მგლები..

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
მგლები..

Post by tiko_r » 17 ნოე 2007, 16:06

lama
გადაუთარგმნე
;)


ნ----

ლობო
არ იკბინება.. პირიკიტ.. სულ გვკოცნის და გვეფერება
ოგონდ დიდი არ არის.. პატარაა ეგეტი ნიწიერი და წკვიანი... ტალგოვანი... :გული:

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
მგლები..

Post by KINALOKO » 17 ნოე 2007, 17:30

რა საერთო აქვთ მგლებსა და თUთიყუშებს? მმმმმმმ...
რააა და "კარავი" :!: :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
მგლები..

Post by ლობო » 18 ნოე 2007, 05:11

LOKOKINA
კარავს და .. :roll:

:oops:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მგლები..

Post by ლეონტი » 30 ივნ 2009, 10:08

18:54 29.06.09 - ახალგორში მგელმა ადამიანებს ცხვირ-პირი გამოაჭამა

[ნინო მიქიაშვილი]
რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ ახალგორში მგლისგან დაკბენილი შალვა წიპტაური, მანანა პავლიაშვილი და თამაზ საბიაშვილი მეოთხე კლინიკურ (ძველი მერვე) საავადმყოფოს ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში წვანან. ისინი პრესა.გე-მ მოინახულა. ასევე შევხვდით და ვესაუბრეთ მათ მკურნალ ექიმს, ყბა-სახის ქირურგს ნინო აზიკურს, რომელმაც მგლისგან მიყენებული უამრავი ჭრილობა, სახესა და ხელებზე, ახალგორელებს თავისი ხელით გაუკერა.

თავდასხმისას მგელი ახალგორელებმა მოკლეს, რომელსაც უახლოეს ხანში თბილისში პათანატომიური გამოკვლევა ჩაუტარდება. გამოკვლევის დასრულების შემდეგ ნათელი გახდება გარეული ცხოველი იყო თუ არა ცოფიანი.

წიპტაური სოფელ დოჩიალში ცხოვრობს. მას მგელი თავს ნახირის მწყემსვისას დაესხა. ცოლ-ქმარი - მანანა პავლიაშვილი და თამაზ საბიაშვილი სოფელ ჭორჭოხიდან არიან. მგელი მათ ეზოში შეუვარდათ. ჭორჭოხსა და დოჩიალს ერთმანეთისგან დაახლოებით 2 კილომეტრი აშორებს. ორივეს ერთად ახალგორიდან კი დაახლოებით 30 კილომეტრი.

71 წლის შალვა წიპტაურს მგელი თავს მაშინ დაესხა, როცა ნახირი სოფლისკენ მოჰყავდა. მას მგელმა ცხირ-პირი და თვალის უპე გამოაჭამა. ხელებიც (განსაკუთრებით მარჯვენა) დაკბენილი აქვს. გთავაზობთ მის მონაყოლს (სტილი დაცულია):

– ”მზე დაწვერებას იყო ჩასული. ხმელ შეშას პატარა ცული დავარტყი, ოჯახში წამოღება მინდოდა. მგელი უცბად გამოვარდა, წამწვდა და მარჯვენა ხელი დამიჭირა. საქონელს არ მიეკარა, პირდაპირ დამეტაკა. მეტოკებოდა და მგლეჯდა. ეს ხელი მთლიანად პირში დაიჭირა. ის თავისკენ მეზიდებოდა და მე ჩემსკენ. ხელი პირიდან ძალით გამოვგლიჯე, ხორცი სულ წაიღო. ბოლო-ბოლო ცული დავუქნიე და გადავჭერი”.

