......... ნიადაგის ზედა ფენებიც არ ჩანს, სულ ნაცარია ზემოდან ........

გული გაგისკდება რა კაცს ამ ბარბაროსობის შემხედვარეს

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Nika » 29 აგვ 2008, 14:28

Varvara
ნაცარი როგორც მახსოვს პირიქით სასარგებლოა ნიადაგისთვის. :roll:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Varvara » 29 აგვ 2008, 14:30

Nika

კი, ოღონდ როგორც მინერალური სასუქი :cry:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Tamari-ch. » 29 აგვ 2008, 15:02

ეს დღეები სულ მახსენდებოდა ჩვენი ისტორია -
თემურ ლენგი და მისთანები რომ შემოესეოდნენ ხოლმე საქართველოს
და წვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს -

ამას წიგნებში ვკითხულობდით და
ახლა საშუალება მოგვეცა თვალნათლივ გვენახა ყველაფერი

:evil: :twisted: :evil:

User avatar
Gilgamesh
ბილიკზე მოარული
Posts: 37
Joined: 27 ნოე 2006, 15:16
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Gilgamesh » 29 აგვ 2008, 15:50

ბოზების კვალი საქართველოში ... :(

”პუსკაი გორიტ”-ო მეხანძრეები რო არ მიუშვეს

21 საუკუნის ურდო! :evil:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by namcecuna » 29 აგვ 2008, 15:55

:(:(:(
გული დამწვა, ამ ფოტოების შმეხედვარე, განადგურებულები რომ დგანან დანაცრებულ ადგილას, გვერდით კი-გადარჩენილი ხეები იმედისმომცემად შეჰყურებენ თითქოს... ასეთი სისასტიკე როგორ არ მოეკითხებათ...

მეც მივიღებ მონაწილეობას, თუ რამე შეგვიძლია ამ ტერიტორიების ისევ განაშენიანებისთVის, რამე მასობრივი აქცია რომ მოეწყოს, დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი მოინდომებს ამ კეთილი საქმის გაკეთებას.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Naia » 29 აგვ 2008, 17:48

Tamari-ch.
მეც სულ თემურ ლენგი და მურმან ყრუ მახსენდებოდა

რას წარმოვიდგენდი ოდესმე თუ მსგავს სიტუაციას მოვესწრებოდი :(

დიდი სიამოვნებით მივიღებ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას. კავკასიკა დაგვაკვალიანებს იმედია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by ლეონტი » 29 აგვ 2008, 22:25

Gუშინ მთაწმინდის, ეხლა შიომღვიმის მიდამოები იწვის.
ვიღაცა მუშაობს დივერსიული პროგრამით.
ტყეების დაწვა რაღაცისთვის მზადებას ნიშნავს, არ ვიცი რაა.
მომავალი ანტიპარტიზანული პროფილაქტიკა ხომ არ არის?
თუ ასეა, მოსკოვს ხანგრძლივი და მეტოდური გეგმები აქვს.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by ARCHILI » 29 აგვ 2008, 22:38

წინა ხანებში შესაბამის საკითხებზე მუშაობისას, ცხადია ტყეების დაწვის საკითხს გვერდი ვერ ავუარე. რამდენიმე პოლიტიკურ ესქპერტსაც გავესაუბრე... და შემდეგ... რამდენიმე დურგალსაც :!: :!: :!:

კვლევა ჯერაც არ დამისრულებია, მითუმეტეს ანალიზი, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ საკითხი შესაძლებელია ზოგჯერ უფრო ირიბად იყოს, ვიდრე პირდაპირ... ძალიან მოკლედ ვიტყვი:

არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც ტყეების დაწვა ზოგიერთი "სასიქადულო" გავლენიანი ქართველის ბიზნეს-ინტერესიც შეიძლება იყოს, მათ შორის ხის ბიზნესისაც, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ხე სრულად არ იწვება და მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება... აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ მიზნებზე...

თუმცა, ცხადია ისიც, რომ ეშმაკის რუსი შვილების ნამოქმედარი ჩვენს წინააღმდეგ არის მიმართული...

რამდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთი კი იმისათვის გამოვთქვი, ისიც არ დაგვავიწყდეს, ჩვენი "ანგელოზი" ქვეყნის მეთაურები ამით რომ ფრიად ისარგებლებენ და ყოველდღიური პროპაგანდის ფონზე ისე მაინც არ დავბოლდეთ, ზოგჯერ მაინც არ შევინარჩუნოთ თვალისა და გონების სიფხიზლე...

თუმცა... რომ ვუყურებ, ქართული მოსახლეობის მიმართ პროპაგანდა რა ეფექტურად მოქმედებს, ალბათ აქაც სხვა დამოკიდებულებას მივიღებ...

სხვა მხრივ, ტყეებში ხეების დარგვა კი ჟღერს კეთილ იდეად, მაგრამ რამდენად ეყოფა ეს იდეა არსებულ ზარალს?...

და კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, გარდა იმისა, რომ ტვინი გამოვირეცხოთ პროპაგანდის გავლენისაგან???
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]