Page 1 of 3

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 10 ნოე 2011, 13:59
by zura N.
სეზონი როდის იხსნება? :?: :roll: :roll: :roll: :oops: :D

წასვლა მინდა მომენატრაა... :(

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 10 ნოე 2011, 14:00
by zura N.
რაიმე სიახლეები ხო არ იგეგმება წელს... :?: :roll:

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 10 ნოე 2011, 20:35
by LEVANIKO
სრიალს თუ მასწავლით წამოვალ :D

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 10:02
by keto
სიახლეების მეტი რა არისს , ე.წ. ახალი გუდაური, მანქანების ახალი სადგომი და რაც მთავარია ახალი საბაგიროოოოოოოოოოო :)))
პ.ს. გუშინ გადათეთრდა გუდაური :)

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 10:06
by zura N.
keto wrote:სიახლეების მეტი რა არისს , ე.წ. ახალი გუდაური, მანქანების ახალი სადგომი და რაც მთავარია ახალი საბაგიროოოოოოოოოოო :)))
პ.ს. გუშინ გადათეთრდა გუდაური :)
თუ არსებობს სასრიალო გზების რუკა თავისი სირთულის კატეგორიებით?
თვითონ გუდაურის საიტზე რაღაცეები კი ვნახე მარა მგონი ცოტა გაუგებრადაა... ვერც ის გავარკვიე "ახალი გუდაური" სადაა? :roll:
საბაგიროს ღირებულება რა იქნება?
ახალი ავტოსადგომი სად იქნება? სასტუმრო გუდაურთან თუ სადმე მოშორებითაა? :roll:

რაამბავი კითხვებია... :D :oops:

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 10:15
by keto
ზუსტად ახლა ვაცხობდი მაგ კითხვებზე პასუხებს. რა ინფოც ვნახე, ამოვკრებ ყველაფერს და გადმოვიტან ნელ-ნელა.

ესაა უხეში მონახაზი. სალათისფრად აღნიშნულია ახალი საბაგიროები. შავ ფრად - გზა, ნაცრისფრად - პარკინგი.

Image

ანუ, ახალი საბაგიროს მთავარი ფუნქცია, მეორე საბაგიროს განტვირთვა ყოფილა. არის დახურულკაბინებიანი საბაგირო. ეს წელს სეზონისთვის მზად იქნება. სამომავლოდ კიდევ იგეგმება ახალი ტრასების და საბაგიროების დამატებაო.

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 10:21
by keto
ფასების ზრდას რაც შეეხება, გამორიცხულიაო, ზედმეტია მაგაზე ლაპარაკიც კიო, იგივე დარჩება, რაც შარშან იყოო.

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 10:25
by keto
ახალ სადგომთან მისასვლელად, რაღაც გვირაბზეა ლაპარაკი, ვერ მივხვდი, აბდაუბდად წერია :) მოკლედ გზიდან გვირაბში შედიხარ და ისე გადიხარ პარკინგზე. იქიდან პირდაპირ 10 კაციანი კაბინებით ადიხარ ისე, რომ I და II საბაგიროს რიგში არ გიწევს დგომა.

ეს კი სასრიალო ტრასების შარშან განახლებული რუკაა

Image

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 15:40
by zura N.
keto
გაიხარე, მადლობა ქეთო ინფორმაციის მოძიებისათვის.

პ.ს. კიდევ ერთი კითხვა მაქ: შენი სეხნია როდის ვაზიაროთ თხილამურებს? :D :wink:

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 11 ნოე 2011, 19:28
by keto
მაგას აქეთ-იქიდან ყურებში უნდა წავავლოთ ხელი და ძალით ან მოტყუებით ავიყვანოთ. ეჭვი მაქვს სხვანაირად არაფერი გამოგვივა :))))

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 12 ნოე 2011, 00:24
by teo-
გუდაურში მუხლამდე თოვლია

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 12 ნოე 2011, 13:23
by Skier
25 ში გაიხსნება სეზონი

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 12 ნოე 2011, 15:19
by zura N.
Skier wrote:25 ში გაიხსნება სეზონი
რომელი თვის? :roll: :)

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 12 ნოე 2011, 15:56
by CheLo
zura N. ახლა ნოემბერს :lol: :lol: :lol:

სეზონი 2011/2012 გუდაური

Posted: 12 ნოე 2011, 17:56
by zura N.
CheLo wrote:zura N. ახლა ნოემბერს :lol: :lol: :lol:
უFF კაია... მეთქი მომავალი წლის ნოემბერითქო და... :? :D :lol:

შარშან ლამის თებერვალში გაიხსნა სეზონი... :?