აი მეც მოვედიიიიიიიი
teo-
სად არის ჩემი წილი ფული???????
მოკლედ, რომ ვთქვა ეს თემა დათვებს შეეხება.
ამიტომ ვიტყვი, რომ დათვების დაცვას თუ გადაწყვეტს ვინმე აუცილებელია რომ მათი ბუნება შეისწავლოს ადამიანმა. შეისწავლოს არა ინტერნეტით და კინოებით ან ნონეიმ ორგანიზაციების ტრეინინგებით, არამედ გავიდეს ტყეში, იცხოვროს იქ და ისწავლოს რეალურად.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ქართული დათვი განსხვავდება პლანეტაზე მცხოვრები სხვა დათვებისგან. განსხვავდება, როგორც კვების რაციონით, ასევე მისი შერჩევით დროის პერიოდების მიხედვით. ასევე განსხვავდება ზამთრის ძილის პერიოდითა და ხანგრძლივობით.
ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ხასიათისა და ზნე-ჩვეულებების თავისებურებას, როგორც ტყეში, ასევე გალიაში.
მაგრამ ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ქართული(კავკასიური) დათვი რადიკალურად განსხვავებულია სხვა დათვებისგან. მათ ძირითადი ინსტიქტები მაინც ერთნაირი აქვთ.
ასე, რომ სანამ გალიაში ნამყოფ დათვს გაუშვებს ვინმე, სადმე, სჯობს იცოდეს რა შედეგები მოყვება მის საქციელს!
თეო, ბიძიკო სანამ რამეს დაწერდე და შეურაცხყოფაზე გადმოხვიდოდე, იცოდე, რომ რამდენი წლისაც შენ ხარ, იმაზე მეტი წელია ტყესთან და ნადირობასთან მაქვს ურთიერთობა. რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოველები მეზიზღება და მათი მკვლელობის წყურვილი მამოძრავებს. უფრო მეტსაც გეტყვი წლების განმავლობაში მეურნეობა და სამონადირეო მეურნეობა მქონდა მეგობრებთან ერთად, რომლიდანაც ერთი ომის შედეგად მტრებს დარჩათ.
ამდენი იმიტომ ვწერე, რომ არ უნდა იყოს ადამანი ასეთი თვითდაჯერებული იმ საქმეში, რაც რბილად, რომ ვთქვა არ იცის.