Page 13 of 22

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 10 ივლ 2009, 20:56
by teo-
ვაი ბუთქუნა მუთაქები

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 13 ივლ 2009, 12:43
by saskva
ჩემი ერთ-ერთი გიჟი, მაქსი, იგივე მაქსუ მუქსუ, მაქსულინი და ა.შ. :D:D:D

Image

Image

Image

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 13 ივლ 2009, 12:47
by saskva
ესეც მეორე გიჟი, ამიგო, იგივე გუგიშა :D:D:D

Image

Image

Image

სტუმრები გვყავდა და დაბმა მოუწიათ, გამიბრაზდნენ და აღარ იპოზიორეს, ეს ფოტოებიც ძალით გადავუღე. განსაკუთრებით ამიგო ერიდებოდა აპარატს. როგორც კი ხელში ავიღებდი თავს დახრიდა და იჯდა ისე :D:D:D:D:D
ასე რომ გპირდებით უკეთეს ფოტოებს მერე დავდებ, სტუმრების გარეშე მოვაწყობთ ერთ ფოტო სესიას :)

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 13 ივლ 2009, 15:58
by Duckling
lomikata
შენი პატარა მალამუტიკების სურათი შევინახე კომპიუტერში :)) და ხშIრად ვუყურებ


saskva
აუუ ჩემი ოცნებაა 2 ავჩარკა, რა კარგია რომ ასეთი კარგი ეზო გაქვს...

ამიგო თუ არა მაქსი-მუქსი აშკარად პოზიორობს :)

მოკითხვა ბაქსი-ბუქსისგან :)))

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 13 ივლ 2009, 17:12
by saskva
Duckling
შენ უნდა გენახა ამ ორს კიდე ორი ძმა რომ ყავდა მაგავე ეზოში, მეცხვარე როკი და პუდელი ჩარლი. აი მაშინ იყო მართლა ძალიან მაგარი. 4 გიჟი სახლში :D:D:D:D:D:D:D

პს. საერთოდ ოჯახში 5 წევრი ვართ, 4ქალი და მამაჩემი, ხოდა მოყავს და მოყავს მამრი ძაღლები კაცები უნდა მოვამრავლო ოჯახში თორე დამჩაგრეს ქალებმაო, ხოდა ამრავლებს და არის :D:D:D:D:D:D:D:D:D:D

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 14 ივლ 2009, 11:46
by Duckling
saskva :lol: :lol: :lol: :lol:
მაგარია


:)

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 14 ივლ 2009, 19:23
by lomikata
saskva wrote:Duckling
შენ უნდა გენახა ამ ორს კიდე ორი ძმა რომ ყავდა მაგავე ეზოში, მეცხვარე როკი და პუდელი ჩარლი. აი მაშინ იყო მართლა ძალიან მაგარი. 4 გიჟი სახლში :D:D:D:D:D:D:D

პს. საერთოდ ოჯახში 5 წევრი ვართ, 4ქალი და მამაჩემი, ხოდა მოყავს და მოყავს მამრი ძაღლები კაცები უნდა მოვამრავლო ოჯახში თორე დამჩაგრეს ქალებმაო, ხოდა ამრავლებს და არის :D:D:D:D:D:D:D:D:D:D


მაგარი სტრატეგიაა მამაშენის მხრიდან:))))))))

უსაყვრლესია ფერადი ავჩარკა. კატებმა რა დააშავეს,რომარ აჩენ?

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 14 ივლ 2009, 19:24
by lomikata
Duckling wrote:lomikata
შენი პატარა მალამუტიკების სურათი შევინახე კომპიუტერში :)) და ხშIრად ვუყურებ


გმადლობ:)))

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 14 ივლ 2009, 20:03
by ლეონტი
ხეობის უკანასკნელი გუშაგი
ძაღლს რომ ლაპარაკი შესძლებოდა, ვინ იცის, რას მოყვებოდა! ალბათ იმას, დაცარიელებულ სოფელში როგორ ელოდა პატრონს და სახლს დარაჯობდა.
მერე როგორ გადაეწურა მათი დაბრუნების იმედი და როგორ წამოვიდა სოფლიდან მათ საძებნელად...

