Page 2 of 5

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 14 იან 2010, 22:16
by Moqandake
დიდველის მეორე ტრასა კარგია სასრიალოდ, დღეს ჩართეს საბაგირო

Image

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 14 იან 2010, 22:19
by Moqandake
რამოდენიმე ფოტო განწყობისთვის

Image

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 14 იან 2010, 22:24
by Moqandake
Image

Image

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 15 იან 2010, 08:36
by baqo
პირველი ტრასა 2800 მეტრია, მეორე 1600, ორივე მუშაობს გუშინ თოვდა კარგი სასრიალოა, მესამეს ჩართავენ როცა ავსტრიელები ჩამოვლენ, ავტობუსი დადის დიდველი-ბაკურიანი.

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 15 იან 2010, 10:59
by Wanderer
baqo
მესამეს ჩართავენ როცა ავსტრიელები ჩამოვლენ
მესამე სადღაა?

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 15 იან 2010, 20:11
by baqo
წვერზე მეორეს გადაება ვაგონი ადის

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 15 იან 2010, 20:13
by baqo
Moqandake wrote:დიდველის მეორე ტრასა კარგია სასრიალოდ, დღეს ჩართეს საბაგირო

Image
ბოლოს რო ჩანს რელსი მანდ ადის ვაგონი 2800 მეტრზეა

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 15 იან 2010, 20:31
by keto
ეჭვი მაქვს მე რომ მიყვარს ისეთი ტრასებია დიდველზე, არა ძალიან ციცაბოები :) მინდაა :roll:

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 15 იან 2010, 20:40
by baqo
მერე ჩამო და ავიდეტ მთაზე რა გიშლის ხელს, მაგრამ თებერვალში გირჩევთ ყველას :)

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 16 იან 2010, 02:57
by Makena
დიდველზე სულ ქარია და თოვლს მუდმივად ხვეტავსო ამბობენ.... მე პირადად არ მისრიალია და ვერ შევაფასებ, მართლა ასე?

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 16 იან 2010, 08:08
by baqo
ადრე სულ ხვეტავდა მერე საქარეები დაუყენეს და მშვენივრად ინარჩუნებს

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 16 იან 2010, 11:16
by Gvalva
აბა საქარეები როგორია, სურათი დადე

ისე, ქართველების ფსიქოლოგიას შეჩვეულს ერთი ეჭვი გამიჩნდა

დიდველზე საბაგიროს იმ ბოძებზე, სადაც განსაკუთრებულად უბერავს ქარი ფლუგერები აყენია, და ქარის გარკვეული სიჩქარის დროს ისინი ავტომატურად აჩერებენ საბაგიროს მოძრაობას...

ხოდა... ეჭვი იმაში მდგომარეობს რომ მგონი ქართველებმა ეს ავტომატი "შევაკეთეთ" ან ფლუგერი დავამძიმეთ :), ან რაღაც ვქენით, თორემ იქ სულ ქარია და მუშაობა ხომ უნდა ამ ხალხს

თანაც სწორედ როცა ქარი ძალიან უბერავდა და საბაგირო დილით არ მუშაობდა და მერე 20 წუთში ქარი ჩადგა და ამუშავდა შეშვება გვერდიდან ხდებოდა და არა იმ გასატარებელი ავტომატ-გასასვლელებით

სულო ცოდვილო/ქართველებზე ადაბტირებულო :), ეს ჩემი საკუთარი აზრია და არავითარი სხვა საფუძველი არ გამაჩნია

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 16 იან 2010, 18:18
by Moqandake
გუშინ ჩამოვედი ბაკურიანიდან, სულ დიდველზე ვსრიალებდი, მიუხედავად მცირე ქარისა მაინც მუშაობდა საბაგიროები.

არც ისე სავალალო მდგომარეობაა ტრასებზე, ბაკურიანში კი არ არის თოვლი მაგრამ დიდველისკენ ზამთარი იგრძნობა.

დიდველის პირველი ტრასა დამწყებთათვის და ვინც ცოტათი დგას საუკეთესოა ოსტატობის დასახვეწად.

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 17 იან 2010, 13:22
by Gvalva
Moqandake wrote:დიდველის მეორე ტრასა კარგია სასრიალოდ, დღეს ჩართეს საბაგირო

Image
ამ ფოტოზე II საბაგიროს ზედა სადგური თუ ჩანს, გამოდის სულ ეს ყოფილა მეორე ტრასა, რასაც ვხედავთ, ასეა?

ისე ეს ფოტო საიდან გადაიღე? :)

ერთი ჩემი გადაღებული ფოტოც, ლეო და თეა ინსტრუქტორებთან ერთად დიდველზე

Image

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 17 იან 2010, 13:23
by Wanderer
keto
ეჭვი მაქვს მე რომ მიყვარს ისეთი ტრასებია დიდველზე, არა ძალიან ციცაბოები
ყოველ შემთხვევაში პირველი ტრასა ნამდვილად მასეთია. აუცილებლად მოსინჯე. ძალიან ისიამოვნებ. :)

დახრილობას რომ თავი დავანებოთ დიდველის პლიუსი არის ტყე. ძალიან ალამაზებს და სრიალი უფრო სასიამოვნოა. :)