Page 1 of 1

ექსტრა კლასის ღამისსათევი გუდაურში

Posted: 03 იან 2008, 19:55
by Giorgi Bagrationi
ჩემმა მეგობარმა გუდაურში იყიდა ბინა რომელსაც აქირავებს. თავად სახლი ისეთ ადგილასაა, რომ სათხილამურო ტრასაზე პირდაპირ ჩასრიალდებით და სრიალის შემდეგაც პირდაპირ სახლში შესრიალდებით. მუდმივად არის გათბობა და ყველა პირობა, რაც კომფორტულ ბინას მოეთხოვება, ერთი აივანი ხეობის მხარეს გადის, ხოლო მეორე, მთის მხარეს, მშვენიერი ხედით, დიდი ვერანდაა. ინტერიერში გუგა კოტეტიშვილის საუცხოო დიზაინით შესრულებული ავეჯია. თეთრეული იქ დაგხვდებათ. სამზარეულოში შეგიძლიათ ნებისმიერი კერძის დამზადება, ბუხარში მწვადების შეწვა. ბინა 5 დამსვენებელზეა გათვლილი და ერთი ღამისთევა $250 ჯდება (შესაბამისად 1 კაცზე $50), თუ 5 კაცი ვერ შეგროვდა, შესაბამისად 1 კაცზე გადასახდელი თანხა გაიზრდება. ერთ კვირიანი ქირაობის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლებაა. თუ უფრო დიდი ხნით გნებავთ, კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებაც შეიძლება.
თუ დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ, დარეკეთ ტელეფონზე რვა,ცხრა, ცხრა-ორმოცდაცამეტი-სამოცდათერთმეტი-ორმოცდასამი 899-53-71-43 და იკითხეთ მერაბი. უნდა უთხრათ, რომ მიზანდარის ბინის ქირაობა გსურთ.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს.
სალონი
Image

Image
ბარ-სამზარეულო
Image
საშხაპე
Image
WC
Image
საწოლი ოთახის კუთხე
Image
საძინებელი
Image
ხედი აივნიდან (ცუდ ამინდში)
Image
ხედი ვერანდიდან (ცუდ ამინდში)
Image
საშხაპე და საშრობი
Image

ექსტრა კლასის ღამისსათევი გუდაურში

Posted: 03 იან 2008, 21:07
by popins
ძალიან კაი ბინაა.აფსუს არ ვსრიალებ :(

ექსტრა კლასის ღამისსათევი გუდაურში

Posted: 03 აპრ 2008, 01:08
by Daniel
ეუფ კარგია მაგრამ ძვირი :) უცხოელებისთვის ზედგამოჭრილი.