Page 1 of 2

სარბენი თხილამურები

Posted: 16 თებ 2006, 22:27
by Gvalva
ამ დღეებში ვესაუბრე ერთ უცხოელს, რომელთან ერთადაც ერთ-ერთ ლაშქრობაში ვიყავი. რა თქმა უნდა მარშუტებზე ჩამოვარდა საუბარი და მე ვახსენე რაჭიდან-სვანეთში გადასვლა, მან თქვა რომ ეს მარშუტი ჯობია ზამთAრში გაკეთდესო...
რა მეთქი???
თხილამურებითო,
გაირკვა რომ გულისხმობდა ე.წ. ბეგუნკებს, (Cross Country skiing) რომლებიც ქართველებმა ის კი არა რომ არ გამოიყენეს, სახელიც კი არ თარგმნეს მე მგონი ქართულად.

მე ვუთხარი რომ ასეთ თხილამურებს ჩვენ ფაქტიურად არ ვხმარობთ მეთქი. რატომო, ეს არის სამოთხეო, მე თავი ვიმართლე რომ მთაგორიანი ქვეყანა ვართ მეთქი, (ვერბლიუდ ვიდელ, ვერბლიუდ, მეთქი) ჩვენ პირენეებში კარგად ვხმარობთო.

ხოდა დავფიქრდი, იქნებ აქაც ვინმეები იყენებენ, პარადაიზში ცხოვრობენ :) და მე არ გამიგია. ვინმეს რამე გსმენიათ??

სარბენი თხილამურები

Posted: 17 თებ 2006, 00:09
by Giorgi Bagrationi
მე მგონი უცხოელი გულისხმობდა არა ბეგუნკებს, რომლებითაც გაუკვალავ თოვლში მთაზე ასვლა და ჩამოსრიალება თითქმის შეუძლებელია,არამედ სპეციალურ მთის თხილამურებს რომელთა სამაგრი მთაზე ასვლისას მხოლოდ ფეხსაცმლის წვერით მაგრდება და სახსარი აქვს, თანაც თხილამურის ძირზე სპეციალური ბეწვიანი ტყავის ლენტი მაგრდება რომლის ბეწვებსაც ისეთი მიმართულება აქვს, რომ აღმართში ასრიალდება და უკან აღარ მოდის. მთაზე ან უღელტეხილზე ასვლის შემდეგ კი ლენტი მოიხსნება, სამაგრი ქუსლზეც მაგრდება და სლალომით ეშვები. :lol:

სარბენი თხილამურები

Posted: 17 თებ 2006, 12:54
by Gvalva
Giorgi Bagrationi

ა, ზუსტად ასე აღწერა, მართალია, უფრო ვიწროებია ვიდრე მთისო, ასე თქვა და მე ჩავთვალე რომ ბეგუნკები ასე განვითარდა :) მარა არც ეგენი არ მინახავს რომ ვთქვა.

ერთხელ მახსოვს გუდაურში საბაგირო არ მუშაობდა და უცხოელი ცოლ-ქმარი ადიოდა, იქ ვინც იყო ყველა უყურებდა და იძახდა, რაზე იკლავენ თავს, ჩაირთვება ეხლა დენიო.

ისე შეიძლება მე ზამთარში უსაბაგირო ადგილებში არ მოვხვედრილვარ და ამიტომ არ მინახავს.

არის ესენი გაქირავების პუნქტებში??

სარბენი თხილამურები

Posted: 17 თებ 2006, 21:57
by Giorgi Bagrationi
ამ ტიპის თხილამურებს სკიტურებს ეძახიან (Ski tour) განსაკუთრებით პოპულარულები 10-15 წლის წინ იყო, თუმცა ახლაც ბევრი მიმდევარი ყავს, საქართველოში მგონი 20-მდე კაცს ექნება, ძირითადად შუახნის თაობის ალპინისტებს.
გაქირავებაში არ არის რადგა საკმაოდ ძვირფასი სიამოვნებაა და თანაც იმ ბეწვსაც ცვეთადობა ახასიათებს და დაბრუნებისას შეიძლება უთანხმოებები წარმოიშვას :cry:

სარბენი თხილამურები

Posted: 19 თებ 2006, 23:49
by ilia
მდააააა! რას არ გაიგებ კაციი

სარბენი თხილამურები

Posted: 24 თებ 2006, 19:03
by გვალდა
ეს თხილამურები ბავშვობაში მქონდა. როგორ არ მიყვარდა. მგონი ეხლა სხვენში ალაგია. :):)
აი ეს კი:
რაჭიდან-სვანეთში გადასვლა, ზამთAრში ...
გამაოგნებელია. :shock:

მაგრამ შესაძლებელი. ადამიანი რას არ იზამს! :D

სარბენი თხილამურები

Posted: 24 თებ 2006, 22:06
by Mao
Gvalva

kargia magi Admin kargi. ogond iglebi tsotunika. :D

სარბენი თხილამურები

Posted: 24 თებ 2006, 23:00
by mika
Giorgi Bagrationi
Gvalva


მე მაქვს დიდი სურვილი რომ მსგავსი ტხილამურებით...'მეარა ' ტოვლში....

