Page 9 of 10

დეკორატიული ყვავილები

Posted: 03 თებ 2010, 14:05
by ლეონტი
ეგ ნაკვეთი სადაა, ლოტკინის უკან ხო არა გრზელი ხეივანი რომაა?
მივალ და არ მომყიდიან რამეს?

Image

დეკორატიული ყვავილები

Posted: 23 თებ 2010, 12:25
by optimisti
Naia wrote:ოთახის ია მაქვს გადასარგავი და ხომ არ იცით, როდიდან შეიძლება ქოთნის ყვავილების გადარგვა?

ეხლა ზუსტად გადარგვის და მიწის გამოცვლის დროა (რომლებსაც სჭირდებათ). ე.წ. ოთახის ანუ "უზუმბარის" იის გადარგვა ყოველთვის შეიძლება თუ დასვენების ანუ უყვავილობის პერიოდი აქვს.
ზოგირთი მცენარე კი ზაფხულში უნდა გადაირგას, ისევ დაყვავილების შემდეგ მაგ: კლივია, ამარილისი, ციკლამენი, ჯუჯა აზალია... გააჩნია შენ რომლები გაქვს.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 17:07
by Nephros
ყვავილების ვერცერთ მაღაზიაში ვერ მივაკვლიე ლავანდას - ვერც თესლის, ვერც ნერგის სახით.
იქნებ გეგულებათ სადმე ლავანდა?

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 17:17
by ლეონტი
Image

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 17:21
by qvevri
Nephros
სიმღერა ვიცი ლავანდაზე და არ წავა :?:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 19:54
by ლეონტი
ჯერ ერთი რომ ლავანდას უსუპი ქვია, მერე მეორე თუ იშოვეთ მეც მინდა.
ეგ ველურ პირობებში თბილისის სემოგარენსიც იზდება კლდეებზე და ხრიოკში, მაგრამ ეგ დეკორატიული არაა ველურია.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 21:15
by Nephros
qvevri wrote:Nephros
სიმღერა ვიცი ლავანდაზე და არ წავა :?:
რა ვიცი, ახლა ტექსტს თუ დაწერთ ჩემო ბატონო, თქვენს ნამღერს კი სხვა დროს მოვისმენ.
პს. ჩრჩილის პეპელას დასაფრთხობად ხომ არაა მაი სიმღერა მოგონილი?

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 21:30
by Nephros
ლეონტი
პროვანსია ეს, უთუოდ. ისეთია, აქამდე მოატანა ლავანდის სურნელმა.

მოიცათ, ლავანდას ლათინური სახელწოდებაა Lavandula, უსუპისა კი Hyssopus officinalis L.. თან ამ უკანასკნელს ევროპულ ენათა უმრავლესობაზე სწორედაც რომ უსუპი (Ysop, Hyssop, Hyssopus...) ჰქვია, ანუ ძირძველი ქართული სიტყვა ნამდვილად არაა. სავარაუდოდ ებრაულიდან (אֵזוֹב ('ésóv) უნდა მოდიოდეს, ასე რომ როდის შემოსულ უცხო სიტყვას ვიხმართ, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ერთი შეხედვით კი გვანან ერთმანეთს.
ისე ამ გახსენებაზე, თქვენ გეცოდინებათ რა ერქმევა რაპსს (Brassica napus, Rapeseed, Raps) ძირძველ ქართულ ენაზე (დეკორატიული მცენარეების თემიდან გადავუხვიე მგონი).