– ”მთის მგელი სხვა არის. ეს ჩვენებური მგელი არ იყო. თავს წითელი, ქოსა მგელი დამესხა. პატარა, ძაღლს, ”ლაიკას” წააგავდა. ჩვენს მხარეში განთქმული მონადირე ვარ, 3 მგელი მოკლული მყავს და ახლა, რომ ვნახე, ეგეთი არასდროს მინახავს. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 8-10 წლის წინ წითელი მგელი ჩვენს ტყეებში ხელოვნურად გაამრავლეს - ”ვერტალიოტიდან” მთაზე გადმოსხეს. იმ ღამეს მთაში ვიყავი. ეს წითელი მგლები დაუნდობლები არიან - დაწანწალებენ და ამ დროს საქონელი შეხვდებათ, თუ კაცი, არ ერიდებიან”.

როგორც ყბა-სახის ქირურგმა ნინო აზუკურმა გვითხრა, შალვა წიპტაურს ცხვირი თავის ხრტილიანად, ნესტოებითურთ მოგლეჯილი ჰქონდა: ”პატარა ლორწოვანზე ეკიდა. ახლა ხედავთ, რომ ტუჩი შეკერილია. შემოყვანისას ტუჩის ნაწილი, რაც დანეკროზებული იყო, მოვჭერი, შემდეგ გადავაბით და დანარჩენი შეიკერა. მას ტუჩი და ქუთუთოც ჩამოვარდნილი ჰქონდა. ასეთი ჭრილობების შეკერვა ჩემი მხრიდან რისკი იყო, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა, ცხვირი საერთოდ მოძვრებოდა. ახლა მისი გადარჩენის შანსი არის. რაბიოლოგი დავისწარი და ჭრილობების დამუშავება და გაკერვა მისი თანდასწრებით მოხდა. შეხედეთ დაკბენილ მარჯვენა ხელს (მთელი მკლავი დალურჯებული აქვს). ბატონმა შალვამ ძალიან იყოჩაღა - მან მოახერხა და მგელს ნაჯახი ჩაარტყა”.

შალვა წიპტაური ვარაუდობს რომ ჭორჭოხში ცოლ-ქმარი იმავე მგელმა დაკბინა, რომელიც მას თავს დაესხა. როგორც მანანა პავლიაშვილმა გვითხრა, მგელს სისხლი სდიოდა, მაგრამ ვერ გაიგეს ეს მისი სისხლი იყო თუ მგლის. მის ეზოში მგელი, რომ შევარდა, მის მეუღლეს ეგონა ძაღლიაო:

– ”გასულ პარასკევს, ასე ათის ნახევარი იქნებოდა, საქონელი, რომ მოვიდა. ეზოში მგელი შემომივარდა. მანამდე მგელი მხოლოდ ზოოპარკში მყავდა ნანახი. შორიდან ჩემს მეუღლეს ძაღლი ეგონა და ახლოს რომ მოვიდა, მან ვერ შენიშნა. რომ მომიახლოვდა, ჩემს მეუღლეს ვუთხარი - თამაზ, მგელი-მეთქი. სიტყვის თქმა ვერც დავამთავრე, რომ ეს მგელი გადმოფრინდა და სახეში მეცა. ჩემი მეუღლე მომეხმარა - მგელს ხახაში ხელი ჩაავლო და ჩემი თავი გააშვებინა. მე გავიქეცი, მეზობლებს დავუძახე - მიშველეთ-მეთქი. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ჩემს მეუღლეს მგლის ხახა ორივე ხელით ეჭირა. მას ხელები დაკბენილი აქვს. ერთ-ერთმა მეზობელმა მგელს თავში ცული ჩაარტყა და მოკლა. ჩვენმა სასწრაფომ რუსული ჯარის ბლოკ-პოსტამდე ჩამოგვიყვანა. ახალგორის საავადმყოფო ექიმებისგან დაცლილია და ამიტომ იქ პირველადი დახმარება ვერავინ აღმოგვიჩინა, ახალგორელი ექიმები წეროვანში არიან გადასული. ჩემმა მაზლმა სწორედ იქიდან სხვა სასწრაფო ამოიყვანა და აქ გამთენიისას მოგვიყვანეს.”

