Page 1 of 1

უძველესი ქსოვილი

Posted: 12 სექ 2009, 01:09
by Tamari-ch.
რუნეტში ამას წავაწყდი
მაგრამ არაა ეს ამბავი აღწერილი ქართულ მასმედიაში -
რა გამოქვაბულია,
ნეტა სადაა?
:roll:

В Грузии нашли самые старые льняные волокна в мире
Ученые обнаружили в одной из пещер Грузии самые старые из известных на сегодняшний день льняных волокон. Статья с подробным описанием находки опубликована в журнале Science. Ее краткое изложение приведено в пресс-релизе Гарвардского университета, сотрудники которого принимали участие в работе.

Археологи работали в одной из пещер, расположенных у подножия Кавказских гор. Изначальной целью исследования был поиск пыльцы, поэтому ученые собирали образцы почвы и рассматривали их под микроскопом. Они обнаружили структуры, строение которых указывало на их искусственное происхождение. Ученые заключили, что перед ними фрагменты древних льняных волокон.

Радиоуглеродный анализ слоев почвы, где были найдены волокна, показал, что их возраст составляет около 34 тысяч лет. Все найденные до сих пор образцы волокон были как минимум на 6 тысяч лет моложе.

По мнению авторов, древние обитатели пещеры не выращивали лен, а получали волокна из диких растений, произрастающих в окрестностях. Полученные нити могли использоваться для производства одежды или сумок. Некоторые волокна были перекручены, и ученые предположили, что из них люди каменного века плели веревки.

Совсем недавно на дне моря неподалеку от острова Уайт в проливе Ла-Манш археологи обнаружили фрагмент веревки каменного века, сплетенной из стеблей растений
http://lenta.ru/news/2009/09/11/fiber/

უძველესი ქსოვილი

Posted: 14 სექ 2009, 14:21
by გვალდა
Tamari-ch.
ჰა, ამაზე ყვებოდა სხვა ახალი ამბებიც? ძუძუანას მღვიმეში (რა დასახელებაა :shock: :lol: ) აღმოაჩინესო პალეოლითის დროინდელი ტექსტილიო

Upper Paleolithic Textiles from Dzudzuana Cave
http://archaeology.about.com/od/middlep ... dzuana.htm

უძველესი ქსოვილი

Posted: 14 სექ 2009, 20:55
by Tamari-ch.
გვალდა
შეიძლება სწორედ ეს იყოს
რუსულ წყაროში არაა მითითებული
აღმოჩენის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები.

ისე სადაა ეგ მღვიმეები?
რა კუთხეა?

http://archaeology.about.com/od/dterms/ ... a_cave.htm

ნეკრესთანო?

უძველესი ქსოვილი

Posted: 14 სექ 2009, 22:49
by გვალდა
Tamari-ch.
უფრო იმერეთში, მდინარე ყვირილას ხეობაში. სხვაგან მოიხსენიება ყვირილას ხეობის მღვიმეებთან ერთად (სამერცხლე კლდე, სამელე კლდე, ძუძუანა) http://ka.wikipedia.org/wiki/დარკვეთის_ეხი
გაიგე ეხლა სადაა. :roll:

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 00:35
by Tamari-ch.
გვალდა
კახა სჭირდება ამას...
:D

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 01:35
by ARCHILI
ამან შეიძლება დაგაინტერესოსTamari-ch.

დარკვეთის ეხი

დარკვეთის ეხი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას, სოფ. ითხვისის ჩრდილოეთით (ჭიათურის რაიონი). 1968-1972 წლებში გაითხარა (ლ. ნებიერიძე) 5 კულტურის ფენა.

I, მეზოლითის ხანის ფენა. შეიცავდა კაჟისა და რიყის ქვის იარაღს.

II ფენაში არმოჩნდა ადრინდელი (უკერამიკო) ნეოლითისათვის დამახასიათებელი მასალა.

III, IV და V ფენებში ყვირილის ხეობის ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპებია წარმოდგენილი.

III და IV ფენებში დიდი რაოდენობით იყო კაჟისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღი, სამკაული, ძვლის ნაწარმი, მცირე რაოდენობით - გეომეტრიული ფორმის ჩასართები. კერამიკა მოვარდისფრო-მონაცისფროდაა გამომწვარი და გაპროალებული. გვხვდება წითლად გაპროალებული თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხებიც. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ყვირილის ხეობის მღვიმეებში (სამერცხლე კლდე, სამელე კლდე, ძუძუანა).

V ფენაში აღმოჩნდა კაჟის იარაღი, ფიქლის სამაჯურები და წარმოების ნაშთები. თიხის ჭურჭელი ორნამენტით ჰგავს ახშტირისა და ოქუმის მღვიმეების ენეოლითურ კერამიკას. V ფენა დაზიანებულია მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი ეტაპის სამარხებით.

