უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by MIRANDA » 14 სექ 2008, 21:08

დაველოდები დასკვნას და ღონისძიებების დაგეგმვას...

აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ღონისძიებებში!! რასაც დამავალებენ, იმას გავაკეთებ...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Kakha » 15 სექ 2008, 09:56

აი ეს მესიჯი მივიღე, მგონია ბევრი კარაველი დაინტერესდება:

გთხოვთ გაავრცელოთ თქვენს ნაცნობ-მეგობრებში!!!!! გმადლობთ!

ნ---------------------------------------------------------------------------
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდის - «ნაკრესის» მიმართვა
10 სექტემბერი, 2008
დავეხმაროთ ბორჯომის ტყეებს!


ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდი «ნაკრესი» იწყებს აქციას ბორჯომის რეგიონის ტყის მასივების გადასარჩენად. დრო არ ითმენს. მართალია, ჯერ არ დასრულებულა სამთავრობო კომისიის მუშაობა და არ არის შეფასებული მიყენებული ზარალი, მაგრამ ფაქტი ერთია - ომის შედეგად ტყის მასივების უზარმაზარი ფართობია გადამწვარი. ბორჯომის ტყეებს დღეს ჩვენი შველა სჭირდება. დღეს ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბორჯომის ტყეების გადასარჩენად.

ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ საშვილიშვილო საქმეში, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა «ნაკრესის» აქციაში.

გაცნობებთ, რომ «ნაკრესში» შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, სადაც გროვდება იმ ადამიანთა მონაცემები, ვისაც გული შესტკივა ბორჯომის ტყეებზე და მათი დახმარების სურვილი აქვს. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის დახმარება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ჩვენ ყველანაირად ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ბორჯომის ტყეების აღდგენით ღონისძიებებს არ ჰქონდეს სტიქიური ხასიათი და ყველაფერი განხორციელდეს ექსპერტთა დასკვნებისა და კვალიფიციური შეფასების საფუძველზე. დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გვინდა, რომ ტყეები შევინარჩუნოთ, სწორი მიმართულებით უნდა წავიდეთ. ბორჯომის ტყეებმა ისედაც დიდი ზარალი განიცადა. სასწორზე ბორჯომის ხეობის მომავალი დევს და შეცდომის უფლება არა გვაქვს.

სანამ მდგომარეობის შესწავლისა და შეფასებების საფუძველზე აღდგენითი გეგმა შემუშავდება, მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, ხოლო აღდგენითი გეგმის მომზადებისთანავე დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებით, რათა გავერთიანდეთ ბორჯომის რეგიონის ტყის მასივების გადასარჩენად.

ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, ვისაც გაქვთ ბორჯომის ტყეების დახმარების სურვილი, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: http://www.nacres.org/foundation/g_saveborjomi.html


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
თამარ სუხიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდი «ნაკრესი»
ტელ.: 53 71 25
ფაქსი: 53 71 24
ელ-ფოსტა: saveborjomi@nacres.org

User avatar
Peso
ბილიკზე მოარული
Posts: 66
Joined: 16 ივლ 2008, 12:19
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Peso » 17 სექ 2008, 22:16

გიო ეხლა ვნახე ეს რა კადრებია... ტქვენთან გვიგულეთ მე და გიორგი (ბოკე)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 სექ 2008, 13:31

caucasica
რა ისმის დამწვრ ტყეზე?
ვფიქრობ, სერიოზული დასკვნებისთვის დრო უკვე არის.
ჩვენი დახმარება რაშია საჭირო?
და ჰომ არ აის ცნობები ტყეებში აუფეთქებელი ნაღმების თაობაზე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 სექ 2008, 13:29

ისე, ადამიანს ცხოვრებაში 10 ხე მაინც რომ არ გაქვს დარგული, არაფერია შენი ფასი რა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by caucasica » 28 სექ 2008, 18:53

roca raime gonier gadawyvetilebas shevityob wagveris tyestan dakavshirebit shegatyobinebt.
manamde ki uamrav delegacis vgebulobt mxolod

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Tamari-ch. » 29 სექ 2008, 00:11

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ისე, ადამიანს ცხოვრებაში 10 ხე მაინც რომ არ გაქვს დარგული,
და სამი შვილი
:D

არაფერია შენი ფასი რა...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by ARCHILI » 29 სექ 2008, 00:54

Tamari-ch.

ნამდვილად !!! ოღონდ დავუმატებდი მოკრძალებით, მინიმუმ სამი შვილი...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Archil » 29 სექ 2008, 02:42

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ისე, ადამიანს ცხოვრებაში 10 ხე მაინც რომ არ გაქვს დარგული, არაფერია შენი ფასი რა...
მარაზმობაა ასეთი განცხადება და ღვთის გმობა.....

რას ქვია არაფერია შენი ფასი? მაგი ადამიანის შესაფასებელი არაა !!!! და ვინც დარგო ისინი ვითომ ანგელოზები არიან და მაგათ მეტი ფასი აქვთ? ადამიანის შეფასება ხეების დარგვით არ უნდა ხდებოდეს.... და არც ხდება.... ერთ ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება ბუნება გადაარჩინოს, მაგრამ ხე საერთოდ არ ჰქონდეს დარგული. შევარდნაძეს რამდენი ხე აქვს დარგული კომუნისტურ შაბათობებზე და ამითი მისი ღირებულება გაიზარდა ვითომ?

ხეების დარგვის მოწოდება ერთია, ეგ კარგია, მარა იმის თქმა რომ ვისაც არა აქვს დარგული, იმის ფასი არაფერიაო..... ამის თქმის უფლებას საკუთარ თავს მისცე...

