აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Gio-horus » 26 თებ 2009, 13:07

ARCHILI
ეხლა შემოვიხედე ამ თემაში.. თუ დაგრჩა რამე მცენარეები გასასაღებელი... მჭირდება... დიდი აკვარიუმი მაქვს და მცენარეები ძალიან ცოტაა. თან ლაბეოებისთვის აუცილებელეია აკვარიუმში მცერნარეების არსებობა... თუ დაგრჩა და მომცემ მადლობელი დაგრჩები :D :D
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

AquariuMANIAK
Posts: 4
Joined: 22 მარ 2008, 19:47
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by AquariuMANIAK » 04 მარ 2009, 22:41

გამარჯობათ აკვარიუმისტებო.

ხაო და გვალვა როგორ ბრძანდებით?

ხომ ხართ ვითარცა კალმახი ცივ წყალში
:lol:


იაპონელმა Takashi Amano-მ რაღა დააშავა? ადამიანი რომელიც 3 000 აკვას დიზაინერია :shock:



Image
Image
ImageImage
Image
Image
Image
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Gvalva » 05 მარ 2009, 11:55

AquariuMANIAK

ვა, ეს ვინ მოსულა :), კეთილი იყოს შენი კლავიატურა ჩვენს კარავში :)

ისე, პირველი პოსტი აქამდე არ გქონდა დაწერილი? :)

ამანო კი არა, შენი და შენი მეგობრის აკვარიუმებისნაირი მინდა რომ მქონდეს და ვერ მივაღწიე

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 05 მარ 2009, 13:13

Gio-horus wrote:ARCHILI
ეხლა შემოვიხედე ამ თემაში.. თუ დაგრჩა რამე მცენარეები გასასაღებელი... მჭირდება... დიდი აკვარიუმი მაქვს და მცენარეები ძალიან ცოტაა. თან ლაბეოებისთვის აუცილებელეია აკვარიუმში მცერნარეების არსებობა... თუ დაგრჩა და მომცემ მადლობელი დაგრჩები :D :D
მოკლედ... დაახლოებით ორ-სამ კვირაში ვაპირებ აკვარიუმის გადახალისებას და სიამოვნებით მოგართმევ ძმაო მცენარეებს :)
Image

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Gio-horus » 05 მარ 2009, 13:43

ARCHILI wrote:
Gio-horus wrote:ARCHILI
ეხლა შემოვიხედე ამ თემაში.. თუ დაგრჩა რამე მცენარეები გასასაღებელი... მჭირდება... დიდი აკვარიუმი მაქვს და მცენარეები ძალიან ცოტაა. თან ლაბეოებისთვის აუცილებელეია აკვარიუმში მცერნარეების არსებობა... თუ დაგრჩა და მომცემ მადლობელი დაგრჩები :D :D
მოკლედ... დაახლოებით ორ-სამ კვირაში ვაპირებ აკვარიუმის გადახალისებას და სიამოვნებით მოგართმევ ძმაო მცენარეებს :)
ვააა ძალიან დიდი მადლობა არჩილ)))
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

AquariuMANIAK
Posts: 4
Joined: 22 მარ 2008, 19:47
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by AquariuMANIAK » 05 მარ 2009, 22:40

Gvalva wrote:AquariuMANIAK

ვა, ეს ვინ მოსულა :), კეთილი იყოს შენი კლავიატურა ჩვენს კარავში :)

ისე, პირველი პოსტი აქამდე არ გქონდა დაწერილი? :)

ამანო კი არა, შენი და შენი მეგობრის აკვარიუმებისნაირი მინდა რომ მქონდეს და ვერ მივაღწიე
კი არ მქონდა დაწერილი :)

ძალიან რთულია ისეთი აკვა გააკეთო რომელიც შენ სულს გასწვდება და 100% დაკმაყოფილდები. აკვარიუმის გაწყობა ეს ხელოვნება და ერთეულების ხვედრია :) დიდ, დიიიდ შრომას და ნებისყოფას ითხოვს :)


ჩემი და ჩემი მეგობრის აკვა? ისეთი არაფერია

აი ეს ჩემი 330 ლიტრიანი აკვაა ოღონდ 1 თვეა რაც დავშალე და სხვა რამეს ვაწყობ

თვითონ შიგნით გადაავდგილე და მარტო სკალარები ალტუმები (შეუკვეთე უკვე) და როდოსტომუსები და ბარბუსები ვიშნიოვები მეყოლება ანციკები და ეგაა სადათ რა არანაირი სხვა გადატვირთვა :)