დარკვეთის ეხში გამოვლენილი ენეოლითური კულტურა გარკვეულ სიახლოვეს იჩენს მაიკოპის კულტურასთან (ა. ფორმოზოვი, დ. თუშაბრიშვილი).


:!:

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 01:42
by ARCHILI
ძუძუანას მღვიმის ლითოლოგია, სტატიგრაფია და პალეონტოლოგიური მონაცემების მიმოხილვა

ზედაპალეოლითური სადგომი ძუძუანა მდებარეობს იმერეთის პლატოზე, კარსტულ მღვიმეში, ჭიათურის რ-ნის სოფ. მღვიმევის ტერიტორაზე, მდ. ნიკრისას ხეობაში ( მდ. ყვირილას მარჯვენა შენაკადი), მის მარჯვენა ბორტზე, მდინარის დონიდან 10-12 მ.-ზე (აბსოლუტური სიმაღლე 560 მ.), მღვიმე გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში, სიგრძე 160 მ. სიგანე შესასვლელში 22 მ., სიმაღლე - 15 მ. უჭირავს აღმოსავლეთ - დასავლეთ ორიენტაცია, დღის სინათლე მღვიმეში აღწევს 60 მ.

ძეგლი პირველად აღმოაჩინა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ 1966 წელს ბ-ნ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით (თუშაბრამიშვილი დ., 1969). მისივე ხელმძღვანელობით, ამავე წელს დაიწყო სტაციონარული გათხრები და გაგრძელდა 1975 წლამდე.

აღმოჩნდა 2 კულტურული ფენა, I ენეოლითურ-ადრებრინჯაო, II ზედაპალეოლითური. 1972 წლამდე ზედაპალეოლითური ფენა ითხრებოდა როგორც ერთიანი კულტურული ფენა, მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა მისი ლითოლოგიურად დაყოფა და ფაქტიურად მას მიება კულტურული ფენებიც. სულ გამოიყო 8 განსხვავებული ლითოლოგიური და 7 კულტურული ფენა. 1973 წელს ლითოლოგიური ფენები დ. თუშაბრამიშვილმა გააერთიანა ლითოლოგიურ დასტებში I, II, III. დღევანდელი ნუმერაციით B, C, D. ( B-ში შედის I-III კულტურული ფენები, C-ში შედის IV-VI ფენები, და D-ში VII-VIII).

1987-1989 წლებში ძუძუანას მღვიმეში გეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა მ. თვალჭრელიძემ, ხოლო პალინოლოგიური კვლევა დ. ლორთქიფანიძემ. გამოყენებული იყო, როგორც გეომორფოლოგიური, ასევე რენდგენო-სტრუქტურული და ქიმიური მეთოდები.

დადგინდა, რომ გამოქვაბულის დანალექების წარმოშობაში მონაწილეობს, როგორც ავტოტქტონური, ასევე ალოქტონური მასალა. დესკვამაციური მასალა მთელ ჭრილში თითქმის ერთსახოვანია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მთლიანი სისქის დალექვის დროს არ იცვლება შევსების წყაროები.

ძუძუანას მღვიმეში განახლებული არქეოლოგიური გათხრების და მასალის შესწავლის Dდროს 1996-2005 წ.წ.-ში ფაუნისტურ მასალაზე მუშაობა უფრო გაღრმავდა და სხვა კუთხით წარიმართა. გაი ბარ-ოზმა ჩაატარა ტაფონომიური და ზოოარქეოლოგიური ანალიზი (Bar-Oz, G.,et al.,2002). ძირითადად ყურადღება გამახვილდა ორ სახეობაზე - კავკასიურ ჯიხვზე (Capra caucasica) და პირველყოფილ ბიზონზე (Bison priscus). როგორც კვლევამ უჩვენა, ეს ორი სახეობა წარმოადგენდა ძუძუანას მღვიმის ადამიანების ძირითად სამონადირეო და საკვებ ბაზას. ტაქსონომიური კვლევა მიმდინარეობდა ბ-ნ აბესალომ ვეკუას ხელმძღვანელობით.

ძუძუანას მღვიმის ფაუნაში, სულ მცირე 28 სახეობაა გამოყოფილი. C ფენაში ბიზონი პროცენტულად უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი (40%), ხოლო D ფენაში იზრედბა კავკასიური ჯიხვის პროცენტული მაჩვენებელი (42%), ეს ორი სახეობა ცხოველთა საერთო რაოდენობის 90% შეადგენს, დანარჩენი სახეობებია ტური (Bos primigenius), კეთილშობილი ირემი (Cervus elapus), შველი (Capreolus capreolus), ტახი ( Sus scrofa), ცხენი (Equus caballus), მელა (Vulpus vulpes) და დათვი (Ursus spaleaus), სულ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. კავკასიური ჯიხვი ბინადრობს 800 მ.-დან 2.400 მ.-ის სიმაღლეზე კლდოვან მიდამოებში.

