Page 3 of 43

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 03:47
by VakhoVaxo
კი 2 ადგილი მაქვს ზუსტად :)

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 15:12
by zura N.
აბა როგორც ვატყობ ხურდება სეზონიიი... :D

რას იტყვით ახალი 2010 წლის სეზონი ხომ არ გაგვეხსნა 10 იანვარს (კვირას)?

რაც შეეხება ტრანსპორტს... დავაკოპირებ ტექსტს შარშანდელი სეზონის თემიდან...
zura N. wrote: მოკლედ როგორც ბიძაჩემმა მითხრა არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კაცი მოგროვდება 3, 4 თუ 10... კაცზე 10 ლარი და ნებისმიერ დროს, კვირის ნებისმიერ დღეს თანახმაა გუდაურში წასვლაზეეე... ტრანსპორტი არის მერსედესის მარკის მიკრო ავტობუსი... :wink:
მე მარტო კვირა დღეს მცალია ხოლმე სამწუხროდ.. :(
თუ თქვენ სხვა დღეებში მოგინდება წასვლა და ტრანსპორტი დაგჭირდათ დაგაკავშირებთ ბიძაჩემთან... :wink:

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 15:13
by zura N.
მაშ ასე ვინაა მსურველი 10 იანვარს კვირას გუდაურში წასვლიის?

1. ზურა ნ. :D
2. ?:arrow:

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 15:45
by ilia
მეც მინდა, მაგრამ 10 დღით ადრე ზუსტად ვერ დავგეგმავ წასვლას. თუ მოვახერეხე ჩვეულებრივ სამუშაო დღესაც მინდა ასვლა.

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 15:48
by Makena
10 იანვარი კვირაა, წეწვა-გლეჯა იქნება...
შუაკვირაში ერთი დღე რომ გამოგვეძებნა მაგრად ვისიამოვნებდით :roll:

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 16:12
by teo-
ილიას და მაკენას ვეთანხმები, თან კვირა დღეს ჩემნაირი ჩაინიკებისთვის მეტი შანსია ვინმეს ალეწვის ასე რომ :D

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 31 დეკ 2009, 18:00
by zura N.
სამწუხაროდ სამუშაო დღეებში ჩემი წამოსვლის შანსი არაა... :(

კვირას რამდენიმე კაციც რო მოგროვდეს წამომსვლელი მაინც წავალთ ალბათ... რა თქმა უნდა თუ არ ჩაიკეტა გზა მაგ დროს... თუ სხვა დღეებში წახვედით და დაგჭირდეთ ტრანსპორტი შეგიძლიათ აქ დაწეროთ ან დამიკავშირდეთ და დაგაკავშირებთ მძღოლთან... :roll: :)

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 01 იან 2010, 14:09
by Na-tia
მეც მინდაა :D მართალია, წელს პირველად დავდექი და ვარსკვლავებს არ ვწყვეტ, მაგრამ რამეს ვიზამ :D :D 12-მდე ნებისმიერ დღეს მცალია და 12 -ის მერე ნებისმიერ შაბათ-კვირას :)

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 01 იან 2010, 15:32
by Archil
შეიძლება მეც შემოგიერთდეთ

დამწყებების რიგში ვარ მეც, ასე რომ...

გაიწიე თორემ გადაგიარე :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 01 იან 2010, 16:36
by Makena
დამწყებებისთვის მითუმეტეს სამუსაო დღეს ჯობს ასვლა, შაბატ-კვირას ზედახორაა :)

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 01 იან 2010, 16:39
by qvevri
Archil
Makena
მეც დამწყები ვარ :wink: , ოღონდ ქრონიკულში გადამეზარდა დამწყებობა :(

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 01 იან 2010, 17:47
by გვალდა
წავიდეთ წავიდეთ წავიდეთ 8)

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 02 იან 2010, 01:58
by Makena
მაშ მივდივართ :)
ამინდის პროგნოზი უნდა ვნახოტ, გუდაურშიც სეიძლება დარეკვა და გარკვევა რა ხდება, ხვალ გავიგებ ზუსტად.

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 02 იან 2010, 11:37
by Wanderer
მეც შუა კვირაში მირჩევნია ყველანაირად, მაგრამ მომენატრა ორ ზურასთან ერთად სრიალი. :) დიდი ტრადიციები გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან და გუდაურთან. :D

რაც შეეხება დამწყებებს: არსებობს მეოთხე საბაგირო, რომელიც არის საუკეთესო დამწყებთათვის და რომელზეც შაბათ-კვირასაც არაა ბევრი ხალხი. ასე რომ ბევრს ნუ იფიქრებთ. :)

zura N.
1. ზურა ნ. :D
2. ზურა ე. ;)
3. :?:

ისე შეიძლება შუა კვირაშიც წამოვიდე. :D ვნახოთ.

სეზონი 2009/2010 გუდაური

Posted: 02 იან 2010, 12:30
by Na-tia
Wanderer wrote: რაც შეეხება დამწყებებს: არსებობს მეოთხე საბაგირო, რომელიც არის საუკეთესო დამწყებთათვის და რომელზეც შაბათ-კვირასაც არაა ბევრი ხალხი. ასე რომ ბევრს ნუ იფიქრებთ. :)
ძალიან კარგი :) ბევრი ფიქრი ისედაც არ მიყვარს და ამაზე მითუმეტეს :D ყველა ვარიანტში წამოვალ მეც, მალე წავიდეთ რა :D