ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე


User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 12 თებ 2008, 10:10

qvevri

ის პატარა და ლამაზი ჩიტი არ ვიცი და აი ის ბუს რომ ჰგავს მგონია ბაიყუშია...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 10:11

ის ლექსი კიდენა მუხრანასი ყოფილა.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 10:20

მართალიააა ,
კახამ ამოიცნო.
ბაიყუში, ჭაობის ბუ (Asio flammeus), ფრინველთა ბუსნაირთა (Strigiformes) რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-42 სმ. გვხვდება ევრაზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მცირერიცხოვანია. ადგილობრივ პოპულაციას მიმოფრენის პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა) უერთდებიან უფრო ჩრდილოეთით მობუდარი ინდივიდები. ბინადრობს ჭაობებში, ჭალებში, მდინარეთა ნაპირებზე და სხვა. ბუდეს იკეთებს მიწაზე . დედალი აპრილში დებს 3-5 (10-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე. იკვებება მღრღნელებითა და სხვა წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 10:22

არავითარი ბაიყუში..... :twisted:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 10:50

მოდი სანამ შენით იტყვი,
კახას მიერ ზემოთ ნახსენებ ლექსს შემოგთავაზებ:

ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 10:55

Image



დურაჯი (Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარ კუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეებზე ზრუნავს ორივე მშობელი. დაფრინავს მოკლე მანძილზე. იკვებება ყლორტებით, კვირტებით, ნაყოფით, თესლით, მწერებით, ლოკოკინებით. მოსპობის საშიშროების გამო დურაჯზე ნადირობა აკრძალულია.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 16:00

საქართველოში, ბუსებრი ფრინველებიდან სულ 7 გვხვდება : ბუ , ზარნაშო , წყრომი , ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ , ბუკიოტი , ბუკნაჭოტი.
ეხლა იტყვი რომელია აქედან თუ არა?

Image

ამას ქვია:Athene noctua და ჩვენში არ არის გავრცელებული.
აი ეს როგორ ხმას უშვებს. მხოლოდ მამალი:

http://www.owlpages.com/sounds/Athene-noctua-1.mp3
Last edited by ლეონტი on 12 თებ 2008, 16:16, edited 3 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 16:08

ზარნაშოა ბატონო ზარნაშო, ვითომ ეხლა გამოიცანი ტუ როგორ არის საქმე? :lol: კარგი გამოიცანი. მეორე ფრინველზე რას მეტყვით :?:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 16:39

Image

ეს ან ჭვინტაა ან წითელთავა ნარჩიტა.

Carduelis carduelis
Last edited by ლეონტი on 12 თებ 2008, 16:52, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 16:42

ცოტა ძნელი სათქმელია.
ეგ ბეღურასებრთა რიგიდან არის და ძალზე ჰგვანან ერთმანეთს თანაც შეფერილობას იცვლიან ზოგგან , როგორც ჩანს.
აი ეს მაგალითად იმას სულ არ გავს გარეგნულად , ზევით რომ დავდეთ.
და ამას ქვია ჩიტბატონა.


Image

ჩიტბატონა (Serinus pusillus), ფრინველი ბეღურანსაირთა რიგისა. ტანად პატარაა, ჭრელად შეფერილი. მამალს თავზე წითელი "გვირგვინი" ადგას. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიონის და მცირე კავკასიონის, შუა აზიასა და სამხრეთ ყაზახეთის, თარბა ღათაის მთიანეთში, საქართველოში ბინადრობს ზღვის დონიდან 1500-3500 მ-მდე ტყის ზედა ზონასა და სუბალპურ მთიანეთში. კვერცხს დებს 2-ჯერ, თითო დადებაზე 3-5 ცალს. იკვებება სარეველების თესლით, პატარ-პატარა ჭიებით. ჩიტბატონას ზოგჯერ არასწორად Carduelis carduelis-ს ეძახიან.
Last edited by ლეონტი on 12 თებ 2008, 16:53, edited 2 times in total.

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by shatilis asuli » 12 თებ 2008, 16:48

ლეონტი
გაიხარე! ყოველთვის მაინტერესებდა, ეს დურაჯი როგორი იყო!
Just Do It!

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by shatilis asuli » 12 თებ 2008, 16:51

ლეონტი
აუუუუუუუუუ ძალიან საინტერესოა! დიდი დიდი მადლობა :D
Just Do It!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 16:53

ლეონტი wrote:Image

ეს ან ჭვინტაა ან წითელთავა ნარჩიტა.

Carduelis carduelis
ნარჩიტა :!:
დადე ახალი ფრინველი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]