ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

მიმდინარე და ადრინდელი არქეოლოგიური გათხრები

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by kotetbeli » 24 თებ 2007, 17:43

გთავაზობთ საკუთარ თარგმანებს, რომელიც ადრე ჟურნალ "გზაში" იბეჭდებოდა

ფრანგული ჟურნალი "არქეოლოგია", 2000.
"ანტიკური თოჯინები"

კერამიკის, ძვლის ნაჭრისა და სხვა, რელიგიური თუ სათამაშო დანიშნულების ფიგურები, მსოფლიო მუზეუმების პატარა, მაგრამ განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს.
თოჯინა, ერთი მხრივ, ბავშვის გასართობად შექმნილი უბრალო სათამაშოა, რომელიც გარკვეულ პერსონაჟს წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ეს სათამაშო სერიოზული შუამავალია ბავშვსა და გარე სამყაროს შორის, ისტორიულად კი, კაცობრიობის განვითარების სარკეც არის.
ანტიკური საბერძნეთის დროიდან დღემდე თოჯინების დიდმა ნაწილმა მოაღწია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნიდან მოყოლებული, თოჯინა ფართოდ გავრცელებული პროდუქციის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ანტიკური ბერძნული და რომაული თოჯინების უმეტესი ნაწილი ასაკოვანო შიშველი ქალის ფიგურას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი გამოკვეთილი მკერდია.
ძველ ეგვიპტეშიც ქალის უამრავი პატარა ფიგურაა ნაპოვნი სამარხებში, სახლებსა თუ ტაძრებში, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2130-1600 და 1552-1070 წლებით თარიღდება. ეს სათამაშოები დამზადებულია სხვადასხვა მასალისაგან: თიხის, ქვის, ხის, ძვლისა და ნაჭრისაგან. ამ თოჯინებისათვის დამახასიათებელია საგანგებო და ორიგინალური ვარცხნილობა.
სხვადასხვა ცივილიზაციიდან შემორჩენილ სათამაშოებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვლის თოჯინები, რომლებიც 5-დან 15 სმ-მდე სიმაღლისაა. გარდა სათამაშო დანიშნულებისა, მათ სხვა ფუნქციაც ჰქონდათ: ქალები მათ ამულეტებად ან სულაც, თმის სამაგრებად იყენებდნენ.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა "არქეოლოგიური სათამაშოების" სამყაროში შეაბიჯეს, განუწყვეტლივ თან სდევთ ერთი კითხვა: საქმე მართლაც სათამაშოებთან გვაქვს თუ რიტუალური დანიშნულების ნივთთან? ხშირად პასუხები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ზოგჯერ მას ბავშვის სამარხში ან კულტურულ ნაგებობაში აღმოჩენილი თოჯინის მიხედვით უნდა მივაგნოთ, მაგრამ აქაც რთულ პრობლემას ვაწყდებით... მაგალითად, ბერძენი გოგონები, გათხოვებისას თავიანთ თოჯინებს არტემიდეს ან რომელიმე სხვა ღვთაების უკვდავსაყოფად ქმნიდნენ. ამგვარად, სხვადასხვა ტაძარში უამრავი ანტიკური თოჯინაა ნაპოვნი.
ზოგჯერ, თოჯინებისა და რიტუალური დანიშნულების ნივთების ერთმანეთისგან გარჩევა პრობლემას არ წარმოადგენს: ავარაში აღმოჩენილია დამჯდარი ქალის 30 სმ-იანი ფიგურა, რომლის პოზისა და მრავლისმეტყველი ფიგურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფიგურას არანაირი კავშირი არა აქვს ს თოჯინასთან, ხოლო რაც შეეხება ათენში, ბენაკის მუზეუმში დაცულ უნიკალურ თოჯინებს, აქ თვალნათლივ ჩანს, რომ სათამაშოსთან გვაქვს საქმე. ამ მუზეუმის ძვლისა და ხისტანიანი თოჯინებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა 4 ნაკეთობა, რომლებსაც დღემდე შემორჩენილი აქვთ ორიგინალური ტანსაცმელი... მათ დღემდე მოჰყვათ სელის, შალის, ბამბის, ბოჭკოს, აბრეშუმის ტუნიკები...
Last edited by kotetbeli on 24 თებ 2007, 18:08, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by kotetbeli » 24 თებ 2007, 18:02

Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by kotetbeli » 24 თებ 2007, 18:04

Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by ketuna4 » 18 ნოე 2007, 13:59

kotetbeli

ძალიან საინტერესოა. შენ მრავალმხრივ განათლებული ადამიანი ყოფილხარ და სასიამოვნოა შენთან ურთიერთობა.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by Linda » 18 ნოე 2007, 20:42

საინტერესოა :roll:

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by shatilis asuli » 18 ნოე 2007, 21:58

kotetbeli
ნეტავ ვინ ამზადებდა ამ თოჯინებს? ბენაკის მუზეუმის თოჯინებით თამაშის წარმოდგენა, ცოტა გამიჭირდა.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by lama » 21 ნოე 2007, 15:36

სვანეთში იციან, ასეთ ფიგურებს აკეთებენ ცონისგან და მერე მათ თავიანთი დანიშნულებას ანიჭებენ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
x mindia x
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 06 დეკ 2007, 17:30
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by x mindia x » 08 დეკ 2007, 12:01

kotetbeli
საინტერესო თემაა ნამდვილად :) :roll:

User avatar
Niniset
ბოდიალა
Posts: 258
Joined: 14 სექ 2004, 17:34
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by Niniset » 08 დეკ 2007, 15:16

lama
რელიგიური_საკულტო დანიშნულება აქვს ალბათ...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by lama » 15 დეკ 2007, 13:06

flora wrote:lama
რელიგიური_საკულტო დანიშნულება აქვს ალბათ...
კი ნამდვილად და სვანეთში მათ

"ლემზირებს" ეძახიან
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nik@
ბოდიალა
Posts: 132
Joined: 27 ოქტ 2007, 17:49
Location: LaBoRaToRy,景都景
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by Nik@ » 09 იან 2008, 13:15

ანტიკური თოჯინები რომში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თოჯინა რომელიც იპოვეს 2000 წლის იყო. თოჯინა მშრალ ქვაში იყო ჩამარხული და დროის სვლას ამიტომ გაუძლო Image

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by Lola » 19 მარ 2009, 07:18

რატომ იყვნენ გონებაჩლუნგები კი არა და კოტე გამარჯობა =)
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
QALDEA
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 20 თებ 2009, 22:26
Location: LAPLANDIA
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by QALDEA » 21 მარ 2009, 22:48

არა მარტო სვანეთშია აღმოჩენილი ამგვარი "თოჯინები".

მათ საკრალური დანიშნულება ქონდათ და რომელიმე ღვთაებას განასახიერებდნენ..

მაგალითად , ადგილის დიდი დედა, ან ნაყოფიერების ქალგმერთი...

მოკლედ, საქართველოშიდაც არ გვაკლია ამგვარი არტეფაქტები
"ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ"

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by Tamari-ch. » 22 მარ 2009, 21:49

kotetbeli wrote:Image


თუ თოჯინაზე გამოსახული ორნამენტით ვიმსჯელებთ -
ეს თოჯინები რიტუალური უნდა იყოს -
სოლარული ნიშნებია გამოსახული.

User avatar
QALDEA
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 20 თებ 2009, 22:26
Location: LAPLANDIA
ანტიკური თოჯინები, ჟურნალი "Archaeology"

Post by QALDEA » 23 მარ 2009, 21:46

ჰო, ასეა.

მარჯვენა თოჯინის მარჯვენა ლოყაზე სავარაუდოდ მზე იგულისხმება (წრე წერტილებით (სხივებით) გარსშემოვლებული)...

თუ ეს ასეა და ეს ორი თოჯინა ურთიერთკავშირშია მაშინ მარცხენა თოჯინის წრეები სავარაუდოდ, შესაძლებელია მთვარედ ვიგულისხმოთ...

მთვარე (უმეტესად) როგორც ნახევარწრედ ან წრედ გამოისახებოდა...

მზის გამოსახულებაც გვხვდება მხოლოდ წრის საშუალებით გადმოცემული, მაგრამ რადგან მარჯვენა თოჯინის ლოყაზე მზის გამოსახვის მეტად გავრცელებული ვარიანტია მაშინ წრეების საშუალებით სავარაუდოდ მთვარე გვაქვს...

ეს ჩემი იდეაა... შეიძლება ვცდები...
"ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]