საავადმყოფოში შეყვანისას, მანანა პავლიაშვილის მდგომარეობას მისი მკურნალი ექიმი ასე აღწერს:

– ”აი, ნახეთ, ეს ნაფლეთი (ექიმი გაკერილ ქვედა ტუჩზე მიუთითებს) პაციენტს ხელში ეჭირა და რომ არ მიგვეკერებინა, ის ამ ტუჩს დაკარგავდა. საერთოდ, ითვლება, რომ მგლისგან ნაკბენი ჭრილობა მესამე დღეს უნდა გაიკეროს; მანამდე დამაახლოებელი ნაკერი უნდა დაედოს. ეს რომ ჩვეულებრივი ჭრილობა ყოფილიყო, უფრო ხშირი, კოსმეტიკური ნაკერით გაიკერებოდა, რომ შემდეგ ნაწიბური უხეში არ ყოფილიყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში კოსმეტიკაზე ლაპარაკი არ არის. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ქსოვილის სასიცოცხლო უნარი, რომ ქსოვილის ცხოველმყოფელობა აღსდგეს”.

ექიმის განმარტებით, როცა ცხოველი ადამიანს კბენს, კბილები ამოვარდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მგლისგან თავდასხმის შედეგად, მანანა პავლიაშვილს კბილები ყბასთან ერთად მოტყდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანანა პავლიაშვილს მგელი თავს დაახლოებით ათის ნახევარზე დაესხა, ხოლო მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში, მეუღლესთან და შალვა წიპტაურთან ერთად გამთენიისას, ოთხის 10-20 წუთზე მიიყვანეს.

პრესა.გე-ს კითხვაზე - ემუქრებათ თუ არა მგლისგან დაკბენილებს ცოფის საშიშროება? ნინო აზიკური ამბობს, რომ მიუხედავად მკურნალობის პირველივე წუთებიდან დაწყებისა, ამის საშიშროება მანამ იარსებებს, სანამ პათანატომიური გამოკვლევის პასუხი ცნობილი არ იქნება.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მგლები..

Post by ლეონტი » 30 ივნ 2009, 10:50

Image

წითელი მგელი.

Scientific name: Cuon Alpinus
Also known as: Asiatic Wild Dog
Also known as: Indian Wild Dog

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 30 ივნ 2009, 23:48

წითელი მგელი არაა საქართველოს ფაუნა.
ხელოვნურადაა აქ გამრავლებული.

ჩვენდა ჭირად ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ
როგორ უნდა შემობრუნდეს.

რაც ბუნებაში იყო საქართველოში - ის გაემრავლებინათ.
რა უბედურებაა ამდენი
სისულელეს გაკეთება.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მგლები..

Post by Archil » 01 ივლ 2009, 00:15

წითელი მგლები ავსტრალიიდანაა შემოყვანილი, კონკურენცია გაუწიერს აქაურ მგლებს და განდევნეს..

უფრო საშიშები არიან, ხროვად დადიან და..

ავსტრალიური დინგო, ეგრე ქვიათ მგონია.. ბავშვობაში იორზე მინახავს, მერე არ შემხვედრიან. მაშინაც რომ დაგვინახეს და მამაჩემმა ცალი თვალით რომ შეხედა, ეგრევე მიხვდნენ რომ უნდა დათესილიყვნენ და გაუჩინარდნენ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
მგლები..

Post by pauna » 01 ივლ 2009, 01:02

ხოამრა წიტელი მგლები აუცილებლად წითელ წიგნში უნდა შეეტანათ? :D :D :D

რაცარუნა იყოს იყოს მაინც არ შეიძლება დახოცვა....
მგელია დაა აბა არ უნდ აჭამაა :oops: :oops: :oops:
ImageImage

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 01 ივლ 2009, 11:20

რაცარუნა იყოს იყოს მაინც არ შეიძლება დახოცვა....
აბა შენთვის მოეჭამა მგელს ცხვირი - რას იტყოდი...
:lol:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
მგლები..

