არქეოლოგიური ვარაუდები

მიმდინარე და ადრინდელი არქეოლოგიური გათხრები

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by kotetbeli » 03 ოქტ 2005, 23:10

თქვენ რომ ძალიან შეძლებული იყოთ და ამასთან, გქონდეთ სურვილი, სად და რომელი ადგილის არქეოლოგიურ გათხრებს დააფინანსებდით საქართველოს მასშტაბით?
ჩემი ვარიანტები:
1. ჩვენი შავიზღვისპირეთის წყალქვეშა არქეოლოგიას დავაფინანსებდი.
2. არქეოლოგიური გათხრები სვანეთის ტერიტორიაზე ასევე უაღრესად საინტერესო იქნება.
3. ბაგინეთის გათხრებს.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Mao » 04 ოქტ 2005, 20:41

kotetbeli
რატომ ესეთი შეზღუდვა? შენ გაინტერესებს მხოლოდ ამ სამიდან ამოვირჩიოთ? ალბათ 2. და საერთოდ დაფინანსებას რომ ვაპირებდე, ჯერ გავერკვეოდი ან ავიყვანდი კონსულტანტს. ჩემიპასუხი ამიტომ საკმაოდ არა კომპეტენტურია :(
together on the top!!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by kotetbeli » 05 ოქტ 2005, 00:10

Mao
არა, არა, ეს ჩემი პირველი 3 ვარიანტია :D
მეორე: მე ვიგულისხმე ის, რომ თუ ამ განყოფილებაში შემოვა ვინმე, იმედია, არქეოლოგიით დაინტერესებული იქნება და თუ არქეოლოგიით დაინტერესებული იქნება, აუცილებლად ექნება ამ თემაზე ნაფიქრი, ჰოოოდა, მეც ის მაინტერესებს, ვის რა პირადი არქეოლოგიური ფიქრები, ვარაუდები და ოცნებები აქვს :D
თუ კონსულტანტზე მიდგა, აგერ kakha აქ არ გვყავს, თანაც ბევრს შეშურდება, ისეთი :D :D :D
ხო, ჩემი მე-4 ვარიანტი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, -კუნძული კრეტა 8) :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Kakha » 05 ოქტ 2005, 08:57

არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა არქეოლოგების წერეში: ”უნდა გაითხაროს არა ძეგლი არამედ პრობლემა”

ასეთი მიდგომა იდეალურის არქეოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარებისათვის, ტორემ იძულებითი გათხრები კი სწევს წინ საქმეს მაგრამ უფრო ნელა და ხშირად პრობლემაზე პასუხის გაცემაც არ ხერხდება. იძულებით გათხრებში ვგულისხმობ ახლამშენებლობებთან დაკავშირებლ გათხრებს ანუ ძეგლებს, რომლებიც იმოტომ ითხრება რომ არ განადგურდეს. ამის ბოლოდროინდელი ნიმუშია მილსადენის გასწვრივ მიმდინარე გათხრები.

იგივე თრიალეთ-ჯავახეთისათვის მე მაგალითად ასე დავსვამდი კითხვას (და აქ მგონია ორიგინალური არ ვიქნები) სად და როგორ ცხოვრობდა თრილეთის ბრწყინვლე კულტურის მატარებელი ხალხი. ამ კულტურას და მის მიერ დატოვებულ მართლაც ბრწყინვალე ნივთებს (რად ღირს თუნდაც თრიალეთის ოქროს თასი) ჩვენ მხოლოდ ყორღნებიდან (დიდი მიწაყრილიანი სამარხებიდან) ვიცნობთ. არადა ხომ ცხოვრობდა ეს ხალხი სადღაც და რაღაცა გარკევულ ცხოვრების წესს მისდევდა. აი ასე თუ შევხედავთ საკითხს მაშინ ის ადგილებიც და კონკრეტული ძეგლებიც გამოიყოფა რაც უნდა გაითხაროს.

ანდა უფრო ჩვენსკენ, ავიღოთ დრო საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბებიდან, თქვათ ფარნავაზიდან. გაგიკვირდებათ და ჩვენ ქართლის მეფეთა სახელები და მათი მეფობის წლებიც კი არ ვიცით. თავი გავანებოთ იმას რომ ქარტლის ცხოვრება, მოქცევაჲ ქართლისაჲ და სხვა ისტორიული წყაროები სხვადასხვა მეფეთა რიგს იძლევიან. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლებიდან აღმოჩნდა, რომ არიან მეფეები რომელთა არსებობის შესახებ საერთოდ არფერი ვიცოდით - არც სახელი არც მეფობის წლები და ა. შ.

