Page 9 of 10

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 14 დეკ 2007, 21:53
by ლეონტი
Image

აი ეს ნახეთ რა ორიგინალია.

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 15 დეკ 2007, 02:20
by chamoxeuli bilbordebi
Gvalva wrote:მოკლედ, არ ვიცი ვიზამ თუ არა, მარა რომ ვქნა თქვენ მოუმზადებელი ხომ არ უნდა იყოთ... :D

ხო, ისევ და ისევ თოვლზე სავალი თვითნაკეთი ბადე-სტუპებით მინდა სადმე წასვლა...

სავარაუდო თარიღია 20დან ახალ წლამდე... დრო გვაქვს მსურველებმა როგორც გვინდა ისე დავამზადოთ ეს ფეხსაცმელები, მერე ვიპოვოთ თოვლი და გამოვცადოთ ჩვენი ნაკეთობები... სადღაც არის მსგავსი თემა მარა ეხლა ვერ დავლინკავ...

აბა ჰე, მსურველებმა ფუსფუსი დაიწყეთ :)

იდეის ჟმოტობა და ჩემი უფრო მაგარი უნდა იყოსო არა ვართ, თუ რამეს მოიფიქრებთ (კარგს) თქვით
რაო? ვერაფერი გავიგე

ფეხსაცმელი უნდა დავამზადო? :shock:

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 15 დეკ 2007, 03:01
by Gvalva
ლეონტი wrote:
Gvalva wrote:ისა, ოფტოპიკისთვის ბოდიში (საკუთარ თავს-თემა ჩემია(სხვა რომ არაფერი დავასახელო)) მარა, ამაზე რომ ჯდება ადამიანი, უკან რატომ არ ვარდება ვინ ამიხსნის?

Image
რაის ბოდისი ბატონო,
თემაც თქვენია და ფორუმიც.
:lol:
მაქედან იმიტო არ ვარდებიან რომ , მთისაა და დაღმართზე მოდიან.
ჩემი ქონების აღწერაში კი გეთანხმები :lol: მარა შეუძლებელია ეგ მხოლოდ ისეთი დაღმართი ადგილების მანქანა იყოს, სადაც ვაკე ფრაგმენტები არა :roll: ვაკეზე ხო წაიქცევა? (კახური აქცენტით)

გარდა მაგისა კიდე ამბობენ, ევროპაში ელექტრონზე უკარამენო... ხოდა გამაგებინეთ ეხლა როგორ??? როგორ??

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 15 დეკ 2007, 03:01
by Naia
Makena wrote:
Naia wrote:Gvalva
მეც შემოგიერთდები... და თუ ვერ გავაკეთე, ვიყიდი და ისე წამოვალ :)
Naia
მეც ყიდვა მომიწევს ვატყობ...აბა ბადმინტონის ჯოხებზე ეს 2 მეტრიანი კაცი როგორ დავდგე :lol: :lol: 8) თბილისში იყიდება ნეტავ სადმე?
თბილისში მგონი არ იყიდება :(

გამოწერა მოგვიწევს...

არადა, რა კარგი რაღაცაა

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 15 დეკ 2007, 13:56
by mika
ლელ ვიწროები უნდა გააკეთო თორე ტენისი ჩოგნის სიგანე რომ გააკეტო მოუხერხებელი იექნება გაგიჭირდება სიარული....

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 15 დეკ 2007, 19:22
by chamoxeuli bilbordebi
მაინც ვერ გავიგე რა უნდა გავაკეთო :roll:

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 15 დეკ 2007, 22:08
by ლეონტი
chamoxeuli bilbordebi wrote:მაინც ვერ გავიგე რა უნდა გავაკეთო :roll:
პირველი გვერდიდან დაიწყე და გაიგებ.
:wink:

Image

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 28 დეკ 2007, 03:45
by Gvalva
გამოცხადდა თუ არა 20 დეკემბერი თოვლასტების დამზადების საერთაშორისო დღედ, გოგონამ დამირეკა, აბასთუმანში მივდივარო... რადგანაც აბასთუმანი ფეხსაცმლის დამზადების საუკეთესო სახელოსნოა, წავედი. ეკიპაჟი: გოგონა, ლობო, მე. ელიავაზე გავიარეთ და უამრავი რამ ვიყიდეთ, თან სულ ამაზე ვმსჯელობდით და როდესაც მანქანაში ჩავსხედით და აბასთუმნის გზას დავადექით, ყველა ჩვენგანი თავის თოვლასტს უკვე ხედავდა :). უკვე ისიც მოფიქრებული გვქონდა როგორ დავიწყებდით და რა თანმიმდევრობით გავაკეთებდით. გზაში თოკის და ბადის დაწვნაზეც ვისაუბრეთ და მცირე უჩენიებიც გავიარეთ. გოგონა საჭიდან თვალს აპარებდა ხოლმე :).

როცა უშუალოდ საქმეს შევუდექით, გოგონამ ძალიან სწრაფად ისეთი კარგი კარკასი გააკეთა, ქარხნული გეგონებოდათ! ლობომაც მალე დაამზადა. მე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებზე ვმუშაობდი, კარკასს რომ არ ესრიალა თოვლზე, მარა როგორც გაირკვა ეს საჭირო სულაც არ იყო.

იმ ღამეს 05.30 დავიძინეთ და მხოლოდ ერთი ფეხის ლასტი გვქონდა ყველას. (ჩემი დამთავრებულიც არ იყო). ერთი თავისი და ერთი ლობოს ლასტით, გოგონა მაშინვე გავიდა თოვლში. მეორე დღეს, ვთქვით რომ ძაფი უფრო წვრილი რომ გვეყიდა და სეტკაც უფრო წვრილი მოგვექსოვა უფრო კაი იქნებოდაო, და გოგონას გაახსენდა ხახვის სეტკები (ბადურები) რომელიც სარდაფში აღმოაჩნდა და მეორე ფეხებზე ეს ბადეები გამოვიყენეთ.