აგვისტოს მძიმე დღეებამდე მურმან ქრისტესიაშვილის ოჯახი ერედვში ცხოვრობდა, მაგრამ როცა რუსულმა გამანადგურებლებმა სოფელი დაბომბეს, ოჯახი სასწრაფოდ აიყარა და ათწლეულობით ნაშენი სახლ-კარი დატოვა. ნუ ვიტყვით, რომ ღმერთმა მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს მოგვცა განსაკუთრებული ნიჭი, მეტყველება თუ წინათგრძნობა. ოჯახის უფროსის თქმით, როდესაც დაბომბვა დაიწყო და სოფლიდან გარბოდა, დღემდე თვალიდან არ ამოსდის ის სურათი, ძაღლი და მამალი როგორ მოსდევდნენ უკან ცენტრალურ გზამდე მანქანას.
ქრისტესიაშვილების მონათხრობი მივიწყებული მქონდა, რომ ამ ორიოდე კვირის წინ თითქმის დაუჯერებელი ამბავი გავიგე. ეს ისტორიაც უმძიმესი ომის გამოძახილია, მეხივით რომ დაატყდათ თავს ლიახვის ხეობელებს.

ზაფხულის ხვატში ადამიანები გაყინული სახეებით ტოვებდნენ მამაპაპისეულ კერას, ბავშვობის ადგილებს, ყველაზე ძვირფასს - სიწმინდეებსა და წინაპართა საფლავებს. ომმა შეიწირა ხეობელთა ოცნება და ფიქრები. მათ შორის ძარწემელი მერაბ მეტრეველის ოჯახის გეგმები. მანაც მიატოვა ყველაფერი, ომისაგან აწრიალებული ნაფერები პირუტყვი და ერთგული ძაღლი. სიხარულმა და ბედნიერებამ ამ ოჯახსაც მიუჯახუნა კარი. ახლა ყველა დევნილი ბედნიერებას სიზმრებში, იქ, თავის მიწაზე ხედავს, ცხადში კი იშვიათია სიხარული. ერთ წელიწადში შეიცვალნენ, გათეთრდნენ, დაბერდნენ, მაგრამ მოთმინებით ებრძვიან თავს დატეხილ უბედურებას.
გორში მეტრეველების ერთი ძმა ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს კაცმა ქუჩაში მაწანწალა ძაღლი შეამჩნია, გადატყავებული ძლივს რომ დალასლასებდა. მიუახლოვდა, მაგრამ ცხოველი განზე გადგა. უკან გამობრუნდა, მაგრამ თითქოს მზერამ ზურგი დაუწვა, შემოტრიალდა. ძაღლი ისევ ერთ ადგილას იყო ჩაცუცქული და ისეთი მავედრებელი თვალებით შეჰყურებდა, გულმა არ მოუთმინა და ისევ მიუახლოვდა. ძაღლი ამჯერად არ განძრეულა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. კაცმა ხელი გადაუსვა გადატყავებულ ზურგზე და... - ეს ხომ ბასარაა, ჩემი ძმის ძაღლი, - ამოიგმინა. ძაღლს რომ ლაპარაკი შესძლებოდა, ვინ იცის, რას მოუყვებოდა! ალბათ იმას, დაცარიელებულ სოფელში როგორ ელოდა პატრონს და სახლს დარაჯობდა, მერე როგორ გადაეწურა მათი დაბრუნების იმედი და როგორ წამოვიდა სოფლიდან მათ საძებნელად, როგორ გამოიარა ძარწემიდან გორამდე 45 კილომეტრი...
28 მაისს დევნილი, გაბნეული ძარწემელები ქრისტეს აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ამაღლებას ტრადიციულად აღნიშნავდნენ. წეროვანში არავის გაჰკვირვებია, მანქანა რომ გაჩერდა და იქიდან კაცი გადმოვიდა. ცოტა ხანში კი ხელში ატატებული ძაღლი გადმოიყვანა და თავის ძმის ეზოში ისე სათუთად დასვა, თითქოს ძვირფასი ნივთიაო, აი, მაშინ კი მეზობლები გარს შემოერტყნენ მეტრეველების სახლს.
- ბასარა დაბრუნდაო! - ელვის სისწრაფით მოედო დასახლებას ახალი ამბავი.
ამ ოჯახის და მათი ოთხფეხა მეგობრის ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ წეროვანში, მეტრეველების ოჯახში ჩავედი. აი, რა მიამბო ოჯახის დიასახლისმა: - ბასარა ოჯახის წევრივით გვყავდა, ხშირად გვიტირია მის გახსენებაზე. მისმა უეცარმა გამოჩენამ დიდ სიხარულთან ერთად ტკივილიც მოგვაყენა. გაგვახსენდა ჩვენი ლამაზი სოფელი... ორი დღე ვტიროდით, ვეფერებოდით, მეზობლებიც მოდიოდნენ და გვილოცავდნენ. ეს საწყალი გორში კოტეჯებთან ჩასულა და სულ ყეფდა თურმე, რომ ყურადღება მიეპყრო. ჩემს მაზლს უცნია, მაგრამ თვალებს არ უჯერებდა. საბრალომ ჩვენს ძებნაში რამხელა გზა გამოიარა.
დათო მეტრეველი: - ჩემი ნახვა თითქოს ისე არ გახარებია, როგორც ადრე. თვალები აშკარად საყვედურითა და ცრემლით ჰქონდა სავსე. გვაგრძნობინა, რომ არ უნდა დაგვეტოვებინა. მამაჩემის დანახვამ უფრო გაახარა, მაგრამ ის ხალისი აღარ აქვს, ხეობაში რომ ჰქონდა, სევდა ემჩნევა.
ლუსია მეტრეველი: - როცა სოფელი დაიცალა, რამდენიმე მოხუცი დავრჩით. პირუტყვი და ოჯახი ვერ მივატოვე. არ მეგონა, თუ ასეთ სისასტიკეს ჩაიდენდნენ. მეზობლების დაბმული მშიერი საქონელი შეგვეცოდა და ავუშვით, ჩვენ კი ტყეში დავიმალეთ. იქიდან ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი ტანჯვით ნაგები სახლები... ბასარას ჩამოსვლამ თითქოს დაგვავიწყა ტკივილი, თითქოს რამდენიმე წუთით სოფელში დავბრუნდით.
ცრემლი და სიხარული იყო არეული მეტრეველების მონათხრობში, ბასარას თვალებში კი სევდა ედგა.
მეტრეველების ოჯახი იმედით ცოცხლობს, სწამთ, რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია. ადრე თუ გვიან, დაბრუნდებიან ხეობაში და თავიდან დაიწყებენ ცხოვრებას, ჩვენი ოთხფეხა გმირი კი გააგრძელებს საყვარელი პატრონის სამსახურს.
...ეს საოცარი ამბავიც ზღაპრულად დავასრულოთ: ჭირი იქა, ლხინი აქა, /ქატო იქა, ფქვილი აქა...

