საბაგიროს სეზონური ბარათი

ზამთრის სპორტი - თხილამურები, სნოუბორდი და სხვა

Moderators: Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by Gvalva » 14 დეკ 2010, 16:37

სეზონი ახლოვდება, აბა როგორი სათხილამურო განწყობაა??

საბაგიროს ფასი მგონი კიდევ უნდა გაიზარდოს, 33 ლარი ეღირებაო, ან შეიძლება ვცდები, არ მახსოვს გასულ სეზონზე რა ღირდა :) (:D :D არა, არა, ისედაც არ მემახსოვრებოდა )

ხოდა, ამდენი ხალხი დავსრიალებთ და ასე ვიხადოთ ყველა ასვლაზე ფული მგონი უაზრობაა, როცა არსებობს სეზონური ბარათები.

ბევრი ვიფიქრე როგორ გამოგვეყენებინა ეს ბარათები და ასეთი რამე მოვიფიქრე:

ვინც ვსრიალებთ და ვფიქრობთ რომ 3-5-ჯერ მაინც ავალთ ამ სეზონზე გუდაურში, დავდოთ 100-100 ლარი, შევიძინოთ 5 ბარათი (რადგან მანქანაში 5 ადამიანი ჯდება) და ეს ბარათები ჩვენვე ვიქირაოთ ხოლმე ვთქვათ 15 ლარად, სეზონის ბოლოს ჩვენ დადებული 100-100 ლარი უკან ავიღოთ, თუ მეტი თანხა იყო რამეს მოვიფიქრებთ, თუ ცოტა, თანაბრად გავიყოთ.

ბარათი ვაქირაოთ როგორც თხილამურებს ვქირაობთ ხოლმე, აუ ხვალ ხომ არავინ მიდის და მეგდება ჯიბეში არ მოსულა, გეგდება ჯიბეში, გადაიხდი იმ დღისასაც. ეს ბარათები ჩავაბაროთ ვინმეს, ვინც მოსახერხებელ ადგილას ცხოვრობს და საერთოდ არც სრიალებს. ასე ყველა თანაბარ პირობებში ვიქნებით. აღრიცხვა-გაქირავება ვაწარმოოთ სკურპულოზურად, არა ძმაკაცურად და ქართულად და ყველაფერი კარგად გამოვა.

ხალხი ვიყოთ ჩვენვე, რომ მერე უცნობებმა არ დაიწყონ, აუ,დამეკარგა, ან მეგობრის გამომიყვა და ის ერთდღიანი ყოფილა და ა.შ.

მე ეს მოვიფიქრე და თუ უკეთესი აზრია კიდევ დავხვეწოთ, ჯერ დრო კიდევ არის.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by anano » 14 დეკ 2010, 17:09

კარგი იდეაა ლელა, მემგონი ღირს განხორციელება.

არ ცდები, 25.12.2010-28.02.2011 ვადებში, თუ ადამიანი 13-65 წლისაა, მისთვის ღირს 33 ლარი, მთელი დღე.

16 დღიანი აბონიმენტი ღირს 321 ლარი, ხოლო სეზონური 535 ლარი.

დეტალები ფასების შესახებ შეგიძლიათ ნახო აი აქ:

http://hotelgudauri.com/index.php?id=43&lang=geo
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by paata_ » 15 დეკ 2010, 12:25

მე მაქვს რამდენიმე
გათხოვებთ ხოლმე, მე მაინც მარტო საბაგიროზე საკატაოდ ვიყენებ :D

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by გვალდა » 15 დეკ 2010, 12:31

paata_
ეს ის არ არის, შენ რომ გაქვს. წელს სხვა ცივილიზაციაა, უფრო ძვირი :D
http://www.skidata.com/en/mountain-dest ... ckets.html
სვანეთოლოგი

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by paata_ » 15 დეკ 2010, 12:42

გვალდა

ვიცი, წელს ავიღე

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by keto » 15 დეკ 2010, 12:53

paata_

ესე იგი შარშან რა ბარათებიც ვიყიდეთ, ისინი აღარ გამოდგება ხო? კიდევ ახლები უნდა ვიყიდოთ... 25 ლარი ხომ ძალიან იაფი იყო და ახლა 33 :twisted:

ერთჯერადი ასვლა რა ღირს, დარჩა 4 ლარი თუ ეგეც გაძვირდა?
Keep Smiling...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by paata_ » 15 დეკ 2010, 12:58

keto

შარშანდელი არ გამოდგება, წელს ახალია , ერთჯერადი არ ვიცი, ალბათ გაძვირდება მაგიც

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by anano » 15 დეკ 2010, 13:48

paata_ wrote:მე მაქვს რამდენიმე
გათხოვებთ ხოლმე, მე მაინც მარტო საბაგიროზე საკატაოდ ვიყენებ :D
ვაახ, შენ გაიხარე :)
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by გვალდა » 15 დეკ 2010, 14:17

paata_ wrote:გვალდა

ვიცი, წელს ავიღე
ყოჩაღ! ზრუნავ ჩვენზე :lol: :D
სვანეთოლოგი

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by zura N. » 16 დეკ 2010, 17:57

