Page 1 of 5

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 18 დეკ 2009, 10:25
by baqo
ბაკურიანში ტრასები იდეალურ მდგომარეობაშია, 10 დეკემბერს დიდველმა ლიცენზია მიიიღო, ავსტრიელებმა აღიარეს რომ ერთ ერთი საუკეთესო პირობებია ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად :D :D :D

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 18 დეკ 2009, 11:59
by Wanderer
baqo
10 დეკემბერს დიდველმა ლიცენზია მიიიღო, ავსტრიელებმა აღიარეს რომ ერთ ერთი საუკეთესო პირობებია ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად
ვააააააა. ვულოცავთ დიდველს. :D


დიდველი მე ყველაზე ძალიან მიყვარს და მქონია გემოვნება თითქოს. :D

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 08 იან 2010, 15:34
by Skier
ხვალ მივდივარ ბაკურიანში ტრასა როგორ მდგომარეობაშია თუ იცით, მოყინული ხო არ იქნება

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 08 იან 2010, 21:14
by mzevinari
ბაკურიანში არავინ აპირებთ ბავშვებით?

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 08 იან 2010, 21:30
by Skier
mzevinari

ხვალ მივდივარ დილით

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 08 იან 2010, 23:15
by baqo
ხვალ საქართველოს ჩემპიონატია დიდ ველზე, ცოტა მოყინულია მაგრამ ვინც სრიალი იცის ეს რა კარგია :) კანტები თუ გივარგათ.

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 09 იან 2010, 00:44
by Skier
baqo

კარგია, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ვისრიალებ ხვალ დიდველზე მაგის გამო ... ტატრაზე როგორ მდგომარეობაშია თოვლი?

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 09 იან 2010, 20:09
by Gvalva
მოდი გამოვყოთ ბაკურიანი ცალკე და ის თემა მარტო გუდაურის იყოს თორემ რაღაც არეულობაა და ვიბნევით

ბაკურიანის ამბები:

დიდველი:


დიდველის I ტრასა არის დამწებების ოცნება!! იდეალურია დამწყებებისთვის, არავითარი 25იანი ან გუდაურის I

მეორე ამ სეზონზე ჯერ არ გახსნილა, ამიტომ ყველა პირველზე სრიალებს, არის ქართული ზედახორა, განსხვავებით გუდაურისგან საბაგიროზე ასასვლელად აქ თხილამურს იხსნი და ზედახორა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება

ტაქსი ბაკურიანიდან - 8 ლარი, 10-ს აფასებენ მაგრამ 8დ მიდიან, 5ად არა.
ერთი ასვლა 3 ლარი, 2საათი აქვს ვადა ბილეთს
დღიური აბონიმენტი 25 ლარი
ინსტრუქტორი 30 ლარი 1 საათი,
თხილამურის ქირაობა 10 ლარი 1 საათი, 20 ლარი მთელი დღე :)

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 09 იან 2010, 20:36
by Mrs. Robinson
ჰაი ლელ! :)
კარგია რომ გაყავი...

დიდველის პირველი ტრასის სიგრძეც გეცოდინება, სულ მაგას მეკითხებიან... დაახლოებით გუდაურის პირველის სიგრძეა ხო>

ისა და, ორლარიანი ავტობუსი რომ დადიოდა აღარაო.... ერთხელ დიდველიდან წამოგვიყვნა და ...........

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 09 იან 2010, 20:40
by Gvalva
ამბობენ 2 კილომეტრიო, გუდაურის პირველზე კარგა გრძელია

ავტობუსის არაფერი ვიცი :(, რაღაც მარშუტკა ახსენეს მაგრამ ვერ ჩავეძიე

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 09 იან 2010, 20:42
by Gvalva
mzevinari

ბავშვები რა ასაკია? :)

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 11 იან 2010, 00:00
by Skier
ეხლახანს ჩამოვედი ბაკურიანიდან. მოკლედ თოვლი არ ვარგოდა, მაგრამ ისრიალება მაინც. გუდაურის მერე კოშმარია იტოკში :D სრიალზე მეტად მანქანის დატესტვა მინდოდა თოვლში ...

Image Image

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 11 იან 2010, 10:42
by ilia
Gvalva wrote:მოდი გამოვყოთ ბაკურიანი ცალკე და ის თემა მარტო გუდაურის იყოს თორემ რაღაც არეულობაა და ვიბნევით

ბაკურიანის ამბები:

დიდველი:


დიდველის I ტრასა არის დამწებების ოცნება!! იდეალურია დამწყებებისთვის, არავითარი 25იანი ან გუდაურის I

მეორე ამ სეზონზე ჯერ არ გახსნილა, ამიტომ ყველა პირველზე სრიალებს, არის ქართული ზედახორა, განსხვავებით გუდაურისგან საბაგიროზე ასასვლელად აქ თხილამურს იხსნი და ზედახორა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება

ტაქსი ბაკურიანიდან - 8 ლარი, 10-ს აფასებენ მაგრამ 8დ მიდიან, 5ად არა.
ერთი ასვლა 3 ლარი, 2საათი აქვს ვადა ბილეთს
დღიური აბონიმენტი 25 ლარი
ინსტრუქტორი 30 ლარი 1 საათი,
თხილამურის ქირაობა 10 ლარი 1 საათი, 20 ლარი მთელი დღე :)
ძვირფასი ადამიანი (ადმინი) ხარ :!: :wink:

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 11 იან 2010, 10:47
by Tengo
ციცნცხალი ამბები გუდაურიდან:

გუშინ დავბრუნდი - ანუ 10.01-ში და მინდა გითხრათ რომ გუდაურში უკვე გაზაფხული დადგა! კარგი მარტის ამინდი იყო. სრიალს რაც შეეხება, მეორე, კუდები, მეოთხე და საძელე არის იდეალურ მდგომარეობაში. პირველი კი უკვე მოხრეშეს და ამ კვირაში ალბათ ასფალტის საფარსაც დააგებენ რომ მანქანემა უპრობლემოდ მოახერხონ მეორე საბაგირომდე ასვლა :):):)

ძალიან ვისიამოვნე! იყო ბევრი მზე, ბევრი თოვლი და დიდი მთები!

და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი ხალხი, რაც აურაცხელი რიგების წარმოშობას განაპირობებდა :(

ამ კვირაში თუ არ მოთოვა, გუდაურის სეზონი, ეჭვი მაქვს, ცოტა ხნით დაიხურება! :)

სეზონი 2009/2010, ბაკურიანი

Posted: 14 იან 2010, 22:14
by Moqandake
მიუხედავად მზიანი დილისა შუადღის შემდეგ ცოტა მოიღრუბლა, ყველა ელის თოვლს ბაკურიანში.

ხედი დიდველიდან

Image