იმედია ამიხდება როდესმე...ევროპაში გერმანიაში როგორც ვიცი ზალიან პოპულარულია ბუნებაში შეარებით სწორ ადგილებსე ამ ტხილამურებით სეირნობენ :lol:

სარბენი თხილამურები

Posted: 14 დეკ 2006, 11:48
by Juni
ვერსად მივაგენი ინეტრნეტში გასაყიდად მაგ სკიტურებს და იქნებ ვინმე დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ?

ფრიად დავინტერესდი

სარბენი თხილამურები

Posted: 14 დეკ 2006, 13:33
by Giorgi Bagrationi
Juni
სკიტური სხვა რამეა. ჩვენ ვსაუბრობთ თოვლში სასიარულო და არა სასრიალო თხილამურებზე.

სკიტური კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თხილამურია სპეციალური სამაგრით რომელიც მთაზე ასვლისას სახსარში მოძრაობს ხოლო დაშვებისას მჭიდროდაა დაფიქსირებული და მთაზე ასვლისას სპეციალური ბეწვის ლენტით რომელიც ძირზე მაგრდება და ასრიალებისას უკან არ ჩამოდის, მერე მოხსნი და ჩამოსრიალდები. სკიტურს სპეციალური ფეხსაცმელიც სჭირდება.

სარბენი თხილამურები

Posted: 14 დეკ 2006, 17:45
by Juni
Giorgi Bagrationi


ხოდა ეგ სკიტური მაინტერესებს :yes:

magaze maqvs saubari

სარბენი თხილამურები

Posted: 15 დეკ 2006, 02:31
by beshumi
Giorgi Bagrationi wrote:Juni
სკიტური სხვა რამეა. ჩვენ ვსაუბრობთ თოვლში სასიარულო და არა სასრიალო თხილამურებზე.

სკიტური კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თხილამურია სპეციალური სამაგრით რომელიც მთაზე ასვლისას სახსარში მოძრაობს ხოლო დაშვებისას მჭიდროდაა დაფიქსირებული და მთაზე ასვლისას სპეციალური ბეწვის ლენტით რომელიც ძირზე მაგრდება და ასრიალებისას უკან არ ჩამოდის, მერე მოხსნი და ჩამოსრიალდები. სკიტურს სპეციალური ფეხსაცმელიც სჭირდება.
სულ ავიბურდე.

სასიარულო თხილამური ანუ ეს http://www.atlassnowshoe.com/

cross country, უმეტესად სწორ ზედაპირზე სასრიალო თხილამურები
http://www.backcountry.com/store/group/ ... -Skis.html

თუ მთიან გარემოში ასასვლელ-ჩამოსასრიალებელი?
http://www.backcountry.com/store/group/ ... -Skis.html

მაინტერესებს სამხრეთ საქარტველოს ველები არ ვარგა cross country სრიალისთვის?

სარბენი თხილამურები

Posted: 31 დეკ 2009, 01:21
by Gvalva
რა კარგი თემა ვიპოვე :)

ახალი ხომ არაფერია ამდაგვარ საკითხებზე?

სარბენი თხილამურები

Posted: 31 დეკ 2009, 01:25
by teo-
მე როგორც ვიცი დღემდე მაგ თხილამურებით ადიან მყინვარზე ზამთრობით

სარბენი თხილამურები

Posted: 08 იან 2010, 12:12
by civciva
გიორგიმ კარგად ახსნა მეტს ვერაფერს დავამატებდი



საქართელოშიც არსი ეს სახეობა მარანაკლებად პოპულარული


რაც შეეხება თუ შეიძლება თუ არა ქირაობა?
გიპასუხებთ: შეიძლება შოთა ელისაშვილთან



არც ისე რთული მაგით აღმარძე სიარული, თამამდაც შემიძლია ვთქვა ბევრად ადვიილც არსი, ვიდრე ფეხსაცმლით სიარული
ფეხის აწევა არ გიწევს, ქუსლს წევ და წინ აწვები მისრიალებ აღმართში