Page 1 of 1

სრიალი თურქეთში?

Posted: 16 ოქტ 2009, 00:08
by Tengo
ხალხნო და ჯამაათნო,

არ ვიცი, არ ვიცი და ამბობენ ძალიან მაგარი ტრასები და სასტუმროები და პირობები და ფასები და ყველაფერიაო.... სადღაც ერზურუმთან...

ხომ არ გსმენიათ რამე? ან სასტუმრო კონტაქტები, ან ქართველი ოპერატორი ვინც ამ საქმითაა დაკავებული?

ყველანაირ ინფორმაციას დიდი სიახარულითა და მადლიერების გრძნობით შევხვდები!

იქნებ და აქაც კი გამოვიდეს რამე და გავკურცხლოთ თურქეთის მთების დასაპყრობად?

სრიალი თურქეთში?

Posted: 16 ოქტ 2009, 13:17
by Wanderer
@Tengo@
გაგვიგია და რასაც იძახი ყველაფერი სწორია. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და თუ მოვინდომებთ ოპერატორების გარეშეც გამოგვივა ეგ საქმე და შედარებით იაფიც დაგვიჯდება. :)

აგერ ერთ-ერთი დამსვენებლის შთაბეჭდილებები:
http://forum.ge/?f=69&showtopic=33930811

ასევე ქვემოთ თუ ჩახვალ პირველივე გვერდზე ტურისტული კომპანიის ტელეფონებსაც ნახავ, რომელსაც მიჰყავს ერზრუმში. ოღონდ შემდეგი გვერდების წაკითხვას არ გირჩევ: დავკალით ერთმანეთი კამათში. :D :D

ერზრუმის და პალანდოკენის სურათები გუგლში შეგიძლია ნახო. :)

სრიალი თურქეთში?

Posted: 16 ოქტ 2009, 14:28
by Tengo
Wanderer

კარგი კაცი ხარ შენ! :):):)

მოკლედ, თუ ვინიცობაა და ეგ ამბავი დაგეგმეთ, ერთი კაცის ადგილი მუდმივად გქონდეთ მხედველობაში.....

რას არ გაგაკეთებინებს ეს ადრენალინი რა! :)