Image


ეს კიდევ ჩემი ახლობლის ბიჭიკოს აკვა :)

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=13264


ეს ადრე მქონდა 30 ლიტრიანი თეთრი მარჯნები და ბარბუსები :)

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=13969


ეს ჩემი გაკეთებული კლიპია ყველას გიძღვნით ვისაც ეს ამოუცნობი სამყარო თევზები და აკვარიუმები მოგწონთ

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=13960


ეს კიდევ გუპის აღმომჩენელს და შემომყვანს ევროპაში რომელიც ამჟამად დაღუპულია იმას ვუძღვნი

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=13967


ეს ადრე მქონდა ფესვებით :)

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=14460



ჩემი სკალარები

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=14458


კიდე ჩემი აკვა რომელიც ომის მერე გამიფუჭდა 15 დღე შუქი და ფილტრი არ ქონდათ სულ დაიხოცნენ და მცენარეებიც სულ გაფუჭდა :(


http://tvali.ge/index.php?action=watch&v=21190



ამანოს გაკვეთილი აკვას გაწყობა :)

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=41716


კვლავ ჩემი ახლობლის ბიჭიკოს 80 ლიტრიანი ლამაზი აკვა

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=41757

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=41758

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Gvalva » 06 მარ 2009, 11:21

ARCHILI
Gio-horus

მცენარეები მეც მინდა Image

AquariuMANIAK
4 მოალტუმო სკალარი მეც მყავს, მაგრამ ხაზები მთლიანი არ არის, შენ რამდენიც გინდა იმდენია შეკვეთილი თუ 2 ცალი კიდევ დარჩება? :)

ისე, ეხლა კიდევ რომ ვნახე "ჩემი სკალარები" ვიდეო, ცოტა გადატვირთული მეჩვენა, პერენასელენნი...

რამდენი მცენარეები გქონია, დაშლილი აკვარიუმიდან თუ რამე მოგრჩა, ერთი ვიცი ყოველდღე მიდი-მოდის გორში და გამოატანე :)


AquariuMANIAK
Posts: 4
Joined: 22 მარ 2008, 19:47
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by AquariuMANIAK » 06 მარ 2009, 21:24

Gვალვა
4 მოალტუმო სკალარი მეც მყავს, მაგრამ ხაზები მთლიანი არ არის, შენ რამდენიც გინდა იმდენია შეკვეთილი თუ 2 ცალი კიდევ დარჩება? :)

ისე, ეხლა კიდევ რომ ვნახე "ჩემი სკალარები" ვიდეო, ცოტა გადატვირთული მეჩვენა, პერენასელენნი...

რამდენი მცენარეები გქონია, დაშლილი აკვარიუმიდან თუ რამე მოგრჩა, ერთი ვიცი ყოველდღე მიდი-მოდის გორში და გამოატანე :)[/quote]

15 ცალი შეუკვეთეთ მე და ილომ ახლობელია თვითონ კიდე დაამატებენ რამოდენიმეს და იქიდან შეგიძლია იყიდო.

ამაზონის ნამდვილი ორიგინალი სკალარია რა :)

კი იმ ვიდეოში ბევრი სკალრია :)

რაც შეეხება მცენარეებს სამწუხაროდ არ მაქვს ეხლა იმდენი რომ მოგცე ახლომომავალში მექნება და როგორმე მოგაწვდი :)

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ttt » 11 აპრ 2009, 02:22

მოაწყვე ხელოვნური ეკოსისტემა – აკვარიუმი

პირველეს ყოვლისა უნდა შეიძინო აკვარიუმი. ამისათვის მიაკითხე შენს სახლთან ახლოს მდებარე ზოომაღაზიას, სადაც ასევე გაგიწევენ კონსულტაციას, თუ რომელი თევზი ჯობია შეიძინო და რა პირობები უნდა შეუქმნა;