Image

ლობოს თოვლასტი უფრო წვრილი მასალისგან იყო დამზადებული, რაც თურმე ჩემი ბრალი ყოფილა (ყველანაირი ვცადოთო, მე მითქვამს :oops: ), თანაც გრძელი იყო და ცოტა დაიღუნა.

Image

არ გაამართლა ასევე ხახვის ბადეებმაც, თოვლი ჩაიყარა შიგ და აღარ გამოიყარა. რადგან მე ძალიან მაინტერესებდა როგორ მოიქცეოდნენ ჩემი მარცხენა და მარჯვენა ფეხები, ბოლომდე ვიარე თოვლასტებით.

Image

მარცხენა ფეხი პირველ რიგში დაიღალა, იმიტომ რომ იმდენი თოვლი ჩაიყარა და ჩაიყინა ამ წვრილ ბადეში რომ ძნელი სათრევი გახდა.ჩვენი დაწნული ბადეები თავს მშვენივრად გრძნობდნენ!! ფეხი (ლასტიანად) თოვლში ეფლობოდა, ახალი მოსული თოვლი იყო, მაგრამ ფეხი არც ისე სველდებოდა და ამოღებაც არაფერ პრობლემას არ წარმოადგენდა.

Image

მოკლედ, მარჯვენა ფეხით ისე მივდიოდი, როგორც ჩვეულებრივ დავდივარ ხოლმე უთოვლო ზედაპირზე. მე ჩემს თოვლასტებს ფეხის დასამაგრებელი შუაში არ გავაკეთე, გარეთ მეტი ცარიელი ადგილი დავტოვე, ამიტომ ფეხების გან–განზე დადგმა არ მიწევდა და ესეც პრობლემას არ მიქმნიდა. ხახვის ბადიან ფეხებზე წინა თითების გამოსაყოფი ნახვრეტები არ გაგიკეთებია, ბადე ძალლიან დაჭიმული არ იყო და ამიტომ არც ამას პრობლემა არ შეუქმნია. ცხვირები ყველამ ავაპრეხინეთ და ეს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა ჩვენს თოვლასტებს :)

და ეს ფოტოც, არამარტო განწყობისთვის :)

Image

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 28 დეკ 2007, 03:57
by ლობო
wow ლელ რაკარგადმოჰკევი : )

ვაჰ სჰემლასტებზე მეცმაინტერესებდა რომსჰვადასჰვა მასალებისგანკოფილიკო :roll:

ჰოდა ეჰლა აი სჰენი ლასტების დატოვებულ ნაკვალევებს რომვუკურებ ტოვლზე ცოტაარიკოს მეცოდება ისადამაინი ვინც მაგადგილებსჰი სჰვენსსჰემდეგ გაივლის :lol:

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 28 დეკ 2007, 04:07
by Gvalva
ლობო

ხო, ასეთ ნაკვალევს რომ ადამიანი ნახავს... :)

Image

მეც მინდოდა რამე ახსნა-განმარტება დამეტოვა იქვე, მარა მეთოდი ვერ მოვიფიქრე როგორ გამეკეთებინა ეს :)

იქაურებმა ბევრმა გვნახეს და იმედია როცა "თოვლის კაცზე" ამბებს მოყვებიან რომელიმე სემინარზე, ჩვენც გავახსენდებით ვინმეს :)

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 28 დეკ 2007, 09:32
by popins
საღოლ გოგონას რა ფეიშენ ლასტები გაუკეტებია და

ისა მეგობრებო

ცხვირი აპრეხილი უნდა ჰქონდეს თუ?
ეგრე გამოგივიდათ?

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 28 დეკ 2007, 09:36
by Mta Mkvarebia
მაგრები ხართ!!!!!

მაინც ამოთხარეთ!!! :wink: :D

აი, მიყვარს ასეთი მიზანსწრაფული ადამიანები, თავისას რომ აღწევენ.

ჩემი რესპექტები და რევერანსები თქვენ! :D :D

ჰოოო, ისე ის ადამიანი მეც მეცოდება, მანდ რომ გაივლიდა თქვენს შემდეგ :wink: ვინ იცის მედიის წარმომადგენლებს ახლა სენსაციურ ინტერვიუს აძლევს მითიურ იეტებზე :roll: :D

ჰოოო, პრესას უნდა გადავხედო :roll: :)

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 28 დეკ 2007, 18:51
by ლეონტი
თოვლის კაცს ყველა გამორიცხავდა რადგან ამხელა ფეხის პატრონს , მინი ნაბიჯები მხოლოდ 1 შემთხვევაში შეიძლება გადაედგა:
თუ შარვალში გაუშვებდა, რაც აგრეთვე არარეალურია.
:wink:
საერთოში შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
ვიღაცას ხელოსნობის ნიჭი აღმოაჩნდა.

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 03 იან 2008, 18:42
by Mrs. Robinson
:shock: უდაოდ, შედეგმა მართლაც გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს!

ყოჩაღ თქვენ!

უკაცრავად და ამ ლამაზ-ლამაზი, ფერად-ფერადი თოვლასტებისთვის კარკასი რა მასალისგან დაამზადეთ?

ძალიან მოვიხიბლე!

ვიპოვოთ თოვლი!! ანუ თოვლასტები!!

Posted: 04 იან 2008, 13:41
by Gvalva
Mrs. Robinson

კარკასი დამზადებულია წყლის მილისგან, რომელიც იღუნება