Page 7 of 10

დეკორატიული ყვავილები

Posted: 11 ივნ 2008, 21:59
by GOGONA
Naia

გუდვილში იყიდე და იმას შეურიე ჩვეულებრივი მიწა, ოღონდ დიღმის მიწა არ ვარგა
:)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 11 ივნ 2008, 22:03
by qvevri
ამდენს დავწანწალებთ ტყე-ღრეში და მიწას მაღაზიაში ყიდულობთ :?:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 13 ივნ 2008, 02:24
by Linda
Varvara
Naia
saskva

ახლა ზეპირად ვიცი მარტო, და არ მინდა რამე შემეშალოს, რამდენიმე დღეში წიგნს ვნახავ დაიქიდან დავწერ

დეკორატიული ყვავილები

Posted: 13 ივნ 2008, 05:56
by ARCHILI
ე.ი. ყვავილების ზოგიერთ მაღაზიაში იყიდება მიწა, რომელშიც შერეულია სასუქიც სპეციალურად სახლის მცენარეებისათვის...

ასევე იყიდება ფხვნილი-სასუქიც და სითხეც..

ორივე კარგია..

სითხე უფრო პრაქტიკულია...

მიწა კი შეგიძლია უსასუქოც იყიდო, ტყის შავი, ზოგან წონითაც იყიდება ხოლმე...

ოღინდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მასში არ იყოს დაწყებული მცენარეთა აღმოცენების პროცესი, ე.ი. ის მიწეა საკმაო ხნის ამოღებული მიწიდან...

ასევე უნდა იყოს ფხვიერი და საშუალოდ ნესტიანი...

დეკორატიული ყვავილები

Posted: 16 ივნ 2008, 11:06
by Naia
ARCHIL_i wrote: ე.ი. ყვავილების ზოგიერთ მაღაზიაში იყიდება მიწა, რომელშიც შერეულია სასუქიც სპეციალურად სახლის მცენარეებისათვის...

ასევე იყიდება ფხვნილი-სასუქიც და სითხეც..

ორივე კარგია..

სითხე უფრო პრაქტიკულია...

მიწა კი შეგიძლია უსასუქოც იყიდო, ტყის შავი, ზოგან წონითაც იყიდება ხოლმე...

ოღინდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მასში არ იყოს დაწყებული მცენარეთა აღმოცენების პროცესი, ე.ი. ის მიწეა საკმაო ხნის ამოღებული მიწიდან...

ასევე უნდა იყოს ფხვიერი და საშუალოდ ნესტიანი...
გაიხარე არჩილ

ალბათ ისევ მაღაზიაში ვიყიდი უკვე გამზადებულს...

დეკორატიული ყვავილები

Posted: 22 ნოე 2008, 01:14
by Gvalva
ეს რა მცენარეა?

Image

ჭილის ტბაზე მიმავალ ინტელიგენტს გადაუღია მუხათგვერდის სასაფლაოზე...

ნუ მუხათგვერდის სასაფლაო ისეთი ადგილია, კარგად რომ დაძებნოთ შეიძლება მეც მიპოვოთ იქ მაგრამ მაინც უცნაურია ასეთი რამის ნახვა...

დეკორატიული ყვავილები

Posted: 12 დეკ 2008, 15:44
by optimisti
გვალვა, ეს არის აკაციის (მიმოზის) ნაირსახეობა და თბილისშიც იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება, მაგ. ოპერის გვერდით, დიღმის ხიდთან, მეტრო ელდეპოსკენ მიმავალ ქუჩაზე. ყვავის ივლის-აგვისტოში.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 24 დეკ 2008, 10:16
by ketuna4
Naia
ყვავილების გადასარგავად მიწა მჭირდება და სად ამოვთხარო?
მე პლატოზე ვყიდულობ სათბურში ნაკელიანია და ძალიან კარგად ხარობენ ყვავილები. თან ბევრ საინტერესი ყვავილსაც ნახავ> თუ გინდა განახებ სად არის :wink:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 24 დეკ 2008, 15:11
by Varvara
ketuna4 wrote:
მე პლატოზე ვყიდულობ სათბურში ნაკელიანია და ძალიან კარგად ხარობენ ყვავილები. თან ბევრ საინტერესი ყვავილსაც ნახავ> თუ გინდა განახებ სად არის :wink:
მე სულ მანდ ვყიდულობ ყვავილებს და ვგიჟდები მანდ მისვლაზე. თანაც იაფი ფასები აქვთ.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 24 დეკ 2008, 20:05
by Naia
ketuna4
Varvara
მეც მიმასწავლეთ რა...

