ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 11 თებ 2008, 21:47

ხოხობი და სეთი სად გინახავს?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 თებ 2008, 21:48

Kakha wrote:ხოხობი და სეთი სად გინახავს?
შურთხი და დურუჯი დარჩა :lol:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 11 თებ 2008, 21:50

აჰა, მივედით - დურაჯია, დურაჯი!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 თებ 2008, 21:51

პირდაპირ გეთქვა შე კაცო რაღას მაწვალე ამდენი :lol: :lol: :lol:
ისე რომელი პოეტი მოიხსემნიებს :?: :roll:

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 11 თებ 2008, 22:36

ლეონტი wrote:სანამ ქვევრი დასვამს შეკითხვას მე გეკითხებით ეს რა ფრინველია?

Image
და ისიც თქვით დედალი ბეღურაა თუ მამალი? :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 11 თებ 2008, 22:43

qvevri

გოგლა ლეონიძე - დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 09:37

Image
ძალიან სასაცილო სახელი ჰქვია. მინიშნება ბუ არ არის...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 09:38

და ბარებ მეორეც...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by lama » 12 თებ 2008, 09:52

qvevri wrote:და ბარებ მეორეც...
Image
გულწითელა :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by lama » 12 თებ 2008, 09:54

qvevri wrote:Image
ძალიან სასაცილო სახელი ჰქვია. მინიშნება ბუ არ არის...

პირველი ასო "ბ" და მეორე "უ"


ან


პირველი "ჭ" და დანარჩენი სამი ასო "ოტი"
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 09:54

დიდათ პატივს გცემ და გაფასებ, მარა არ გამოვა ეგ საქმე არანაირად :lol:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 09:55

რც ბუ და არც ჭოტი :twisted:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by lama » 12 თებ 2008, 09:58

qvevri wrote:რც ბუ და არც ჭოტი :twisted:
მიკიოტი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 12 თებ 2008, 10:04

ქვევრთან ბოდიში მაგრამა,
წინა გვერდზე რომ ფასკუნჯზე გვქონდა ლაყაფი.
1 ლექსი ვიპოვნე და ავტორი არ ვიცი მემეწონა, სიღმისეული მომენტია.
ჰოდა აქ დავდებ რა ბოდიში,
მხოლოდ ვინ გამოიცნობს ვისია ეგ ლექსი არა.

ფასკუნჯი

მზისკენ მიმაფრენს ფასკუნჯი, -
ფასკუნჯს უფსკრულის აქვს კუჭი;
მენა საგზალი ვარ მისი,
მაგრამ ვეყოფი?!
არ ვიცი!

მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -
ისიც ლურჯია, ცაც ლურჯი;
ეჭვისა მახრჩობს მარყუჟი, -
ვერ ჩახვდი, - უდევს რა გულში, -
ძუნწია სიტყვა - პასუხში.

გავიარენით ჭირანო
(ხორცსა ვეპყრობი მომჭირნედ),
მინდარის ვიამირანო, -
შორიდან შევტრფი კოჭიმელს.

გაჭიანურდა ცორანო
(ფასკუნჯს, ეტყობა, მოშივდა)...
ნეტა, ეს შავი ყორანი
ტატოსია თუ პოსია?!

მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -
მკერდით გამპობი ცეცხლეთის;
მზემდე ჯერ კიდევ ბევრია,
როგორც ეტყობა, მანძილი;

არადა, ახლა მე ჩემი
ჰა და ჰა ვიყო მეცხრედი, -
მოზრდილი უკვე ჩახეთქა
ჩემი ფასკუნჯმა ნაწილი.

მივეახლები კოჭიმელს?! –
თავი მეყოფა მე ჩემი?!
უფრორე სწორად: ამ ოხერს
ვეყოფი თუ არ ვეყოფი?!
თვალებს მიჭრელებს ფასკუნჯის
მთაგრეხილივით ბეჭები...
- ხომ კარგად?! - მკითხა უეცრად, -
ხმა მეცნაურა მეგობრის.

მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -
მიქშუის, როგორც ქიბორჯი...
დარდიმანდები ხაშურში
შეექცევიან ციმორსა...
მექაჩებიან მიწისკენ
ძმაბიჭები და სუფრანი;
ხრეითით მესმის მე კრინი,
პატარძეულთით, - სოპრანო...

ვხედავ საკუთარ წინაპრებს:
დღედაღამ ფხიზლობს ბერბიჭა, -
კაცმა, ვინც იტყვის სიმართლეს,
რომ არ გაჰქუსლოს მერნითა.

ძეხორციელის აქ ყოფა
არ გახლავთ მთლად უხიფათო;
კაცსა, ვინც იჩენს კაცობას, -
ფიქრობენ: რა უხიმანონ!

მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -
ისიც ლურჯია, ცაც ლურჯი;
ეჭვისა მახრჩობს მარყუჟი, -
ვერ ჩახვდი, - უდევს რა გულში, -
ძუნწია სიტყვა - პასუხში.

ამხედრებული ფასკუნჯზე,
მზისაკენ ქარებრ ვისწრაფვი;
ქართველი რათა გაშუქდეს, -
მყოფი მიწაზედ, მიწაშიც.

თვალებს ვაცეცებ გარშემო...
- რაღა ვქნა! – ვფიქრობ მე ჩემთვის, -
უეცრად ამ უგამჩენომ,
რომ მოინებოს დესერტი?!

ძირს სამშობლოა გაშლილი, -
ორი ვეშაპის შუაში;
ქსელია პირწავარდნილი
რომელიც ბაბაჭუასი, -
გულდასმით ნაგვირისტევი
მტკვრით, ქსნით, ალაზნით, არაგვით...
მე თავი გამოგვლიჯევი
რომელსაც დავიდარაბიტ.

გაფრენილს, - მზისკენ გაფრენილს, -
შემომცქერიან დაბლიდან:
ხცისი, ბეღლევი, ავლევი,
თიღვა, იკორთა, მთაწმინდა...
ლხენანი ამ ქვეყნისანი,
თავისუფლების სიტკბონი, -
რაც ვერ დაიცვა კრწანისმა,
რასაც იცავდა დიდგორი.
ლხენანი, - ხმევას რისასაც, -
ფასკუნჯს ვეხმიე, - ვაჩვიე;
მე, - სულის დასანაყრებლად,
სხეული ვინც მოვამშიე.

ერთხელაც, როცა იქნება! –
იქნება კია ეს წუთი?!
(გულს ეჭვი მიღრღნის იმდენი,
უყვარს რამდენსაც ფეხბურთი), -
მზის წინ როდესაც წავდგები
ნატამალიღა მე ჩემი,
ცათა საცერში გაცრილი, -
მე, - ჩემი მცირე ნაწილი
(ფასკუნჯი როცა შემომღვლეტს,
ჩემში რაცაა ზედმეტი), -
მე (ჩემთვის უკვე უჩინარს)
მზე მეტყვის, ვიცი, მზე მეტყვის:
- კაცო, ვინა ხარ?! აღარ ხარ! –
ხარ კაცის მეათასედი! –
რა გზები გამოიარე
შე, უბედურო, ასეთი?!

მზისკენ მიმაფრენს ფასკუნჯი, -
ფასკუნჯს უფსკრულის აქვს კუჭი;
მენა საგზალი ვარ მისი,
მაგრამ ვეყოფი?!
არ ვიცი!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 12 თებ 2008, 10:04

გააგრძელე და როცა გაარტყავ გეტყვი :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]