Page 1 of 4

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:00
by Mao
მოკლედ დავიწყებ მოყოლას იმით რომ შაბათს დილით ფარავნის ტბისაკენ გეზი გვქონდა აღებული მე და ჩემს შვილს ხოლო ყველაფერი ისე აეწყო რო გვალვა(ადმინი) "მოვხსენით" საგარეჯოს მარშუტკიდან და გავიყოლეთ ფარავანზე.
ფარავანზე წასვლის მიზეზი იყო ძალიან მნიშვნელოვანი კერძოდ კი: ფარავნის ტბაში 3.40 სმ-ზე აღმოაჩინეს ყორღანი (ქვების პირამიდა, სადაც საფუძველში ძალიან დიდი ქვები აწყვია ხოლო წვერში მათი ზომები მცირდება) პერიმეტრი ამ ყორღანის აღმოჩნდა 30მეტრი. მოკლედ ამ ყორღანის გამოსაკვლევ-დასაშლელად იქ მივლნილ იქნენ ბრიგადა მყვინთავებისა და არქეოლოგიების რომლებმაც ძალიან რთული სამუშაოები უნდა ჩაატარონ, რადგან მხედველობა წყალქვეშ არის 0 ხოლო წყლის ზემოთ კი დრო ცოტა.

მყვინთავების სამუშაო დრო არის 4 საათიო და იმდენად რთული სამუშაო რო ერთი 4 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ ისინი 2 დღეს ისვენებენ. არქეოლოგებსაც ძალიან სერიოზული სამუშაო ელით. ისინი ყველა ქვის აღწერა უნდა გააკეთონ და ქვა უკან დააბრუნონ.

Image


Image

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:20
by Mao
potoze ageben nagebobas romelits unda chadgan tsyalshi, 4 metramde chadis tsyalshi da zed dadeben pitsrebs, rom motavsdnen arqeologebi.
danarcheni shtabechdilebebi gagviziaros gvalvam :D

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:26
by Qurumi
თუ გაესაუბრეთ მონაწილეებს და რას იძახიან? სულ ყოველთვის მაინტერესებდა მაგ გათხრებზე ინფორმაცია და იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ თუ შეგიძლიათ...

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:29
by Gvalva
Mao

ასეთი საინტერესო ორი დღე დიდი ხანია არ მქონია!! დიდი მადლობა რომ მომეცი ამის საშუალება, მდაბიურად რომ ვთქვათ, ჯიგარი ხარ!! გაიხარე!! :D

ის რაც მაოს პირველ ფოტოზეა არის დანადგარი, რომელიც შეიტანეს ტბაში და იქ ჩადგეს, სადაც ერთ-ერთი მყვინთავი ზის, იმ ადგილზე ფიცარნაგს გააკეთებენ და ამოღებულ მასალას იქ დაათვალიერებენ. ტბა თვითონ ღრმა არ არის.
ეს ექსპედიცია საიინტერესოა იმითაც რომ რაც საჭიროა ფაქტიურად ყველაფერს თვითონ აკეთებენ. ეს კონსტრუქციაც თქვითონ მოუფიქრებიათ, სპეციალისტებისთვის უთქვამთ დაგვიმზადეთო, მარა იმდენი შეკითხვები და პრობლემები წამოუყენებიათ, ისევ ჩვენით გავაკეთოთ ჯობიაო და იქ ჩვენ თვალწინ ააწყეს/გადააბეს და წყალშიც შეიტანეს და დაამაგრეს.

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:32
by Mao
datsvrilebit jer aravis arapris tqma ar sheudzliat. shabatsdaitsyes samushaoebi, da xvdebat gautvalistsinebeli dabrkolebebits( teqnikuri). kvirs meqneba albat upro datsvrilebiti inpormatsia.

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:33
by mika
Mao
მე ის მაინტერესებს ყორგანი ვინ აღმოაჩინა ადმინის ნაირმა ყვინთვის მოყვარულმა დგილობრივმააა მწყემსმა თუ :lol: :lol: :lol:

ეს იმიტომ მაინტერესებს რომ იქ ერთ პჰოტოზე შორს წყალში რაგაც მოჩანს და ვიპიქრე რომ იმ ადგილზე ხომ არ არის ეს ყორგანითქო ანუ საკმაოდ შორს
ნეტა ვინ იპოვაა

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:38
by Mao
mika

daigupa adgilobrivi mamakatsi, da rodesats daitsyes dzebna grdzeli joxit, 2.5 m mere joxi chaercho 40 sm. xoda gaukvirdat.

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:45
by Qurumi
Mao
რატომღაც საეჭვოდ მიმაჩნია რომ მანდ ყორღანი იყოს. ძალიან მინდა მალე გამიქარწყლდეს ეს ეჭვები. ახალ ინფორმაციას იგდებ თუ არა ხელთ გვაცნობე :)

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:47
by Qurumi
ისე აქ რა შუაა მარა მაინც ვიტყვი რომ ძალიან საინტერესოა სიონის წყალსაცავის ფსკერი. გარდა იმისა რომ იქ სოფელი იყო, და ეკლესიაც კი შეიწირა მაგ წყალსაცავმა, თურმე არქეოლოგებს არ მისცეს საშუალება შეესწავლათ საკმაოდ დიდი და საინტერესო ფართობი

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 14:58
by gobe
Mao,
Gvalva,
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. საინტერესოა. ასე რომ, იმედია TV-ს პარალელურად, აქ ახალ-ახალ ინფორმაციას მივიღებთ პერიოდულად.
გმადლობთ :)

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 15:13
by Mao
gobe

is inpormatsia rats chven gveqneba sheidzleba ar gashuqdes

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 15:14
by Mao
Gvalva

ADMIN ar dadeb potoebs? pls

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 15:25
by Gvalva
ფოტოებს და ამბებს გვიან დავწერ რა სახლიდან, მარა ამ კოსტრუქციის შეტანა არ გადამიღია, რადგან სწორედ TV-სთვის ვიღებდი კამერით, ასე რომ მაგ პროცესის სანახავად უყურეთ იმედის არხს :)

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 18:04
by Gvalva
ფარავანის ტბას საკმაოდ დიდი ზედაპირი აქვს, ამიტომ ქარი საკმაოდ შლის ფრთებს და ტალღებიც შესაბამისად ბობოქრდებიან.

Image

ასეთი კონსტრუქცია გააკეთეს მარა ქარმა და ტალღებმა დაშალა და უკან გამოიტანეს. ნაპირზე ძირითადად ასეთი ფუსფუსი იყო

Image

ამოიტანეს ნაპირზე

Image

მაოს ჩატანილი გენერატორის წყალობით უფრო საფუძვლიანად გადააბეს

Image

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 18:07
by Gvalva
კვირას შუადღეს უკვე ყველაფერი მზად იყო

Image