ზურაბ ოქროპირიძე,
სოფელი დისევი

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 15 ივლ 2009, 00:01
by lomikata
ლეონტი


ეგ წერილი გაზეთში დაბეჭდვამდე წამაკითხა ჩემი რედაქტორის მოადგილემ და ორივენი გულამოსკვნით ვტიროდით. ვერც ახლა წავიკითხე გულგრილად:(

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 16 ივლ 2009, 13:43
by saskva
კატებმა რა დააშავეს,რომარ აჩენ?
ბუბუმ სტუმრები რომ დაინახა თავის ბურძგლას რაღაც უცნაურად დაუკნავლა, ისიც მაცივრის უკან შეძვრა და მთელი დღე აღარ გამოსულა, საჭმელადაც კი არ გამოძვრა. ბუბუ კიდე წავიდა და იგულავა ეზოს გარეთ :D:D:D:D:D:D

დავიგულებ ყველას ერთად, სტუმრების გარეშე და გპირდებით კარგ ფოტოსესიას მოვაწყობ :):):)

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 17 ივლ 2009, 17:02
by QEBURIUS
თეო- და სასკვას (აგრეთვე სხვა მეძაღლურეებს)

გილოცავთ: http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1


ისა და მაწანწალა 2 ფეხებს თავშესაფარს არ მისცემთ, რამე რომ იყოს?

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 22 ივლ 2009, 13:51
by Duckling
Image

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 28 ივლ 2009, 11:23
by Ketis
lomikata wrote:Ketis

მაგარი ლომები გყავს, ულამაზესები არიან.:)
Ninukala wrote:Ketis
რა მაგრები გყავს... :)
Naia wrote:Ketis
გადავირიე, რამხელები არიან!!!

ძალიან საყვარლები არიან :)

მეც მყავდა კავკასიური ნაგაზი, დიდი იყო, მაგრამ ამხელა არა :)
ყველას უღრმესი მადლობა ჩემი ცუგრიკებისაგან :)

სამწუხაროდ მიშელი - გერმანული ნაგაზი და ბაჩო - რიჟა კავკასიური ნაგაზი ამ ქვეყანაზე აღარ დაიარებიან.. :( :cry: :(

ეხლა დამრჩა მაჩო (ბაჩოს შვილი) და ბუჩა - აზიური ნაგაზი, მაგათ შემოევლოს ჩემი თავი. :D

ყველას ძალიან საყვარელი ცხოველები გყავთ :)

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Posted: 29 ივლ 2009, 21:52
by Duckling
ბაქსი

Image