ბ) აკვარიუმში ჩაასხი ონკანის, ორი დღე-ღამის ნადგომი წყალი. წყლის ტემპერატურა 20-25 არ უნდა აღემატებოდეს. (ტემპერატურის საზომად სპეციალური წყლის თერმომეტრი უნდა შეიძინო იმავე მაღაზიაში); დაბინძურების შემთხვევაში წყალი 2 კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალო

გ) აკვარიუმის ფსკერზე დაყარე კარგად გარეცხილი და გამომწვარი ქვიშა 4სმ სისქეზე. ქვიშაში ჩარგე წყალმცენარეები: ფრთაფოთოლა, ლუდვიგია, მცურავი რიჩიები და სხვა. ( ბუნებრივი წყალსატევის წყალცენარეები არ გამოგადგება, რადგან ისინი ცუდად ეგუებიან აკვარიუმის პირობებს);

დ) აკვარიუმი დადგით ისეთ ადგილას, სადაც მზის სინათლე 2-3 სთ მოხვდება, დანარჩენ დროს განათება ელ. ნათურით უნდა შეუქმნათ. ღამე ნათურა უნდა ჩააქრო;

ე) აერაციისათვის შეიძინე მიკრო კომპრესორი, რათა თევზებს სუნთქვისთვის ჟანგბადი არ დააკლდეთ.

ვ) სანამ აკვარიუმს თევზებით დაასახლებ უნდა გამოთვალო რამდენ თევზს დაიტევს შენი აკვარიუმი. 1 მოზრდილ თევზს ორ ლიტრამდე წყალი ესაჭიროება. (გირჩევ ახალი აკვარიუმი ლიფსიტებით დაასახლო, რადგან მათი გამოზრდა უფრო ადვილია, ისინი სწრაფად ეგუებიან ყოველგვარ პირობებს.

ზ) იმავე მაღაზიაში შეიძინე თევზები, მიიღე კონსულტაციები, მოუარე მათ, დააკვირდი ყოველდღიურად და გაუზიარე შენი ემოციები ოჯახის წევრებს და მეგობრებს. :D :D :D

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ttt » 11 აპრ 2009, 02:25

[size=18]გუპია[/size]
გუპია აკვარიუმის თევზია. ამ თევზებმა ეს სახელწოდება ბოტანიკოს გუპის პატივსაცემად მიიღეს, რომელმაც ისინი კუნძულ ტრინიდადიდან ევროპაში პირველად ჩამოიყვანა(ლონდონში). ისინი უმეტესად მას შემდეგ გავრცელდნენ, რაც სელექციის საშუალებით მრავალფეროვანი, დიდკუდიანი, ულამაზესი მამრები გამოიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გუპიების ტრიუმფი. იგი ყველა აკვარიუმში იდებს ბინას განსაკუთრებული პატივისცემის გამო.

გუპია გავრცელებულია ვენესუელაში, ჩრდილოეთ ბრაზილიაში, კუნძულ ბარბადოსსა და ტრინიდადზე. მამრის სიგრძე 4სმ–ია, ხოლო მდედრის კი – 6სმ. შეიძლება ითქვას, რომ გუპიები ყველაზე მშვიდობიანი თევზები არიან. მდედრები უფრო გამძლეები არიან, ვიდრე მამრები. მათთვის საჭიროა 20–25 გრად. ტემპერატურის წყალი. გუპიები ყველანაირ საკვებს მიირთმევენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3–3,5 წელია.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by teo- » 11 აპრ 2009, 02:25

ეჰ ,მეც მინდა
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ttt » 11 აპრ 2009, 03:18

რა გინდა გუპია შენს აკვარიუმში? თუ ვენესუელაში? :D

User avatar
GioMac
ბილიკზე მოარული
Posts: 75
Joined: 23 მაი 2006, 23:39
Location: თბილისი, დიდი სოფელი
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by GioMac » 23 აპრ 2009, 01:07

მოგესალმებით

აი მეც მოვედი :)

ეს ძველებია, ახლა იქ ჯუნგლებია, თან კიდევ ერთი დაემატა სადაც პატარა სკალარიები გამოვჩეკე.

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 15 მაი 2009, 23:52

Gio-horus


მცენარეები კიდევ თუ გინდა?


მითხარი რა და გადმოგცემ...

როგორც იქნა, მოვაბი თავი და გადავახალისე აკვარიუმი...

:)

ახალი თევზებიც მყავს...

:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]