Page 1 of 2

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 01 დეკ 2010, 14:09
by avtokh
3 ივლისს 101 წელი გახდა კუნძულ კრეტაზე ფესტოსის დისკოს აღმოჩენიდან. იტალიელი არქეოლოგის ლუიჯი პერნიეს მონაპოვარმა მეასე წლისთავზე თავდაყირა დააყენა ევროპის უძველესი ისტორია. 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით.

ფესტოსის დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. ფირფიტაზე საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველეს დედაღვთაება ნენა-ნანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის "შუშანიკის წამება" კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია. დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, რომ პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი არა უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი, პროტოქართული კულტურა გამოდის.

ფესტოსის დისკოს იდუმალებით მოცული ტექსტის ამოხსნას საუკუნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ევროპელი მეცნიერები. მხოლოდ ავსტრიელმა დოქტორმა ჰერბერტ ძებიშმა აირჩია კვლევის განსხვავებული მიმართულება, - შექმნა კომპიუტერული პროგრამა (პც), რომელშიც ნებისმიერი ენის ჩასმა შეიძლება და შემდეგ ხდება მათი შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისთვის. პროგრამას ერთადერთმა, პროტოქართველურმა ენამ უპასუხა. ძებიშმა გადაწყვიტა, ძველი ქართული ენა შეესწავლა, მაგრამ არ დასცალდა, 1993 წელს გარდაიცვალა. როგორც ჩანს, უძველესი ქართული ენით შესრულებულ ტექსტს ისევ ქართველის ხელით ეწერა ახსნა. ძებიშის ნაშრომებმა 19 წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, ამჟამად ცნობილ მეცნიერ გია კვაშილავას დაუკარგა მოსვენება და ფესტოსის დისკოს შესწავლა დაიწყო. შედეგმა ევროპა გააოცა.

2008 წლის 1-ელ ნოემბერს, ლონდონში, ბერლინგტონის სასახლეში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ქართველმა მათემატიკოსმა სამეცნიერო საზოგადოებას ამცნო, რომ თიხის ფირფიტაზე ნახატ-ნიშნებით დატანილი ტექსტი უძველესი ქართული ენით არის დაწერილი და საგალობელი "ნენანა" პელაზგურ-კოლხური ნაყოფიერების დედაღვთაება ნანას ეძღვნება. მასში გამოყენებულ სიტყვებს კი დღემდე ხმარობენ სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში.

გია კვაშილავას არგუმენტირებულმა ლინგვისტურმა თეორიამ ჩიხში მოაქცია პროტოქართველური კულტურის აღიარებისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილი მეცნიერებიც კი და ფესტოსის დისკოს საიდუმლო ამოხსნილად აღიარეს.

Image Image

აღნიშნულ დისკოზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია შემდეგ ვებ გვერდებზე:

ქართულად:
http://burusi.wordpress.com/2009/05/04/ ... %E1%83%93/

ინგლისურად:
http://en.wikipedia.org/wiki/Phaestos_Disc

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 01 დეკ 2010, 14:13
by avtokh
ძალიან საინტერესო აღმოჩენაა, მაგრამ ცოტა მეტი კვლევა ჭირდება უფრო, რომ გამყარდეს დისკოს წარწერების კოლხური წარმოშობა.

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 01 დეკ 2010, 22:59
by Ledi
avtokh
ძალიან საინტერესოა. ამ თემაზე რეპორტაჟიც გადაიცა ტელევიზიით. გამიხარდა ეს თემა რომ გახსენი. მართალია დიდი ტექსტების კითხვა მეზარება :) მაგრამ ეგ არაფერი, ასეთ საინტერესო თემებზე თუ დაწერ, გპირდები შენი ერთგული მკითხველი ვიქნები :D

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 01 დეკ 2010, 23:01
by Ledi
...და რაო მეცნიერებმა, ეგ დისკო კრეტაზე როგორ აღმოჩნდაო?

...........
...ჰოო, ამ კითხვაზე პასუხი საჭირო აღარ არის :)

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 01 დეკ 2010, 23:05
by Tamari-ch.
აღნიშნულ დისკოზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია შემდეგ ვებ გვერდებზე:

ქართულად:
რათა ბურუსი?
:roll:

აგერ თავად კვაშილავას საიტი

http://www.kvashilava-gia.com/geo/

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 01 დეკ 2010, 23:37
by Tamari-ch.
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3023&start=0

იყო თემა ამაზე

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 02 დეკ 2010, 09:48
by avtokh
Tamari-ch. wrote:http://karavi.ge/viewtopic.php?t=3023&start=0

იყო თემა ამაზე
არქეოლოგიის განყოფილებაში გადავათვალიერე და რომ ვერ ვიპოვე მიტომ გავხსენი ახალი თემა :) რაც შეეხება რატომ ბურუსი? რადგანაც სადაც მე წავიკითხე იქ ეგ წყარო იყო მითითებული და თან ბმული თავად გაშიფვრის ავტორის, გია კვაშილავას კვლევაზე გადადის.