Image

PS. თუ მივაკვლიე, არ დამავიწყდებით. თუ თქვენ ნახავთ, არც მე დამივიწყოთ.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 21:43
by qvevri
Nephros wrote:
qvevri wrote:Nephros
სიმღერა ვიცი ლავანდაზე და არ წავა :?:
რა ვიცი, ახლა ტექსტს თუ დაწერთ ჩემო ბატონო, თქვენს ნამღერს კი სხვა დროს მოვისმენ.
პს. ჩრჩილის პეპელას დასაფრთხობად ხომ არაა მაი სიმღერა მოგონილი?
ჩრჩილის პეპლისათვის ნავტალინია მოგონილი.
საქართველოში ლავანდის ეთერზეთი საკმაოდ წარმატებულად იხდებოდა კომუნიზმის ჟამს, მე მცირედი ეთერზეთიც კი მქონდა, რომელიც ამიორთქლდა...
ისე დამრჩა ამ ზეთის გამოხდის დროს მიღებული ნაძირი მასა, რომელიც ცვილს მოაგონებს ადამიანს, ეგაა ცოტა ყავისფერია, თუმცა სურნელის კი დღემდე გამოჰყვა თითქმის ოცი წლის შემდეგაც.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 29 მარ 2010, 23:46
by Nephros
qvevri wrote: ჩრჩილის პეპლისათვის ნავტალინია მოგონილი.
საქართველოში ლავანდის ეთერზეთი საკმაოდ წარმატებულად იხდებოდა კომუნიზმის ჟამს, მე მცირედი ეთერზეთიც კი მქონდა, რომელიც ამიორთქლდა...
ისე დამრჩა ამ ზეთის გამოხდის დროს მიღებული ნაძირი მასა, რომელიც ცვილს მოაგონებს ადამიანს, ეგაა ცოტა ყავისფერია, თუმცა სურნელის კი დღემდე გამოჰყვა თითქმის ოცი წლის შემდეგაც.
ლავანდასაც იგივე დანიშნულება აქვს ტანსაცმელის კარადაში, თან ესაა, ნაფტალინისაგან განსხვავებით სასიამოვნო სუნს ტოვებს.
ეთერზეთებზე რომ წერთ, ალბათ იმას გულისხმობთ, თელავში რომ იყო. მე ასე მსმენია, ლავანდას სავარგულები თელავში იყოო.

დეკორატიული ყვავილები

Posted: 30 მარ 2010, 09:37
by qvevri
Nephros
თელავში ვერ გეტყვით მეგობარო, მაგრამ ნაფარეულში კი დანამდვილებით იყო ფაბრიკაცა და ნათესებიც. ამ ადგილებში მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი იმ ნარგაობებიდან ეთერზეთის ვარდის ძირები ერთეულების სახით. მინახავს და დამიყნოსია, შესანიშნავი იყო.
ეს კი ის ნარჩენია ცოტა ზემოთ რომ მქონდა საუბარი. სხვათა შორის ამისაგან სანთელის დამზადებაც შეიძლება...
Image

დეკორატიული ყვავილები

Posted: 30 მარ 2010, 09:48
by ლეონტი
Nephros
მართალი ხარ ეს არის ლავანდი და უსუპი სხვადასხვა მცენარეა, მსგავსების გამო ფერში და სორიდან გარეგნობაში მერევა.
ლავანდი თელავში მოუშენებიათ კომუნისტებს პლანტაციების სახით ამიტომ მაქეთ თუ მოხვდი მოიკითხე და ვინმე მოგცემს ეზოდან თავის ფესვით.
Qვევრი ნაფტალინი კიბოს წამალია.
ეგ სად მოიხვეჭე?

დეკორატიული ყვავილები

Posted: 30 მარ 2010, 10:49
by qvevri
ლეონტი
თანაც უებარი წამალი :wink:
ეს ჩემმა მეგობარმა მიბოძა, რომელიც ყმაწვილკაცობაში ნაფარეულის ფაბრიკაში მუშაობდა.
და რაა რო :?:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 06 ივნ 2010, 01:37
by tulkuna
ამ თემას გახალისება უნდა მგონი :roll: თანაც ვინც რომელ ყვავილს გაიმეტებთ გასაცმად მიუთითეთ ხოლმე რა :roll:

დეკორატიული ყვავილები

Posted: 06 ივნ 2010, 09:00
by tulkuna
Image
Image
Image
Image
Image