Page 1 of 2

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 18:54
by Giorgi Bagrationi
აბა ნახეთ ეს საიტი და დაიწყეთ ფიქრი
http://www.cahkadzor.ru/Curort/kkd.html
ხომ არ წავსულიყავით ერთ-ერთ შაბათ კვირას, გზა ოდნავ დიდია ვიდრე გუდაურამდე, საბაჟოს 5-10 წუთში გადიხართო, სასტუმროები საკმაოდაა და ფასებიც გუდაურზე ნაკლებია. სრიალის ფასი კი მთელი დღით როგორც გამოვთვალე დაახლოებით 35 ლარია.

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 19:25
by Nephros
არ ვიცოდი, სომხეთში სამთო-სათხილამურო კურორტი თუ იყო. ერთხელ EuroNews-ზე თუ CNN-ზე სარეკლამო რგოლს ვუყურე - სომხეთში დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობდა, Noah's Travel თუ Route, ასე ერქვა. ალპებში მეგონა თავი. როგორც ყოველთვის ხუმრობა მეგონა (უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, მეგონა უცხოელებს "აბოლებდნენ").
ეს ყველაფერი მართლა არის, თუ რიგითი trick-ია?

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 19:56
by Wanderer
საინტერესოა. ერთი დღით ვერ წავალთ? როგორც გუდაურში მივდივართ ხოლმე. მოვსინჯავდით, დავზვერავდით იქაურობას და თუ მოგვეწონებოდა მერე ორ დღიანზეც ვიფიქრებდით. :)

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 20:02
by Gvalva
ერთი დღით ბაკურიანში წასვლა არ ღირს, სრიალს ვერ მოასწრებ და სომხეთში როგორ უნდა გეყოს?

როგორც იდეა მომეწონა, თუმცა 2 დღე რამდენად გვეყოფა არ ვიცი, რაღაც მთის აღმოსავლეთის ფერდაზეაო... გზას რამდენი ხანი დაჭირდება ნეტავ, თითქმის ერევანთან აღმოჩნდა?

აი რა ტრასებზეა ლაპარაკი :)

Image

და კიდევ

Image

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 21:04
by Giorgi Bagrationi
თუ დილით ადრე გავალთ ალბათ ერთ დღიანიც შეიძლება, ოღონდ ვერ დავადგინე საბაჟო რომელ საათზე იხსნება. თუ სულ ღიაა მაშინ 8 საათზე თუ გადავალთ წესით მაქსიმუმ 10-ზე ცახკაძორში ვიქნებით. სავარაუდოდ თებერვალზე რომ ავიღოთ ორიენტაცია, ან თუნდაც მარტზე აჯობებს, რადგან გამიგია, რომ ქარიანი ადგილია და იანვარში ძალიან ცივაო; თან წინასწარ სტაბილურ მზიან ამინდებს დავუმიზნოთ. :wink:

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 21:16
by ilia
ღირს გასეირნება, აბა გაამზადეთ საზღვარგარეთის პასპორტებიი

ცახკაძორი

Posted: 19 იან 2010, 22:40
by Gvalva
უი, ეხლა ვნახე და არც ისე შორს ყოფილა, მე მეგონა საქართველო აქეთ, მარჯვნივ იყო და მთელი სომხეთი უნდა გადაგვევლო. (სომხეთზე ბევრი არასოდეს მიფიქრია :D)

მგონი სწორად მოვნიშნე ადგილი

Image

ცახკაძორი

Posted: 20 იან 2010, 00:04
by Giorgi Bagrationi
თითქმის სწორედ მონიშნე. უფრო ზუსტად შენი შემოხაზულის ქვემოთ უახლოესი შავი კვადრატი რომაა ისაა. :wink:

ცახკაძორი

Posted: 21 იან 2010, 22:42
by Mrs. Robinson
სულ მაინტერესებდა სხვების სათხილამურო კურორტები. ცახკაძორებზე კი არ მიფიქრია, მაგრამ ასე ახლოს ყოფილა და ნამდვილად ღირს წასვლა.
უკვე ვფიქრობ...................

ცახკაძორი

Posted: 22 იან 2010, 02:53
by Makena
ერთდღიანი არ გამოვა, ძალიან დამღლელი იქნება, რუკის მიხედვიტ ტუ ვიმსჯელებთ გზას 3 საათზე მეტი დასჭირდება.

ცახკაძორი

Posted: 22 იან 2010, 03:09
by Gvalva
Makena wrote:ერთდღიანი არ გამოვა, ძალიან დამღლელი იქნება, რუკის მიხედვიტ ტუ ვიმსჯელებთ გზას 3 საათზე მეტი დასჭირდება.
არ მგონია მაგ კურორტის ტრასები გუდაურისას ჯობდეს, ისე მივდივართ სანახავად მე მგონი, ხშირად ხომ არ ვივლით, ხოდა ერთხელ წავიდეთ და 2 დღით ალბათ აჯობებს, გზაში არ გვეჩქარებოდეს, ზამთრის სევანი ვნახოთ, სურათები გადავიღოთ და მშვიდად ყველაფერი მოვითაოთ ერთი წასვლით

რა ვიცი, სხვები რას იტყვით? ჯერ ხომ არ მივდივართ მაინც

ცახკაძორი

Posted: 22 იან 2010, 09:31
by გვალდა
მაინტერესებს!!! გუდაურს რომ ვერ აჯობებს ცხადია, მაგრამ წავიდეთ, ჩავყლაპოთ "ვოზდუხ არმენიი" (სხვებს თუ კონსერვით უგზავნიან), ცოტას წაგვეტრაბახებიან და მოვითმინოთ :lol:

მთავარია ყველა დაინტერესებულს გვეცალოს და ისე დავგეგმოთ.

ცახკაძორი

Posted: 22 იან 2010, 09:51
by ლეონტი
ა ეტა სამი ვისოკი გორი ვ მირე სპუსკატსა ნი სტრაშნა?

ცახკაძორი

Posted: 22 იან 2010, 13:47
by Giorgi Bagrationi
ჩემი აზრით რადგან ძირითადად "სამსახურის" ხალხი ვიქნებით, აჯობებს პარასკევს, საღამოს (დაახლოებით 7 საათზე) რომ გავიდეთ ცახისკენ (მოფერებით), 8 საათისთვის საბაჟოსთან ვიქნებით და 10 საათისთვის მაქსიმუმ სასტუმრომდე მივალთ, რომელიც წინასწარ (1 კვირით ადრე) დაბრონილი გვექნება.
შაბათს და კვირას ვისრიალებთ და სრიალის შემდეგ თბილისისკენ ჰერი-ჰერი.
ჯობია ისე გავთვალოთ რომ სასტუმროში ორ ადგილიანი ნომრები შეგვხვდეს (ანუ წყვილი რაოდენობა ვიყოთ), რადგან ერთ ადგილიანი ძვირია. ასევე მანქანებიც უნდა გავთვალოთ 4 ან 5 კაცზე.
ჩემი მანქანა გადმოფორმებული არ მყავს და თუ წასვლამდე თავი მოვაბი ხომ კარგი; თუ არადა ვინმეს უნდა ჩავუჯდე.
მოდით მსურველები ჩავეწერთ მანქანის მითითებით.
1. მე (შესაძლოა მანქანით)
2. ---------
3. ---------
4. ---------
და ა.შ.

ცახკაძორი

Posted: 09 თებ 2010, 14:05
by Gvalva
აქ რა ვქნათ?

შემდეგ შაბათ კვირას ხომ გავემგზავროთ, როგორ გაქვთ გეგმები, გაწყობთ?