Gvalva wrote: ვინც ვსრიალებთ და ვფიქრობთ რომ 3-5-ჯერ მაინც ავალთ ამ სეზონზე გუდაურში, დავდოთ 100-100 ლარი, შევიძინოთ 5 ბარათი (რადგან მანქანაში 5 ადამიანი ჯდება) და ეს ბარათები ჩვენვე ვიქირაოთ ხოლმე ვთქვათ 15 ლარად
ვინაიდან ერთი სეზონური ბარათი 535 ლარი ღირს... 5*535=2675 ლარი ანუ 5 ბართს 100 ლარის დადების შემთხვევაში 26-27 კაცის შეგროვება უნდა... მოვგროვდებით ამდენი? :roll: ან სიტყვაზე თუკი 5 ბარათი და 10 მოთხილამურე ვიქნებით მაშინ როგორ იქნება? ის 10 გადაინაწილებს 5 კაცის ერთ დღიანი აბონომენტის ფულს? ანუ თუ წავალთ 10 მოთხილამურე (ვინც სეზონური აბონემენტის გადაიხადა და წილშია :D ) და გვექნება 5 სეზონური აბონემენტი დაგვჭირდება კიდევ 5 ერთ დღიანი, ანუ:

33*5=165 ლარი

165/10=16.5 ლარი კაცზე...

ესე იქნება ხო მგონი? :roll:

პ.ს. ერთი სული მაქ სეზონი როდის გაიხსნება ამიტომ მეც ძალიან ვარ დაინტერესებული ამ საკითხით სულაც არ მინდა ერთ დღიანი აბონემენტებით ჯიბის დაცარიელება... :roll: :oops: :D :?
Last edited by zura N. on 16 დეკ 2010, 18:10, edited 2 times in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Skier
ბოდიალა
Posts: 220
Joined: 22 ნოე 2009, 15:28
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by Skier » 16 დეკ 2010, 18:08

კარგი აზრია, მეც ვუერთდები.
FreeStyle Skier, Bike Lover & OverClocker

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by meleksa » 16 დეკ 2010, 19:31

zura N. wrote:
Gvalva wrote: ვინც ვსრიალებთ და ვფიქრობთ რომ 3-5-ჯერ მაინც ავალთ ამ სეზონზე გუდაურში, დავდოთ 100-100 ლარი, შევიძინოთ 5 ბარათი (რადგან მანქანაში 5 ადამიანი ჯდება) და ეს ბარათები ჩვენვე ვიქირაოთ ხოლმე ვთქვათ 15 ლარად
ვინაიდან ერთი სეზონური ბარათი 535 ლარი ღირს... 5*535=2675 ლარი ანუ 5 ბართს 100 ლარის დადების შემთხვევაში 26-27 კაცის შეგროვება უნდა... მოვგროვდებით ამდენი? :roll: ან სიტყვაზე თუკი 5 ბარათი და 10 მოთხილამურე ვიქნებით მაშინ როგორ იქნება? ის 10 გადაინაწილებს 5 კაცის ერთ დღიანი აბონომენტის ფულს? ანუ თუ წავალთ 10 მოთხილამურე (ვინც სეზონური აბონემენტის გადაიხადა და წილშია :D ) და გვექნება 5 სეზონური აბონემენტი დაგვჭირდება კიდევ 5 ერთ დღიანი, ანუ:

33*5=165 ლარი

165/10=16.5 ლარი კაცზე...

ესე იქნება ხო მგონი? :roll:

პ.ს. ერთი სული მაქ სეზონი როდის გაიხსნება ამიტომ მეც ძალიან ვარ დაინტერესებული ამ საკითხით სულაც არ მინდა ერთ დღიანი აბონემენტებით ჯიბის დაცარიელება... :roll: :oops: :D :?
გეთანხმები 100%_ით... რამე ჩვენ თუარ ვუშველეთ ჩვენს თავს გვერხევა :)
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by lama » 16 დეკ 2010, 20:01

Gvalva
ბარათებს მე ჩავიბარებ თუ გინდათ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by Wanderer » 16 დეკ 2010, 20:19

zura N.
ვინაიდან ერთი სეზონური ბარათი 535 ლარი ღირს... 5*535=2675 ლარი ანუ 5 ბართს 100 ლარის დადების შემთხვევაში 26-27 კაცის შეგროვება უნდა... მოვგროვდებით ამდენი?
ჩემი აზრით ვერა... :(

ისედაც შეიძლება მოხერხებული არ იყოს ყოველ ასვლაზე ვიღაცასთან მიხვიდე და ბარათი გამოართვა...

P.S. ისე მანდ არის ნახევარდღიანი აბონემენტიც და ნეტა რას ნიშნავს "ნახევარი დღე"? რომლიდან რომლამდე? საინტერესოა.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
საბაგიროს სეზონური ბარათი

Post by აცაბაცა » 16 დეკ 2010, 23:27

მორჩით წუწუნს ყველას ახატია ჩვენი აზრი...................





მე უფრო მაგარს გეტყვით ჩვენი საკუთარი საბაგირო გავაკეთოთ.....

მაგას უნდა კარგი ბიზნეს გეგმა და ინვესტორი



მაგრად ვიცინი ეხლა ამ მარაზმს რომ ვწერ :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]