Post by Ninukala » 01 ივლ 2009, 11:37

Tamari-ch. wrote:
რაცარუნა იყოს იყოს მაინც არ შეიძლება დახოცვა....
აბა შენთვის მოეჭამა მგელს ცხვირი - რას იტყოდი...
:lol:
ვეტყოდი რატომ ლოყებიც არ შეჭამე თქო..
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მგლები..

Post by zura N. » 02 ივლ 2009, 01:28

Ninukala wrote:
Tamari-ch. wrote:
რაცარუნა იყოს იყოს მაინც არ შეიძლება დახოცვა....
აბა შენთვის მოეჭამა მგელს ცხვირი - რას იტყოდი...
:lol:
ვეტყოდი რატომ ლოყებიც არ შეჭამე თქო..
უფრო გემრიელიათქო უდნა დააყოლო თან... :D :lol:

ისე ეგ მგლები მართალ ძალიან საშიშები არიან... აქაური მგლებისგან განსხვავებით ადამიანის შიში ნაკლებად აქვთ და არ ერიდებიან მას... :?
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 02 ივლ 2009, 11:38

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ.... ჯერ არავის გადაუღია საქართველოს ტერიტორიაზე წითელი მგლებისთვის ფოტო ან ვიდეო.
ადრეც დავწერე და ეხლაც განვმეორდები რომ ვესაუბრე რამდენიმე კომპეტენტურ პიროვნებას ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გავარკვიე საქართველოში წითელი მგელი არ შემოუყვანიათ, ან კი რატომ უნდა შემოეყვანათ? საერთოდ მგლების შემოყვანას რა მიზანი უნდა ჰქონოდა და თან ვინ დახარჯავდა ფულს იმ გაჭირვების ჯამს მგლების ტრანსპორტირებისათვის?
რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს წიელი მგლების შემოყვანას და საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვას?

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მგლები..

Post by QEBURIUS » 02 ივლ 2009, 11:55

გაუმარჯოს მგლებს! რასაც ეგენი ბუნებაში ეკო-ბალანსის დასაცავად აკეთებენ, სპობენ რა დაავადებულ ცხოველებს, 1-2 ცხვრის შეჭმა ეპატიებათ...


თანაც

რუსი ნაბიჭვრები კავაკასიას რომ ბომბავენ (ჩეჩნეთი, შეიძლება საქართველოც) თვითმფრინავებზე ხატავენ მგლის თავს და რკინის ჯაჭვს... ასე რომ ქებათა-ქება მგლებს!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 12:44

ადრეც დავწერე და ეხლაც განვმეორდები რომ ვესაუბრე რამდენიმე კომპეტენტურ პიროვნებას ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გავარკვიე საქართველოში წითელი მგელი არ შემოუყვანიათ, ან კი რატომ უნდა შემოეყვანათ?
აჩვენეს საინფორმაციოში დაზარალებული ხალხი
ამბობდნენ უცნაური მგელი იყოო
წითელიო...

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მგლები..

Post by QEBURIUS » 02 ივლ 2009, 12:52

Makena


მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მგლები მთელს კავკასიაში ამოჟლიტეს, მეცხოველეობის დაცვის საბაბით, მაგრამ შედეგები კატასტროფული იყო. მთელი გარეული ნადირი ირმები, ჯიხვები და სხვა დაავადდა და გადაშენების პირას მივიდა იმიტომ, რომ ავადმყოფ ცხოველსბხ არავინ ანადგურებდა. კავკასიური ბარსა უფრო ადრე გაჟლიტეს... ჰოდა მერე სიტუაციის გამოსასწორებლად ციმბირული მგლები შემოიყვანეს. ეგ იყო და ეგ..
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]