ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"
Posted: 24 თებ 2007, 17:43
გთავაზობთ საკუთარ თარგმანებს, რომელიც ადრე ჟურნალ "გზაში" იბეჭდებოდა
ფრანგული ჟურნალი "არქეოლოგია", 2000.
"ანტიკური თოჯინები"
კერამიკის, ძვლის ნაჭრისა და სხვა, რელიგიური თუ სათამაშო დანიშნულების ფიგურები, მსოფლიო მუზეუმების პატარა, მაგრამ განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს.
თოჯინა, ერთი მხრივ, ბავშვის გასართობად შექმნილი უბრალო სათამაშოა, რომელიც გარკვეულ პერსონაჟს წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ეს სათამაშო სერიოზული შუამავალია ბავშვსა და გარე სამყაროს შორის, ისტორიულად კი, კაცობრიობის განვითარების სარკეც არის.
ანტიკური საბერძნეთის დროიდან დღემდე თოჯინების დიდმა ნაწილმა მოაღწია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნიდან მოყოლებული, თოჯინა ფართოდ გავრცელებული პროდუქციის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ანტიკური ბერძნული და რომაული თოჯინების უმეტესი ნაწილი ასაკოვანო შიშველი ქალის ფიგურას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი გამოკვეთილი მკერდია.
ძველ ეგვიპტეშიც ქალის უამრავი პატარა ფიგურაა ნაპოვნი სამარხებში, სახლებსა თუ ტაძრებში, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2130-1600 და 1552-1070 წლებით თარიღდება. ეს სათამაშოები დამზადებულია სხვადასხვა მასალისაგან: თიხის, ქვის, ხის, ძვლისა და ნაჭრისაგან. ამ თოჯინებისათვის დამახასიათებელია საგანგებო და ორიგინალური ვარცხნილობა.
სხვადასხვა ცივილიზაციიდან შემორჩენილ სათამაშოებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვლის თოჯინები, რომლებიც 5-დან 15 სმ-მდე სიმაღლისაა. გარდა სათამაშო დანიშნულებისა, მათ სხვა ფუნქციაც ჰქონდათ: ქალები მათ ამულეტებად ან სულაც, თმის სამაგრებად იყენებდნენ.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა "არქეოლოგიური სათამაშოების" სამყაროში შეაბიჯეს, განუწყვეტლივ თან სდევთ ერთი კითხვა: საქმე მართლაც სათამაშოებთან გვაქვს თუ რიტუალური დანიშნულების ნივთთან? ხშირად პასუხები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ზოგჯერ მას ბავშვის სამარხში ან კულტურულ ნაგებობაში აღმოჩენილი თოჯინის მიხედვით უნდა მივაგნოთ, მაგრამ აქაც რთულ პრობლემას ვაწყდებით... მაგალითად, ბერძენი გოგონები, გათხოვებისას თავიანთ თოჯინებს არტემიდეს ან რომელიმე სხვა ღვთაების უკვდავსაყოფად ქმნიდნენ. ამგვარად, სხვადასხვა ტაძარში უამრავი ანტიკური თოჯინაა ნაპოვნი.
ზოგჯერ, თოჯინებისა და რიტუალური დანიშნულების ნივთების ერთმანეთისგან გარჩევა პრობლემას არ წარმოადგენს: ავარაში აღმოჩენილია დამჯდარი ქალის 30 სმ-იანი ფიგურა, რომლის პოზისა და მრავლისმეტყველი ფიგურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფიგურას არანაირი კავშირი არა აქვს ს თოჯინასთან, ხოლო რაც შეეხება ათენში, ბენაკის მუზეუმში დაცულ უნიკალურ თოჯინებს, აქ თვალნათლივ ჩანს, რომ სათამაშოსთან გვაქვს საქმე. ამ მუზეუმის ძვლისა და ხისტანიანი თოჯინებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა 4 ნაკეთობა, რომლებსაც დღემდე შემორჩენილი აქვთ ორიგინალური ტანსაცმელი... მათ დღემდე მოჰყვათ სელის, შალის, ბამბის, ბოჭკოს, აბრეშუმის ტუნიკები...