მართალია, სახლში ქოთნის დასადგმელი ადგილი აღარ დამრჩა მაგრამ მაინც... :)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 06 მარ 2009, 19:47
by ketuna4
Naia
პლატოზე რომ ახვალ 4 და 5 შორის ბავშვთა სოფლისკენ მიმავალ გზაზე არის ეს სათბური წაგყვები თუ გინა. დამირეკე და შევთანხმდეთ

დეკორატიული ყვავილები

Posted: 08 მარ 2009, 01:47
by Naia
ketuna4 wrote:Naia
პლატოზე რომ ახვალ 4 და 5 შორის ბავშვთა სოფლისკენ მიმავალ გზაზე არის ეს სათბური წაგყვები თუ გინა. დამირეკე და შევთანხმდეთ
კარგი, დაგირეკავ :)

ყვავილებისთვის მიწის გამოცვლა ან გადარგვა როდიდან შეიძლება?

დეკორატიული ყვავილები

Posted: 25 მარ 2009, 23:17
by ttt
სანტოლინა- Santolina chamaecyparissus
მარადმწვანე მცენარეა, ძალიან ლამაზია დეკორაცაში ფონის შესაქმნელად.
სურათი ვერ ავტვირთე.... :( ლინკით ნახეთ ok
http://yfrog.com/3ximg0073cj
ეს კი ვვერცხლისფერფოთოლა სანტოლინა
http://yfrog.com/3ximg0074mj

დეკორატიული ყვავილები

Posted: 02 მაი 2009, 01:14
by ttt
ჩემი არმა პირველად აყვავდაააააა :D :D :D
Image

დეკორატიული ყვავილები

Posted: 08 მაი 2009, 23:55
by ttt
2007 წელი თბილისში გამოცხადდა მთავრობის მიერ, როგორც გამწვანების წელი. რა თქმა უნდა მერიაში გამოცხადდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული პროექტიც. :) სწორედ ამ პროექტით 2007 წლის სექტემბერში პოლონეთიდან ჩამოიტანის ქალაქის გამწვანების და გალამაზების მიზნით 5-6 უზარმაზარი კონტეინერი, დატვირთული ჩვენი თვალისთვის უცხო მცენარეები. ეს მცენარეები გამოსაზამთრებლად განთავსდა თბილისის ზღვაზე არსებულ ერთ-ერთ ახალ სასათბურე ნაკვეთზე.
Image
მცენარეები თბილისის ზღვის ნაკვეთზე.
Image

რა თქმა უნდა ყველა რაიონის გამწვანების სამსახური ჩაერთო ამ კეთილშობილურ საქმეში. აბა, ერთმანეთს ხომ არ ჩამორჩებოდნენ? თანაც ამდენი მცენარე სადღაც ხომ უნდა მიერგ-მოერგოთ. ასე იმიტომ ვამბობ, რომ სწორედ რომ მირგეს და მორგეს აქ-იქ. ცენტრალურ ადგილებს არ ვგულისხმობ. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის საკითხია.
საქმე გაკეთდა, ქალაქი გალამაზდა. მაგრამ მხოლოდ ერთი წლით.... რადგან გამხმარი მცენარეები, რომლებიც ვერ გადარჩა არავის ამოუღია და აღარ შეუნაცვლებია ახლით. შენაცვლებას ვინ ჩივის გაკრეჭვა და სარეველების მოთხრა არავის ახსოვს. არც ძვირად ღირებული გაზონები, რომლებმაც იერსახე უკვე დაკარგა. ასე რომ მხოლოდ ერთი წლით. :o :!:
ასე შემოვიდა თბილისში და ასეთი მასპინძლობა დახვდა დეკორატიულ ბუჩქებსა და ხეებს.