Page 10 of 17

საქართველოს მცენარეები

Posted: 03 ივნ 2008, 21:46
by guruli
caucasica wrote:მთის შროშანი - Mountain lily - Lilium szovitsianum Fisch

მრავალწლიანი, 40-120 ცმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. ღერო ხშირფოთლიანია, ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან პირამიდულ მტევნებად, იშვიათად ყვავილი ეღთია.
ყვავილსაფრის ფოთლები გოგირდისფერ-ყვითელია, მუქი მეწამული წინწკლებიტ მოფენილი.
გვხვდება კავკასიაში და მცირე აზიაში (ლაზისტანი)

Image

Image

Image
ამას წინათ ადრე მომიწია დეზერტირებში გასვლა. დინამოს მხარეს, სოფლებიდან ცამოსული ტრანსპორტი სადაც დგება, იქ ვნახე ეგ ყვავილი - ვიღაცებს მიკროავტობუსიდან, რომ იტყვიან, ჭვირთით გადმოჰქონდათ. სად იშოვეს იმდენი, აზრზე არ ვარ. სურათზეც ხომ ლამაზია და ისე სულ მთლად ულამაზესი იყო.

საქართველოს მცენარეები

Posted: 03 ივნ 2008, 22:40
by ლეონტი
guruli
ალბათ გუდვილში იყიდეს გენმოდიფიცირებული თესლი.
ყველაფერს რო უძლებს.
დათესეს და ეხლა ყიდიან.
Fარმ ბისნეს.

საქართველოს მცენარეები

Posted: 17 ივნ 2008, 11:13
by caucasica
საქართველოში როდოდენდრონების მხოლოდ ხუთი სახეობაა გავრცელებული -
ყვითელი,
კავკასიური,
პონტური,
უნგერნისა
და სმირნოვის როდოდენდრონები.
ყვითელი როდოდენდრონი (იელი) კავკასიის მთიენეთში იზრდება, დასავლეთში დაბლობზეც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული,

კავკასიური როდოდენდრონი ანუ დეკა კავკასიის მთიანეთში იზრდება. პონტური როდოდენდრონი (შქერი) გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში დაბლობიდან მოყოლებული სუბალპებით დამთავრებული.

უნგერნისა და სმირნოვის როდოდენდრონებიც დასავლეთ საქართველოშია და ეს სახეობები საკმაოდ იშვიათია.  გაცილებით მრავალფეროვანია როდოდენდრონიებით ჰიმალაია და სამხრ-აღმოსავლეთ აზია.

ინფორმაცია ჩაისთან დაკავშირებით. საერთოდ, როდოდენდრონები შხამიანი მცენარეებია, მათი ფოთლების ნაყენი , zoogierTis yvavilis- ჩაი სამკურნალო თვისებებისაა, თანაც მათი მიღება მხოლოდ მცირე დოზებით შეიძლება. დეკა რამდენადაც ვიცი, შარდამდენია და წნევის დაწევისათვის გამოიყენება.

დეკორატიული მიზნებისათვის მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება შქერი და თუკი კლიმატი ხელს უწყობს, ჰიმალაური როდოდენდრონები.


დეკა(GE) - Rhododendron caucasicum Pll.(LA) - Caucasian rhodedondron (EN)
მარადმწვანე ბუჩქია 1.1.5 მ სიგრძის გართხმული ან წამოწეული.
ყვავილი კენწრულია, მრავალყვავილიანი, გვირგვინი მოთეთრო ჩლისფერია, ზოგჯერ მოვარდისფრო ან მომწვანო მოყვითალო, ფართო ზარისებრი ფორმის.
რეპ.VI-VIII
იზრდება სუბალპურ ტყეებში, ტყიოს ზედა საზღვარზე, ძირითადად ჩრდილოეთ ფერდობებზე.
Image
Image

შქერი-Rododendron ponticum L. - Pontian rhododendron
მარადმწვანე 1-6 მ სიმაღლის ბუჩქია.
ფოტლები 10-18 სმ სიგრზის და 4-7 სმ სიგანის, შიშველი ტყავისებრია.
ყვავილი კენწერული, მრავალყვავილიანი ფარისებრი მტევანი, იისფერი ან იისფერ მეწამული , იშვიათად მოთეთრო ფერის.
რეპ.V-VIII
იზრდება კჯოლხური ტიპის ტყეებში, მარადმწვანე ქვეტყის ელემენტია, გვხვდება ზღვის დონიდან მთის შუა სარტყლამდე, ზოგჯერ ადის მთის ზედა სარტყლამდე.
Image
Image
Image

იელი - Rhododendron Luteum Sweet - Yellow azalea

ფოტოლმცვენი 1-2მ სიმაღლის ბუჩქია, ღერო სწორია და დატოტვილი.
ყვავილედი კენწრულია,მრავალყვავილიანი მტევანია. გვირგვინი ყვითელია.
რეპ. V-VIII
იზრდება ტყისპირებსა და ღია ფართობებზე, ზღვის დონიდან სუბალპურ ზონამდე.
Image

