Page 11 of 14

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 12:39
by guruli
რამდენიმე დღის წინ მგელი ოზურგეთში, შიგ შუა ქალაქში ნახეს... ცოტა ადრე - ლანჩხუთშიც, ასევე ქალაქში. რომელ სოფელში მოხდა, არ მახსოვს, მაგრამ გურიის რომელიღაც სოფელში მგელი ხიდზე მიმავალ ქალს გამოეკიდა და შემთხვევით მანქანა რომ არ გამოჩენილიყო და არ შეეფარებინა... არადა, ახლა მგლები ხრივებად არ ცხოვრობენ და დასახლებებს ასე არ უნდა ეტანებოდნენ, არათუ ხალხს მისდევდნენ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მგლის თვისება ასე იცოდნენ მონადირეებმა, რიგითმა ადამიანებმა.
Makena
საოცარია რას უყურებს ეს ხალხი, ძველად თოფი რომ არ არსებობდა მგლებს კომბლით და ხმლით იგერიებდნენ და ხოცავდნენ, თუ თოფი არა აქვთ ხმალი ან კომბალი მაინც დაილია ამ ქვეყნად? ასე უაზროდ უნდა შეაჭამონ სიმწრით ნაზარდი პირუტყვი ამ გამხეცებულ ნადირს???
მაკენა, აქედან იოლია ლაპარაკი. იმ სოფლებშიც ვინღა დარჩა - ძირითადად მოხუცები. ანდა სოფელი რა შუაშია, როცა აგერ, სოფელ გლდანს აწიოკებენ.
მაგათთან ბრძოლა საწამლავებით უფრო ეფექტური იქნება.

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 13:19
by Monadire

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 14:25
by QEBURIUS
და მაინც ქებათა-ქება მგლებს!

ერთი ეს გამაგებინეთ "ქართული მგელი" რას ნიშნავს? ტაიაში ქართულად ბაზრობენ თუ..... ნაციონალური შოვინიზმის მორიგი გამოვლინებაა?

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 14:38
by teo-
ვაიმე მგლების გარემოდან ამოღEბაოოოოოოოოოო
:? :? :?

Oჩოპინტრეები ნახე რაა..

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 15:05
by Makena
guruli wrote:რამდენიმე დღის წინ მგელი ოზურგეთში, შიგ შუა ქალაქში ნახეს... ცოტა ადრე - ლანჩხუთშიც, ასევე ქალაქში. რომელ სოფელში მოხდა, არ მახსოვს, მაგრამ გურიის რომელიღაც სოფელში მგელი ხიდზე მიმავალ ქალს გამოეკიდა და შემთხვევით მანქანა რომ არ გამოჩენილიყო და არ შეეფარებინა... არადა, ახლა მგლები ხრივებად არ ცხოვრობენ და დასახლებებს ასე არ უნდა ეტანებოდნენ, არათუ ხალხს მისდევდნენ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მგლის თვისება ასე იცოდნენ მონადირეებმა, რიგითმა ადამიანებმა.
Makena
საოცარია რას უყურებს ეს ხალხი, ძველად თოფი რომ არ არსებობდა მგლებს კომბლით და ხმლით იგერიებდნენ და ხოცავდნენ, თუ თოფი არა აქვთ ხმალი ან კომბალი მაინც დაილია ამ ქვეყნად? ასე უაზროდ უნდა შეაჭამონ სიმწრით ნაზარდი პირუტყვი ამ გამხეცებულ ნადირს???
მაკენა, აქედან იოლია ლაპარაკი. იმ სოფლებშიც ვინღა დარჩა - ძირითადად მოხუცები. ანდა სოფელი რა შუაშია, როცა აგერ, სოფელ გლდანს აწიოკებენ.
მაგათთან ბრძოლა საწამლავებით უფრო ეფექტური იქნება.
guruli
კაცზე მეტი მგელი ქვეყანაზე არ არსებობს :) თუ კაცმა მოინდომა მგელს კიარა ნებისმიერ უფრო საშიშ ცხოველს მოერევა და გაანადგურებს.
დამეთანხმები ალბათ რომ გულზე ხელის დაკრეფით ეს პრობლემა არ მოგვარდება, გამოსავალი უნდა მოძებნონ ადგილზე თორემ არამგონია თბილისიდან ჩავიდეს ვინმე მაგ პრობლემის მოსაგვარებლად.

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 15:36
by Tamari-ch.
Makena
ბავშვებს დაესხა თავს მგელი,
ხან ტყეში დადიან სოკოზე ,
ხანაც მინდორზე იქნებიან სათამშოდ.
ბავშვებმა ან ქალმა როგორ უნდა მოიგერიოს მხეცი?
მთლად სოფლებშიც უვარდებაო უკვე.
საჭიროა მონადირეების ამ საქმეში ჩართვა
სანამ კიდევ რამე უბედურება არ დატრიალებულა.

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 17:11
by Makena
Tamari-ch.
გამოსავალი თუ იმაშია რომ იქ სამონადირეო ექსპედიცია მოეწყოს და მგლები გაჟუჟონ არამგონია ამ საქმეს გარემოს დაცვის სამინისტრო დათანხმდეს, ამიტომ ადგილზევე უნდა მიიღონ ზომები.

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 17:24
by QEBURIUS
მე გვეტყვით რა უნდა ქნათ? მგლებს სოფლებში, ცხოველების სადგომებთან ახლოს და მსგავს ადგილემში მოშარდვა აუკრძალეთ :twisted: :twisted: :twisted:

ეგ თუ დაგასწროთ ნიშნავს იმას, რომ სანადირო არეალი მოხაზა და მაგრა დაგერხათ.... :evil: :evil: :evil:

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 17:47
by Tamari-ch.
Makena wrote:Tamari-ch.
გამოსავალი თუ იმაშია რომ იქ სამონადირეო ექსპედიცია მოეწყოს და მგლები გაჟუჟონ არამგონია ამ საქმეს გარემოს დაცვის სამინისტრო დათანხმდეს, ამიტომ ადგილზევე უნდა მიიღონ ზომები.
ნადირობის უფლებას თუ მიიღებენ -
პერიოდულად ნადირობა (და არა მგლების გაჟუჟვა ბოლომდე)
დაიყვანს საწყის მდგომარეობამდე.
არაფერი პრობლემა ეს არაა.

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 18:57
by ლეონტი
პრობლემა მგლებში არაა.
ფაქტია, პრობლემა ადამიანებშია.
აი გუშინ სოფელსი ვიყავი 3 მმა მთვრალმა ახალგაზრდამ შარაზე მომავალ ბებოს ცხვრის წართმევა დაუპირეს, წინაარმდეგობა რომ მიიღეს თავში კეტი, გაუტეხეს და ცხვარი წაიყვანეს.
ყველამ გაიგო.
პოლიციამაც , მაგრამ ბებო ვერ ჩივის, ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს.
მგელი მგელია.
თავის საქმეს აკეთებს და ბევრსაც დაგლიჯავს , რადგან ადამიანები ბევრად და მრავალწილ უარესები არიან.

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 20:30
by qvevri
ლეონტი
მაგ სამივე ახალგაზრდის დედის ტრაკი მ...... მე. :!:

მგლები..

Posted: 06 ივლ 2009, 21:12
by ლეონტი
qvevri
ალალი.
კიდევ იმას დავამატებდი რომ ამ კოჭლ მარტოხელა ბებოს, ზამთარში 2 ცხვარი მგლებმა დაუგლიჯეს თვალწინ.
ეეე მოდი იმას გაუმარჯოს ამას გაუმარჯოს, რეალურად კი ეეეჰ..
უარესი და უარესია,
თუ ცემი არ გჯერათ ჩამოდით თიანეთის განაპირა სოფლებში, გაესუბრეთ ადგილობრივებს, მგლებზე და საქართველოზე კიდე ბევრს გაიგებთ.

მგლები..

Posted: 07 ივლ 2009, 12:02
by Makena
განვმეორდები და ისევ დავწერ რომ ადამიანზე დიდი მგელი არ არსებობს, ჰოდა მაგ მგლების დასახოცად რომ გაუშვა არავინ გამოარჩევს რუხ მგელს, მოწითალოს და ჩამოყვანილს.... ყველას გაჟუჟავენ და შეიძლება ძაღლებიც ზედ მიაყოლონ, აგერ ხომ ხედავთ მოხუცი ქალი უცემიათ ცხვრის გულისთვის!

არის ვარაუდი რომ ეს თავდასხმები გაველურებულმა ძაღლებმა ან ძაღლებისა და მგლის საერთო ნაშიერებმა განახორციელეს.

მე დავრეკე მთიულეთში და ვიკითხე არის თუ არა გააქტიურებული მთიულეთში მგლები, მითხრეს რომ არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ადამიანზე თავდასხმის, და რომ მათი აქტიურობა წელს საერთოდ არ იგრძნობა.

მგლები..

Posted: 07 ივლ 2009, 12:23
by guruli
ლეონტი
ყველამ გაიგო.
პოლიციამაც , მაგრამ ბებო ვერ ჩივის, ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს.
მაქ სოფელი არ ვარგებულა და მგელს მართლა ნურაფერს დავაბრალებთ - თავისიც ეყოფა.
Makena - მგელი რომ დეპეშას არ გიგზავნის, მოვდივარ და დამხვდიო, შენც კარგად იცი. ცხადია, მონადირეებმაც უნდა იაქტიურონ ანუ ადგილობრივებმა. მაგრამ ხომ კარგად იცი, მგელზე ნადირობა რომ აკრძალულია? ახლა, ზოგადად, ნადირობაა აკრძალული და თოფი, წესით, შალითაში უნდა იდოს, მაგრამ მგელს არავინ აძალებს შალითაში შეძრომას - ახლაც ნადირობს. მართალია, სახელმწიფომ დართო მგლის მოკვლის ნება... თუ თავს დაგესხმის. თავდასხმამდე რომ მოვკლა, არა? თავს თუ დამესხა და ყელში კბილი გამკრა, მერე კაი დროსია, მე და ჩემმა ღმერთმა. თანაც, 12 მგლის მოკვლაო, ფიროსმანი რომ ააწრიალეს ლაგოდეხში, მაშინ მოვისმინე ეს გონივრული ფრაზა სამინისტროს რომელირაც "ტვინიკოსისგან" - 122 თუ მოვკალი, მეცამეტე და მეთოთხმეტე არ მოინდომებს სოფელზე თავდასხმას? კიდევ ვიმეორებ - მგელზე ადგილობრივებმა უნდა ინადირონ და სამინისტროსგან ამას არც მოვითხოვ, მაგრამ სახელმწიფომ რაღაც დოზით უნდა მიხედოს პრობლემას - რამდენიმე წლის წინ რუმინეთში თუ მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2000 მგელი გაჟუჟეს და ამით მათი რაოდენობა დაარეგულირეს, ჩვენთან რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება? გლეხობის გარდა, მგელთა რაოდენობის ზრდა ბუნებასაც ხომ უქმნის საფრთხეს? მაგალითად, მათი რაოდენობის ზრდა მყისვე გამოიწვევს ირმების რაოდენობის შემცირებას.

მგლები..

Posted: 07 ივლ 2009, 15:55
by Makena
guruli
არ ვიცი რამ გადარია კახეთში ეს მგლები(თუ რაღაც სხვა), მთიულეთში აგარაკი მაქვს და 20 წელია იქ დავდივარ, ჩემი სახლის უკან უსიერი ტყეა და მგლები, დათვები და მელიები ბინადრობენ, მგლის ყმუილიც მომისმენია, სოფელში ისიც მითხრეს რომ იქვე ახლოს ბუნაგი აქვს და პატარა ლეკვებიც ჰყავსო, არავის არასდროს თავს არ დასხმიან აქ მგლები, მხოლოდ დიდთოვლობის დროს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა ძალიან იშვიათია, ეხლაც ვიკითხე და არაფერი ხდება იქეთ, მგლის არანაერი აქტიურობა არ აღინიშნება, რა დასკვნა გავაკეთო? კახეთში გააქტიურდნენ და ხალხს ჭამენ მგლები, მთიულეთსა და ხევში არაფერი ხდება... ხომ არ იცი რა ხდება თუშეთსა და ხევსურეთში? სვანეთში?