ვისაც არ აქვს დარგული, ისინი ვინ არიან რო? უღირსნი და უფასურნი? და რამდენია ასეთი თუნდაც კარავზე?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 სექ 2008, 02:54

Archil

ნამდვილად ასე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, მუდამ ასე ვიფიქრებ.
შევარდნაძის დარგული ხეები, სწორედაც, რომ ჩემთვის ფასეულია და მაგ კაცს პატივს ვცემ და
თითოეულ იმ კომკავშირელსა თუ პარტიულსაც, რომელმაც ხე დარგო.

ჰოდა, ცხოვრებაში ადამიანმა 10 ძირი ხის დარგვა მაინც უნდა მოასწრო.
მათ შორის კარაველებსაც ვგულისხმობ.
როდესაც ამას შენც უფრო გულიანად გააკეთებ, მაშინ იმასაც მიხვდები, რისი თქმა
მინდოდა და სხვანაირად შეაფასებ.

და სადღაც წერ, ხეების დარგვით ბედნიერება ვერ მივიღეო.
ჰოდა, პრინციპში, არ მიკვირს შენი წერილის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Archil » 29 სექ 2008, 03:08

GAMARJOBA SAKARTVELO

აბა სადა ვწერ? მანახე ერთი...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 სექ 2008, 04:37

Archil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

აბა სადა ვწერ? მანახე ერთი...
ვაღიარებ, ვერ ვიპოვე. სჯობდა, მეთქვა, "მგონი, სადღაც წერ..."
რატომღაც, მახსოვს, რომელიღაც თემაში ამბობ (შეიძლება, სხვა ამბობს და უნებლიედ შენ გაწერ), რომ მე რომ დამირგავს ხეები, მაგით რა და ა.შ.

ამის გამო გიბოდიშებ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Mta Mkvarebia » 29 სექ 2008, 09:52

Archil
GAMARJOBA SAKARTVELO
ის რომ მოდერატორმა თემა დაასუფთავა, არ გვათავისუფლებს ჩვენი ნათქვამის პასუხისმგებლობისგან და აუცილებელი არაა, ჩვენი დაწერილი სიტყვები უკან წავიღოთ :wink:. ერთხელ რაც ითქვა, ათასმა თუ არა 100-მა თვალმა მაინც წაიკითხა და "აქედან ვერ ამოშლი" :wink: :D . მეც მახსოვს ის ფრაზა, არჩილ, და არ მეგონა, ასე ადვილად თუ მიგქონდა შენი სიტყვები უკან და ტყულად მოახდევინებდი ამისთვის სხვას ბოდიშს:wink:.

ვფიქრობ ბოლო პოსტებიც წაიშლება და კომენტარის უფლებაც ამიტომ მივეცი თავს :D .
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Archil » 29 სექ 2008, 10:39

GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ჰოდა იმ წაშლილში ეწერა ხეების დარგვის დრო ახლოვდება და ვქნათ რამე თქო და ეგეთი რამე არ უნდა წაშალო ამ თემაში...

რომ წაშლი, ისევ ვერ დავწერ თუ?

იმაზე უფრო კრიტიკულსაც...

ასე რომ "სპერვა პოდუმაი..." ეგ ადმინსაც ვუთხარი და ეხლა მოდერებსაც გეუბნებით....

ასე რომ ხეების დარგვაა საჭირო და ამ თემის მოდერატორმა (კავკასიკა რომაა) სჯობია ის გვითხრას წაღვერის ტყეს რა ვუშველოთ, თორემ ჩვე-ჩვენ სახლთან თუ ბაღში ისედაც ვახერხებთ ხის დარგვას.

ყველას თავისი შეხედულება აქვს, მარა ჩემთვის ის ადამიანი ვისაც ხე არ დაურგავს, არაა ქვეყნის მოღალატე და თუ გინდათ მომკლალით და თუ ვინმე მაგ საქმეს შვება, კაი საქმეს შვება და... ასე ვფიქრობ მე და...

მარტო ხის დარგვა არაა საკმარისი, ის ხე მერე უნდა გაახარო, გაზარდო და მერე მის ნაყოფს მოუარო... მაგას ჰქვია ხის დარგვა და არა შევარნაძისავით ხის ტოტის მიწაში ჩადებას, რომელიც მეორე სეზონამდე ვერ ძლებდა და კვდებოდა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უკომენტაროდ!!! წაღვრის ტყის სიზმრები

Post by Mta Mkvarebia » 29 სექ 2008, 10:52

Archil
ხეების დარგვა რომ ახლოვდება და რომ უნდა დავრგათ, ამაში ვინ გეკამათება, ჩემო არჩილ? ჰოდა ამ თემის მოდერატორმა (კავკასიკა რომაა ) :wink: თქვა გასაგებად:
caucasica wrote:roca raime gonier gadawyvetilebas shevityob wagveris tyestan dakavshirebit shegatyobinebt.
manamde ki uamrav delegacis vgebulobt mxolod
მანამდე კიდევ დავრგათ კი ბატონო ჩვენს ბაღებში, დიდგორზე თუ სხვაგან ხეები და მერე დავუკვირდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ცოტათი მაინც გაგვაბედნიერა თუ არა ამ საქმემ. ისე ბედნიერება ძალიან ინდივიდუალური და არა ზოგადი გრძნობაა, ამიტომ არაა აუცილებელი, ერთმადაიგივე რამ ან ვინმემ გახადოს ყველა ერთნაირად ბედნიერი, არ მეთანხმები? :lol: , ჰოდა იგივე მიზეზით ზოგს დასუფთავების აქციებიც ხდის ბედნიერს, ზოგს კიდევ არა:wink:

მოკლედ ამ საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას არ ვაპირებ, რადგან ვხედავ ყველა ერთ აზრზე ვართ :D .
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]