ამ სახეობისათვის დამახასიათებელია სეზონური მიგრაცია. ადრე გაზაფხულზე ჯიხვები მაღლა მთაში ადიან და გვიან შემოდგომაზე ჩამოდიან ტყიან მიდამოებში, ასეთივე სეზონური მიგრაცია ახასიათებს ბიზონს. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ძუძუანას მკვიდრნი ამ სახეობებზე შემოდგომაზე და ზამთარში ნადირობდნენ. ცხოველთა კბილებზე დაკვირვებამ კი აჩვენა, რომ ნადირობა ძირითადად ზრდასრულ ინდივიდებზე ხდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზედაპალეოლითელი მონადირე-შემგროვებლები გამოცდილი მონადირეები იყვნენ.

:!:

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 12:13
by Tamari-ch.
ARCHILI
მადლობა საინტერესო ინფოსთვის....

მართლაც საინტერესოა ეს ყველაფერი.

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 21:05
by Archil
კიდევ ახალი ინფო მაგ ქსოვილთან დაკავშირებით

გენეტიკური გამოკვლევის შედეგად, რომელიც ოქსფორდის მეცნიერებმა ჩაატარეს, მოცემული ქსოვილი თამუსიას პარალონის ნაწილი აღმოჩნდა.

ასე რომ კარავი ჯერ კიდევ 34 ათასი წლის წინ არსებობდა :wink:

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 21:15
by lama
Archil
:shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock:
მართლა :shock: :shock: :shock: :shock: :shock:

უძველესი ქსოვილი

Posted: 15 სექ 2009, 21:24
by Tamari-ch.
წინადადება შემომავქს-

გავეშუროთ მაგ მღვიმეებისაკენ
თან წავიყვანოთ თამუსია თავისი პარალონით -
და დავუბრუნდეთ დედა ბუნებას საცხოვრებლად....
:lol:

უძველესი ქსოვილი

Posted: 16 სექ 2009, 14:15
by Kakha
Tamari-ch.
მაგ მღვიმეებში რომ მიხვიდე თავლისთვის ხილულს ბევრს ვერაფერს ნახავ. კიდევ მეტი, მე თუ მკითხავ, ასეთ მღვიმეებში არც კი უნდა შეხვიდე. საქმე ისაა რომ ყოველი ასეთი ვიზიტით ჩვენ, მნახველები, რაღაცას ვაზიანებთ. სხვა თუ არაფერი ჩვენი სუნთქვით იქაურ მიკროკლიმატს ვცვლით. ცხადია ერთი შესვლით ბევრი არაფერი იცველბა, მაგრამ ერთი მნახველი, მერე მეორე, მერე მესამე და წასულია საქმე. თანაც როგორც თავიდან დავწერე არტეფაქტებს ვერ დაინახავ.

თუ მაინცა და მაინც წავლა გინდა შეიძლება ნახო მღვიმის შემოგარენი, ანუ სადაა, რა ჩანს, როგორი ტოპოგრაფიაა, მაგრამ შიგნით ჯობია რომ არ შეხვიდე.

უძველესი ქსოვილი

Posted: 07 სექ 2010, 11:36
by Niniset
Kakha
და ვინმემ ხომ უნდა გამოიკვლიოს იქაურობა? თუ მხოლოდ უცხოური საიტებიდან უნდა ვიგებდეთ ჩვენი ქვეყნის შესახებ რაღაცებს...

უძველესი ქსოვილი

Posted: 07 სექ 2010, 20:48
by Kakha
Niniset
სულ რამოდენიმე პოსტის ზემოთ წაიკითხე და ნახავ რომ მღვიმეს მრავალი წლის განმავლაობაში სწავლებდნენ. როგორც დაინახავ, 2005 წელს ჯერ კიდევ ექპედიცია მუშაობდა.
ასე რომ იკვლევენ.

ახლა თუ სამეცნიერო ლიტერატურას არ მიყვება კაცი და ყოველწლიურ საანგარიში სესიებს არ ვესწრებით ან არ ესწრებით ეს სულ სხვა საკითხია. შეიძლება სთქვა, რომ პოპულარული წერილებიც უნდა იწერებოდეს, ჰოდა მიხედონ ჟურნალისტებმა.

უძველესი ქსოვილი

Posted: 08 სექ 2010, 11:03
by Niniset
Kakha
მართალი ხარ იმაში, რომ პოპულარიზაცია აკლია ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს...