Page 5 of 10

დეკორატიული ყვავილები

Posted: 14 სექ 2007, 22:55
by GOGONA
bellge wrote:Oxalis regnellii 'Atropurpurea'
ან Purple Shamrock
ჩვენთან "კისლიცას" ეძახიან

მე პეპლებს ვეძახი :)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 18 სექ 2007, 11:56
by ira
გამარჯობათ :)

dorotea იქნებ დამეხმარო, ვნახე რომ სინგონიუმის ფოტოები გაქვს დადებული, ეგ მცენარე მეც მაქვს და ძალიან უშნოდ იზრდება, 5-6 ფოთოლია და აიწლაწა სიმაღლეში, არადა ძალიან მომწონს ბუჩქის ფორმად გაზრდილი,იქნებ მირჩიო როგორ მოვახერხო ეს? :)
მადლობთ წინასწარ :)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 20 სექ 2007, 17:27
by doroTea
ira wrote:გამარჯობათ :)

dorotea იქნებ დამეხმარო, ვნახე რომ სინგონიუმის ფოტოები გაქვს დადებული, ეგ მცენარე მეც მაქვს და ძალიან უშნოდ იზრდება, 5-6 ფოთოლია და აიწლაწა სიმაღლეში, არადა ძალიან მომწონს ბუჩქის ფორმად გაზრდილი,იქნებ მირჩიო როგორ მოვახერხო ეს? :)
მადლობთ წინასწარ :)
გამარჯობა :)

პირველი სინგომიუმი, რომელიც დავდე ის არის სიმაღლეში გაზრდილი...
მეორე შენსავით უფორმოდ იზრდებოდა და "დავჭერი", რომ ბუჩქისებური ფორმა მისცემოდა, მაგრამ ეხლა არ გირჩევ. აუცილებლად გაზაფხულზე!
ეხლა ვერ მოასწრებს დაფესვიანებას და გაგიფუჭდება . . .

მოკლედ, სინგონიუმს ღერზე, რომელეიც არის მისი ე.წ. "საჰაერო ფესვი" აქვს დანაყოფები. არანაკლებ 2 დანაყოფზე უნდა გადაჭრა (ფოთოლი რაც მიყვება) და ჩადო წყალში, ფესვი რომ გამოუვა მერე ჩარგო ქოთანში :)

მხოლოდ გაზაფხულზე! :)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 21 სექ 2007, 09:54
by ira
დიდი მადლობა ჩემო კარგო :)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 21 სექ 2007, 11:37
by gobe
doroTea wrote:...მეორე შენსავით უფორმოდ იზრდებოდა და "დავჭერი"...
ira wrote:დიდი მადლობა ჩემო კარგო :)
:shock: :D ...

დეკორატიული ყვავილები

Posted: 21 სექ 2007, 12:54
by ira
:lol: :lol: :lol: :lol:
გობეეეეე, ნუ ხარ ინტრიგანი :)
მოგკლავ :twisted:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 21 სექ 2007, 21:59
by bellge
gobe wrote:
doroTea wrote:...მეორე შენსავით უფორმოდ იზრდებოდა და "დავჭერი"...
ira wrote:დიდი მადლობა ჩემო კარგო :)
:shock: :D ...
:))))))))))0

დეკორატიული ყვავილები

Posted: 22 სექ 2007, 00:20
by doroTea
gobe wrote:
doroTea wrote:...მეორე შენსავით უფორმოდ იზრდებოდა და "დავჭერი"...
ira wrote:დიდი მადლობა ჩემო კარგო :)
:shock: :D ...

:o :lol: 8)

შორს ჩვენგან ოფტოპიკები!!!!!!!!!!!

:wink: :P

დეკორატიული ყვავილები

Posted: 23 სექ 2007, 12:55
by kotetbeli
ხალხო, იაპონური პატარა ჯიშის ხე მინდა და ხომ არ იცით ჩვენთან თუ იშოვება ხელზე ან ჩეკისტებთან?.. :wink:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 24 სექ 2007, 10:04
by Naia
kotetbeli wrote:ხალხო, იაპონური პატარა ჯიშის ხე მინდა და ხომ არ იცით ჩვენთან თუ იშოვება ხელზე ან ჩეკისტებთან?.. :wink:
იაპონური ჯუჯა ხე ანუ ბანზაი მელიქიშვილზე, ალდაგის პირდაპირ რომ საყვავილეა იქ ვნახე. ოღონდ ეს შარშან იყო, შეიძლება წელსაც ჰქონდეთ...

დეკორატიული ყვავილები

Posted: 24 სექ 2007, 11:12
by Varvara
kotetbeli wrote:ხალხო, იაპონური პატარა ჯიშის ხე მინდა და ხომ არ იცით ჩვენთან თუ იშოვება ხელზე ან ჩეკისტებთან?.. :wink:
როგორ არ იშოვება, მაგრამ ისეთი ძნელი მოსავლელია .............. ძვირიც ღირს და რო გახმეს, გული გაგისკდება

დეკორატიული ყვავილები

Posted: 24 სექ 2007, 16:16
by kotetbeli
Naia
Varvara
ვა, დიდით მადლობათთ, გაიხარეთ :)

მოვუვლი, მა რას ვიზან, ინდე ჩემ ეზოშია, იგრედაც სხვა ყვავილებ მაინც ვუსხან ხოლმე წყალსა და ეგ რაღაა? :)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 25 სექ 2007, 01:54
by GOGONA
kotetbeli
კოლმეურნეობის მოედანზე პოპულიში ვნახე ეხლახანს,
მგონი მაგის ფასში ერთ კვადროციკლს იყიდდა კაცი :wink:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 10 ნოე 2007, 23:15
by doroTea
მეგობრებო ეხლა უკვე აცივდა და შესაბამისად დეკორატიულ ყვავილებსად
მეტად მოვლა და ყურადღება სჭირდებათ....

გავუზიაროთ ერთმანეთს როგორ ვუვლით ზამთარშI ყვავილებს
:)

მე რაც ვიცი ის არის, რომ მაქსიმალურად მზიან ადგილას უნდა იყოს და ბევრად ნაკლები წყალი უნდა, ვიდრე ზაფხულში....
GOGONA wrote:kotetbeli
კოლმეურნეობის მოედანზე პოპულიში ვნახე ეხლახანს,
მგონი მაგის ფასში ერთ კვადროციკლს იყიდდა კაცი :wink:
. . . პოპულში ფასებიაა ატირდებიიი :cry:



P.S. ჩემი დიფენბახია როგორ არის? ;)

დეკორატიული ყვავილები

Posted: 23 იან 2008, 13:13
by saskva
გამარჯობა

ვხედავ აქ მცენარეებში საკმაოდ გარკვეული ხალხი ხართ, ხოდა ერთი კითხვა მაქვს:

სახლში მაქვს ლამაზი და დიდი აივანი, მზეც ადგება და მოკლედ მინდა რომ ყვავილებით უფრო მეტად გავალამაზო. აი ისეთი ყვავილები მინდა რომ აივნიდან გადავკიდო. ლამაზი იყოს და პირობებმაც ხელი არ შეუშალოს ზრდაში. რამე მცენარეს ხომ არ მირჩევდით :?: