Page 1 of 2

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 04 აგვ 2009, 18:22
by Forest
ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის დაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით სამარხი აღმოაჩინა. არქეოლოგებმა ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები აღმოაჩინეს.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სამკაულების ოდენობა იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებიც გამოიძახეს. ამ წუთებში ბაგრატის ტაძრის მთლიან პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს

http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1

ამის გარდა ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია?

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 04 აგვ 2009, 22:07
by Nika
ბაგრატის ტაძარს სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იცავენ

ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე არავის უშვებენ. ტაძარში შესვლის და მუშაობის საშუალება არც ჟურნალისტებს ეძლევათ. ტაძარს სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იცავენ.
არქეოლოგებმა ახლად აღმოჩენილ სამარხთან დროებით მუშაობა შეაჩერეს, რადგან იქ ახლა ექსპერტები იმყოფებიან. ქუთაისში ჩავიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი განცხადებით, ბაგრატის ახალი აღმოჩენა სასიამოვნო საიდუმლოებას ახდის ფარდას.
ისტორიკოსების ვარაუდით, სამარხი ეკუთვნის ეგრის-აფხაზეთის რომელიმე დედოფალს, რომლის დადგენაც შესაძლებელია. სპეციალისტებისა და ექსპედიციის წევრების განცხადებით, დღეს აღმოჩენილ სამარხს, სიმდიდრითა და ოქროს რაოდენობით, საქართველოში ანალოგი არ აქვს.

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 04 აგვ 2009, 23:46
by burdula
ხალხშI უკვე ხმა დაირხა თამარის საფლავი იპოვესო,მე რაღაც არამგონია :roll:

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 05 აგვ 2009, 01:08
by Gvalva
სწორედ ქუთაისელი, სწორედ დაცვის თანამშრომელი, სწორედ ტელევიზორიდან მეუბნებოდა, ქუთაისში საბაგირო აგვიმუშავესოო, ეს არის მსოფლიოში ყველაზე პირველი საბაგიროო!!

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 05 აგვ 2009, 10:10
by u c h a
აუ მარტლა საინტერესო ფაქტია. ალბად ვინმე დედოფალია ან ვინმე დიდგვაროვანის მეუღლე ისეთ ადგილას იყო დამარხულიო.

გამოიკვლევენ და იმედია გვეტყვიან. :D :LOL:

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 05 აგვ 2009, 14:55
by გვალდა
უცნობი დეიდას სამარხის ფოტოები

http://viewmorepics.myspace.com/index.c ... 779&page=4

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 05 აგვ 2009, 15:51
by QEBURIUS
თუ მართლა IX-X საუკუნეებია ე.ი. ეგრის აფხაზთა სამეფოს კულტურაა. ეხლა იმ ხეპრე ბაგაპშმა თუ მოგვთხოვა მაიტათ ჩვენი დედოფლის ძვლებიო, ა?!


ხო მართლა, ბავშვობაში "ტომ სოიერის თავგადასავალი" ალბათ ყველას წაგიკითხავთ. ჩვენც მასსავით საგანძურის მაძიებლობა ხომ არ დაგვეწყო? მაინც დავდივართ, დავდივართ და ბარემ ხელს წერაქვებიც გავაყოლოთ... ამ აღმოჩენის შემდეგ მოტივაცია წესით უნდა გაგვეზარდოს

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 05 აგვ 2009, 19:43
by Makena
ხალხს უყვარს სენსაციები, ხვალ შეიძლება გვითხრან რომ ეგვიპტის რომელიღაც დედოფალიაო და საერთოდ - Europe started here :lol: :lol: :lol:

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 06 აგვ 2009, 13:05
by Tamari-ch.
თამარ მეფე გამორიცხულია

7 -8 საუკუნით თარიღდება.

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 14 აგვ 2009, 10:06
by masai11
აგერა ა, რაცხა ნახეს იმ ქუთაისში :)

Image


Image


Image


Image

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 14 აგვ 2009, 10:10
by masai11
სამკაულები ისეთია (საყურეები, ბეჭედი, სამაჯური) რომ ქალი თუ შეიმკობს თავს მაგისთანა რამეებით, მაგრამ ისე გამოიყურება რომ ალბათ გადრაცვლილია, ცოცხალი არ უნდა იყოს ეს ქალი. ის კია არადა იმდენი მიწა აყრია რომ ეჭვი მაქვს (არაფერს არ ვამტკიცებ და არავის არაფერს არ ვაბრალებ) რომ კაი ხნის დამარხულიც ყავს ვიღაცეებს :roll:

და თქვენ რას ფიქრობთ ყოლოფერ ამაზე :?:

:D

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 15 აგვ 2009, 11:01
by QEBURIUS
masai11 wrote: თქვენ რას ფიქრობთ ყოლოფერ ამაზე :?:

:D





1000 წელის მიწაში დების კვალობაზე ეს ოქროულობა რაცხა საეჭვოდ ბრჭყვიალებს.
აი ეს არის ჩემი კომენტარი :twisted: :evil:

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 15 აგვ 2009, 11:29
by Tamari-ch.
შემოაგზავნეს...
8)

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 16 აგვ 2009, 20:41
by masai11
kurush wrote:
masai11 wrote: თქვენ რას ფიქრობთ ყოლოფერ ამაზე :?:

:D



1000 წელის მიწაში დების კვალობაზე ეს ოქროულობა რაცხა საეჭვოდ ბრჭყვიალებს.
აი ეს არის ჩემი კომენტარი :twisted: :evil:
ხო რა, უეჭველი ლომბარდიდან აქვთ ამოტანილი სპეციალურად გადაღებისათვის :D
რავარც სათაფლიაზეა დინოზაურის ნაკვალევი, ისე ის სამკაულევბბია 1100 წლის ალბათ, მარა .... პრინციპში ბაჯაღლოს 1000 და გინდაც 2000 წელი ბევრს კი ვერფერს აკლებს :roll:
მე უფრო ლალისთვლიანი ბიჭდის თანამედროვე დიზაინი მაეჭვებს.

ბოლო-ბოლო კვტარი ხოა ნაღდი! :P :D :D

რა იპოვეს ქუთაისში?

Posted: 17 აგვ 2009, 11:12
by QEBURIUS
თუ ბაჯაღლოა ე.ი. მართლა "უტკაა." ბაჯაღლოს წარმოება პლანეტაზე მგონე ორასიოდე წლის წინ დაიწყო... მანამდე ამ დონემდე უბრალოდ ვერ ასუფთავებდნენ