Page 1 of 11

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 19 სექ 2006, 15:10
by Varvara
ვინმემ ხომ არ იცით სპორტის სასახლესთან ახალი საციგურაო მოედანი რომელ საათებში მუშაობს და რა ღირს ერთი საათი შესვლა. ასევე მაინტერესებს ციგურების ქირაობის ფასებიც.

ტელეფონი თუ იცით, ისიც მომწერეთ.

წინასწარ დიდი მადლობა.

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 19 სექ 2006, 15:12
by Katy
marto is vici rom erti saati 10 lari girs..

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 19 სექ 2006, 15:15
by Varvara
მადლობთ. ეგ ვიცი, მაგრამ სხვა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მინდა. რომელიმე თქვენგანი ხომ არ ყოფილხართ?

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 19 სექ 2006, 19:31
by Gvalva
Varvara

ახალი საციგურაო არც კი გამიგია :oops: ისე ჩქარა ლამაზდება ჩვენი სამშობლო ყველაფრის ათვისებას ვერც კი ვასწრებ! მიშა!! მიშა!! :წვიმის წვეთები:

ძველი სად იყო ვიცი და რადგან კითხულობ ალბათ შენც გეცოდინება...

მოიცა ეგ ის ხომ არაა, რაღაც თეთრი ახალი ნაგებობა რომაა, ეგ საციგურაო მოედანი თუა ხვალ გაგიგებ, თუ კიდე რამე გაინტერესებს დაწერე, ვიკითხავ

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 20 სექ 2006, 09:26
by Varvara
კი ეგაა, სპორტის სასახლის გვერდით. ძველიც მაქვეა, ერთი 100 მეტრში, მაგრამ იქ მუდმივად ციგურების პრობლემა იყო ხოლმე.

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 11:36
by ilia
28 სექტემბერს მივდივართ საციგურაოდ, 18:30-ზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბოთ.

ცუდი ხუმრობა :arrow: ციგურაობის მერე ვჭამოთ ხაში :lol: :lol:

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 11:56
by chuna
ilia
მე მოვდივარ!
შემდეგი ვინაა?

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 11:58
by ilia
chuna
შენ ციგურაობისთვის მოდიხარ, თუ ხაშისთვის?


პ.ს. ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი სიმართლე რომ არ ერიოს. :D

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 12:01
by gobe
საინფორმაციო სააგენტო "იფრინდას" მონაცემებით: დღეს, 2006 წლის 27 სექტემბერს, კარვის ადმინისტრაციის გაფართოებულ სხდომაზე გადაწყდა კარვული ხმარებიდან ისეთი თანხმოვნების ამოღება, როგორიცაა "ხ" და "შ". ხმოვნები "ა" და "ი" კვლავინდებურად რჩება ხმარებაში.

მაგალითისათვის: ხაში შია = (ხ)ა(შ)ი (შ)ია = აი ია :)

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 13:10
by Varvara
აბა სია დავწეროთ:

1. Varvara
2. Chuna

მიაწერეთ თქვენი თავები

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 15:34
by chuna
ilia

ხაშის ჭამაში რომ ჩემპიონი ვარ მე დავამტკიცე-საქმით თანაც!!!!
ციგურებზე მნახე ვინა ვარ?! ჩემპიონი ვარ, მაგრამ "ადინოჩნიში"!!

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 19:18
by Varvara
მე და ილია ,,ტანცევალნი პარებში'' :D :D :D :D :D

მარა მგონი არ მოდის, თავისი თავი არ მიუწერია

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 21:02
by ilia
Varvara wrote:მე და ილია ,,ტანცევალნი პარებში'' :D :D :D :D :D

მარა მგონი არ მოდის, თავისი თავი არ მიუწერია
ხვალ პარაში დავამუღამოთ სრიალი და ყინვები რო დაიწყება კუს ტბაც გაიყინება და მერე იქ ავიდეთ :lol: :lol:

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 27 სექ 2006, 23:11
by Mrs. Robinson
ხვალ? მე მინდა მაგრამ სამსახურში უნდა ვიყო მაგ დროს.
თU მოვახერხე მერე .ინკალზე წავიდეთ რა! .აში არ მოგბეზრდათ?

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 28 სექ 2006, 01:33
by gobe
Mrs. Robinson,
gobe wrote:საინფორმაციო სააგენტო "იფრინდას" მონაცემებით: დღეს, 2006 წლის 27 სექტემბერს, კარვის ადმინისტრაციის გაფართოებულ სხდომაზე გადაწყდა კარვული ხმარებიდან ისეთი თანხმოვნების ამოღება, როგორიცაა "ხ" და "შ". ხმოვნები "ა" და "ი" კვლავინდებურად რჩება ხმარებაში.

მაგალითისათვის: ხაში შია = (ხ)ა(შ)ი (შ)ია = აი ია :)
ხაში კარგია, მიირთვით ოღონდ
მკაცრი გრაფიკი უნდა დაიცვათ -
Mrs. Robinson-ს დაუჯერეთ და
ზოგჯერ ხინკალიც უნდა ჩაიცვათ.