დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

მიმდინარე და ადრინდელი არქეოლოგიური გათხრები

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by Druides » 12 ოქტ 2009, 13:13

დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე 3000 წლის წინანდელი უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.
როგორც ''ინტერპრესნიუსს'' ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ნაქულბაქევის სამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა, როგორც დამარხვის წესის, ასევე აღმოჩენილი ინვენტარის თვალსაზრისით.
გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების დროს დაიწყო, როდესაც შუა საუკუნეების ხანის ნასახლარის ნაშთები და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა.
2007 და 2009 წლებში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივმა კომპანიამ IDP ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრის აგებას გეგმავს, არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა. მომავალში ძეგლის ტერიტორიაზე იგივე კომპანია ვალდებულებას იღებს ვიზიტორთა ცენტრი მოაწყოს, სადაც დამთვალიერებელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალის გაცნობის საშუალება მიეცემა.
ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. დიდი მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი რომის იმპერატორის ვესპასიანეს წარწერა (ახ.წ. 75 წელი).
ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. თვით სახელწოდება ნაქულბაქევიც, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება, ამაზე მიუთითებს.
თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები 6000-ზე მეტ წელს ითვლის. დედაქალაქი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარეობს და, ამ მხრივ, მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საყურადღებოა.
სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს უახლოეს მომავალში თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმ-საცავში გადაიტანენ, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 10 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატი ინახება.
ახალ აღმოჩენას დღეს, 12.00 საათზე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაათვალიერებენ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by qvevri » 12 ოქტ 2009, 14:37

ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ამ ყველაფერს გიგი უგულავა დაათვაიერებს....
პატრონს უბედუს :!:

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by QEBURIUS » 13 ოქტ 2009, 11:26

+1

აბა რა?! ვინ თუ არა გიგი?????? ეხლა ამხელა ამბით აღფრთოვანებული ცოლ-შვილებს 3 დღე საჭმელსაც კი არ ვაჭმევ!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by Tamari-ch. » 13 ოქტ 2009, 12:21

ყველაზე მეტად ის მესიამოვნა მერიის მოქმედებაში, რომ
გათხრების ადგილას გააკეთებენ დასათვალიერებელ პუნქტებს,
რაც ხელს შეუწყობს ზოგადად ტურიზმის განივითარებას.
ასეთი პუნქტები ვანშიც და დმანისშიც და კიდევ სხვაგანაც უნდა გააკეთონ -
ანუ მუზეუმი ღი ცის ქვეშ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by Kakha » 13 ოქტ 2009, 15:49

Tamari-ch.
დმანისში გაკეთდა და გაიხსნა კიდევაც ცოტა ხნის წინ რამდენადაც ვიცი.

ვანში კი შესამიშნავი ადგილოვრივი მუზეუმი უკვე კარგა ხანია არსებობს.

ისა და რა გაიგეთ ინტერპრესნიუსის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან? მე გავიგე ის, რომ ადგილ ნაქულბაქევში აღმოაჩინეს გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. სხვა ვერაფერი აღმოჩენებთან დაკავშირებით.

ახლა რაც შეეხება სიტყვების ხმარებას - მე მეჩვენება და მგონია შეიძლება თქვენც გაიზიაროთ ეს შეხედულება, რომ ჩვენმა ჟურნალისტებმა არ იციან სიტყვა "უნიკალურის" მინშვნელობა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სამაროვანი რაღაცა ნიშნით მართლაც უნიკალურია, მაგრამ მაშინ უნდა მითხრან რა ნიშანია ისეთი, რაში მდგომარეობს უნიკალურობა. თორემ გვიანბრინჯაოს სამაროვნები უამრავია საქართველოში აღმოჩენილი. ამდენად კიდევ ერთის აღმოჩენა არ იქნება "უნიკალური".

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by Tamari-ch. » 13 ოქტ 2009, 16:38

Kakha
ნაქულბაქევი აქვეა
მანდ ერთი პერიოდი (90-იან წლებში) ვმუშაობდი კიდეც -
დიდი დიღმის მეორე მხარესაა
1 წლის წინ მე და მარიამი ვიყავით იქ მისულები,
ფოტოები გადავიღეთ ეკლესიის-
რესტავრაცია მიდიოდა -
და მაშინ გვითხრა იმ ეკლესისის მამაომ -
მუშები მიწაში რაღაც ნივთებს პოულობენო..

გავიდეთ ერთხელ და დავათვალიეროთ....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5259
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by Makena » 14 ოქტ 2009, 10:32

საინტერესო აღმოცენაა, თუმცა არა უნიკალური.
სიტყვა უნიკალურს ქართულ ჟურნალისტიკაში ეტყობა სხვა დატვირთვა აქვს 8)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by QEBURIUS » 26 ოქტ 2009, 12:01

Makena wrote:საინტერესო აღმოცენაა, თუმცა არა უნიკალური.
სიტყვა უნიკალურს ქართულ ჟურნალისტიკაში ეტყობა სხვა დატვირთვა აქვს 8)
+1

ეტყობა ცოტცოტა "სომხური კოპლექსი" გვემართება
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

Post by აცაბაცა » 02 ნოე 2009, 12:40

kurush wrote:
Makena wrote:საინტერესო აღმოცენაა, თუმცა არა უნიკალური.
სიტყვა უნიკალურს ქართულ ჟურნალისტიკაში ეტყობა სხვა დატვირთვა აქვს 8)
+1

ეტყობა ცოტცოტა "სომხური კოპლექსი" გვემართება

"სომხური" არა "ჰაიასტანური"!!!! :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]