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 22 თებ 2011, 21:46
by avtokh
მე მგონი ფესტოსის დისკო ბევრს არ აძლევს მოსვენებას და ცდილობენ გაშიფრონ თავისებურად და ისეთ დასკვნებამდე მივიდნენ, რომელიც სახეზე ღიმილს მოგგვრის და ჩაგაფიქრებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ფანტაზია. ფანტაზიამ რუსი "მეცნიერები და მკვლევარები" მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დისკო შეიძლება წინარესლავურ ენაზე იყოს დაწერილი და რომ თითქმის ნახევარი მსოფლიო კულტურა სლავურიდან მოდის, მათ შორის კრეტა-მიკენის კულტურულ პერიოდში მოსახლეობა წინარესლავურად საუბრობდა, ან კიდევ ეტრუსკები, ან დისკო ავსტრალიური წარმოშობის იყოს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ბმულში წაიკითხავთ და პატარა ვიდეოს უყურებთ ამ სლავურ "აღმოჩენებზე".
ესეც ბმული: http://tainy.net/12877-festskij-disk.html

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 22 თებ 2011, 22:02
by ლეონტი
პროტოქართული სულაც არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე.
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
და თუ რომელიმე ერი დაიჩემებს რაიმეს, მათ უდევთ წილი, ანუ მათიც იყო უხსოვარ დროში ეს ენა.
მოგგვარათ ღიმილი?
და აქვე ავღნიშნავ:
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა...

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 23 თებ 2011, 01:10
by Tamari-ch.
პროტოქართული სულაც არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე.
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
ნება მიბოძეთ ბატონო ლეონტი -
არ დაგეთანხმოთ...
:lol:

არასწორედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი

პროტოქართული კი არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე
პირიქითააა...

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 23 თებ 2011, 09:26
by qvevri
ლეონტი
Tamari-ch.
აზრზე არა ხართ თქვენ!
ფესტოსის დისკოზე მეგრულად წერია და არა პროტორომელიღაც ენაზე.
ასეა ეს :!:

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 23 თებ 2011, 10:19
by ლეონტი
Tamari-ch. wrote:
პროტოქართული სულაც არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე.
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
ნება მიბოძეთ ბატონო ლეონტი -
არ დაგეთანხმოთ...
:lol:

არასწორედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი

პროტოქართული კი არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე
პირიქითააა...
ვერ გავიგე რას გულისხმობ, მაგრამ გარწმუნებ კოლხურს რასაც უწოდებთ და მეგრულს გულისხმობთ აქ არაფერ შუაშია.და ეს ჩემი აზრი არაა.
იყო ენა რომელზეც მთელი დუნია მეტყველებდა და უხსოვარ დროში გარკვეული მოვლენების გამო ეს ენა დაიშალა.
თუმცა ამავე პირველი ენის მატარებელი ჯგუფი მოსცილდა იმ ადგილებს სადაც ენების დაშლის პროცესი გამოვლინდა და განსახლდა ვრცელ ტერიტორიაზე კავკასიიდან ესპანეთის ნახევარკუნძულის ჩათვლით.
შემდგომ მოხდა მათი დაქსაქსვა ასიმილაცია სხვა ენებტან და ტომებთან.
ესენი იყვნენ ებერები იგივე იბერები.

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 23 თებ 2011, 11:30
by Tamari-ch.
ვერ გავიგე რას გულისხმობ, მაგრამ გარწმუნებ კოლხურს რასაც უწოდებთ და მეგრულს გულისხმობთ აქ არაფერ შუაშია.და ეს ჩემი აზრი არაა.
მეგრული საერთოდ წარმოიშვა შუა საუკუნეებში
შეგვიძლია ვისაუბროთ ზანურ დიალექტზე, რომელიც ამავ დროს იყო კოლხურიც


იყო ენა რომელზეც მთელი დუნია მეტყველებდა და უხსოვარ დროში გარკვეული მოვლენების გამო ეს ენა დაიშალა.
თუმცა ამავე პირველი ენის მატარებელი ჯგუფი მოსცილდა იმ ადგილებს სადაც ენების დაშლის პროცესი გამოვლინდა და განსახლდა ვრცელ ტერიტორიაზე კავკასიიდან ესპანეთის ნახევარკუნძულის ჩათვლით.
შემდგომ მოხდა მათი დაქსაქსვა ასიმილაცია სხვა ენებტან და ტომებთან.
ესენი იყვნენ ებერები იგივე იბერები.
მაგ ენას ეწოდება პროტოიბერიული
და სამყაროს კი მედიტერანული
http://forum.ge/?f=9&showtopic=34177932&st=0


ფესტოს დისკო როცა შეიქმნა, ზანური - კოლხური უკვე არსებობდა

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 05 მარ 2011, 15:16
by kotetbeli
ერთი მაგალითი, ამონარიდი და მისი გაშიფრული თარგმანი სად შეიძლება ვნახოთ?

ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა

Posted: 05 მარ 2011, 20:20
by Tamari-ch.
kotetbeli wrote:ერთი მაგალითი, ამონარიდი და მისი გაშიფრული თარგმანი სად შეიძლება ვნახოთ?
http://www.kvashilava-gia.com/geo/index ... =7&lang=en