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 20 ივნ 2008, 12:29
by ARCHILI
caucasica

saxlshi maqvs ragac kvavili, romelic saberdznetidan chamomitanes, ar vici, adgilobrivia tu ara...

aqvs mogrdzelo kvavili, arc etkoba kvavili rom aris, fotliania...

samcuxarod, foto ar maqvs...

gansakutrebuli rac aqvs, es aris is, rom kvavilobis periodshi aqvs sakmevelis surneleba... monastershi rom vcxovrobdi, iq gvachuqes da mere me gavaxare da aq chamovitane...

tu movaxerxe fotos gadageba -- davdeb...

magram am mcire informaciit, xom ar ici ra mcenarestan sheidzleba gvqondes saqme?..

საქართველოს მცენარეები

Posted: 20 ივნ 2008, 12:47
by ლეონტი
ეგრე ყვავილის გამოცნობა უფრო ზნელია, ვიდრე თივის ზვინში ნემსის პოვნა.
დადე ფოტო.

საქართველოს მცენარეები

Posted: 20 ივნ 2008, 15:11
by ლეონტი
caucasica
ეს რა ყვავილია?

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 20 ივნ 2008, 16:00
by ARCHILI
martalia...

momicevs gadageba... vinme fotoaparatiani rom mova stumrad :)

საქართველოს მცენარეები

Posted: 20 ივნ 2008, 18:53
by caucasica
ლეონტი wrote:caucasica
ეს რა ყვავილია?

Image
ojaxi - melanTisebrni - Melanthaceae
შხამა- Veratum lobelianum Bernh.


საქარTველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობაა.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მოკლე და სქელი ფესურა ააქვს, ღერო მაღალი 1-1.5 მ, სქლად შეფოთლილი.ფოთლები მჯდომარეა, ფუძეებიტ ღეროზე შემოხვეული. ყვავილსაფარი მომწვანო-ყვითელია. ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად. ნაყოფი სამბუდიანი მოგრძო კოლოფია. თესლი მოყვითალოა, ბრტყელი, ფრთიანი, ელიფსური ფორმის, თავსა და ბოლოს წწვეტილი.
ყვავილობს და ნაყოფის მომწიფებას ასწრებს ივლის - აგვისტოში.
გავრცელებულია თითქმნი მთელს საქარტველოში, სუბალპურ სარტყელსი, ხშირად ალპპურ სარტყელშიც ადის (2500მ.ზ.დ.). იზრდბა მდელოებსა და ტყის პირებზე.
მცენარის ყველა ნაწილი (განსაკუთრებიტ ფესურა და ფოთლები ) შხამიან ნივთიერებებს შეიცავს. ფესურისგან მიღებული პრპარატები გამოიყენება მედიცინასა და ვეტერინარიასი

საქართველოს მცენარეები

Posted: 23 ივნ 2008, 12:09
by saskva
არჩილს აი ეს მცენარე ყავს და უთხარით აბა რა აქვს სახლში

Image

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 23 ივნ 2008, 13:44
by Naia
saskva
რა ლამაზიაააა

მინდა რა არჩილ :)

საქართველოს მცენარეები

Posted: 25 ივნ 2008, 10:24
by ARCHILI
Naia wrote:saskva
რა ლამაზიაააა

მინდა რა არჩილ :)
aucileblad!.. ra tqma unda!..

საქართველოს მცენარეები

Posted: 07 ივლ 2008, 15:14
by ARCHILI
ეს ჩემი პალმაა... :)


Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 07 ივლ 2008, 15:18
by ARCHILI
ესეც ჩემია, მაგრამ არ ვიცი, რა ქვია..


Image


საქართველოს მცენარეები

Posted: 07 ივლ 2008, 16:20
by ARCHILI
ეს ჩემი ჩინური ვარდია, ახლა იწყებს აყვავებას

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 07 ივლ 2008, 18:18
by caucasica
Naia
დვალურა - Polygonum bistorta (EN)- Bistarta carnea(la)

15-100 სმ სიმაღლის .მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს კენწრულ თავთავად შეკრებილი მარტოული
მტევანია, ცილინდრული ფორმისა, მჭიდრო, კენწერული. ყვავილსაფარი ვარდისფერია ან ხორცისფერი წითელი.
რეპ. VI-VII
იზრდება სუბალპურ დაალპურ მდელოებზე, დეკიანებში.
გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, უფრო ხშირად დეკიანებში. დვალურას ფესურა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, სახამებელს, C ვიტამინს, გლუკოზასა და სხვა. იყენებენ მედიცინაში. ნორჩ ფოთოლს საქართველოში ზოგან მხალად ხმარობენ.
Image