ანდა იმავე პერიოდში, რა რელიგიოური სისტემ არსებობდა საქარ[ელოში. მარტივად დავსმავ კითხავას სად და რაზე ლოცულობდა მირიანი, ბოლო წარმართი მეფე საქარველოში. მიუხედავად მთელი რიგი გამოკვლევებისა საქარველოს წარმათული პანთეონისა და რელიგიური სისტემების შესახებ დანამდვილებით მაინც არაფერი ვიცით. ბოლო დროს თითქოს ისე ჩანს, რომ ჩვენში ზოროასტრიზმი იყო გავრცელებული ასე პირველი საუკუნიდან ან უფრო ადრეული პერიოდიდან, ალბათ აქემენიდური გავლენით.

ამ პრობლემასაც გათხრა უნდა და თუ მივაგენით ერთ სამფო არქივს, თუნდაც ადმინისტრციულს იქიდან უამრავ ინფორმაციას მივიღბთ.

მეორე მხირივ არ დაგავიწყდეთ ასევე ცნობილი არქეოლოგიური გამოთქმა ”გათხრილი არქეოლოგიური ძეგლი ძეგლი არ არის”/ რაც იმას ნიშნავს რომ ძელგი მხოლოდ ერთხე ითხრება და გათხრების შდეგად ნადგურდება. ამიტომ გათხრების ადგილი დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს და დაკავშირებული ინდა იყოს კონკრეტული პრობლემის კვლევასთან და არა ”საინტერესო”ძეგლის გათხრასთან.

დღეისათივს მგონი საკმარისია. რამდენიმე დღით გეშვიდობებით - ისევ მივლინებაში მივდივარ.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by kotetbeli » 09 ოქტ 2005, 22:40

ამ თემის გახსნა მარტო იმიტომ ღირდა, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი მიმეღო... :D ამ ტექსტს გადმოვწერ და ყურადღებით წავიკითხავ. დიდი მადლობა. :wink: :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by David » 10 ოქტ 2005, 14:47

Kakha

აუ შენ ძაან ნაუჩნი პადხადი გაქვს რა! :D ჩვენ აქ მხალად ვაცნებაბთ რა... :D ბებიის და ბაბუის პანტში :)
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Archil » 18 ოქტ 2006, 02:03

საქართველოში ბევრი არქეოლოგიური მასალაა, კარგი იქნება თუ ისტორიკოსებს დავიხმართ ამ საქმეში და არქეოლოგებთან ერთად წავალთ სადმე, თორემ ყველაფერს თავისი წესი აქვს და...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by lama » 18 ოქტ 2006, 16:26

იმედია განვახორციელებთ

და გავთხრით არა ძეგლს არამედ პრობლემას (კახამ როგორც თქვა) რა თქმა უნდა პროფესიონალებთან ერთად :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Forest » 19 თებ 2007, 20:17

Kakha,
ძალიან საინტერესო და სწორე მიდგომა გაქვს ამ საკითხისადმი. მე არქეოლოგი არ ვარ, ისე ძალიან მაინტერესებს ეს მეცნიერება.
შენ ჩამოთვალე შემდეგი არქეოლოგიური პრობელიმები:
1. "სად და როგორ ცხოვრობდა თრილეთის ბრწყინვლე კულტურის მატარებელი ხალხი"?
2."არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლებიდან აღმოჩნდა, რომ არიან მეფეები რომელთა არსებობის შესახებ საერთოდ არფერი ვიცოდით - არც სახელი არც მეფობის წლები".
3."სად და რაზე ლოცულობდა მირიანი"?

ამ პრობლემებს კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდი? ძალიან საინტერესო იქნებოდა....

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Forest » 22 თებ 2007, 22:27

ცნობილ პრობლემებს ვგულისხმობ, რაზეც მიდის არქეოლოგიური კვლევა, თორემ ისე ადამიანმა მართლა შეიძლება ათასი კითხვა დასვას?? :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Kakha » 23 თებ 2007, 10:27

Forest
რაღაცა ვერ გამოგეხმაურე კარგა ხანს. დიდი ბოდიში.
აი კიდევ ერთი პრობლემა - რას გიყება საქართველოს ისტორიაზე ფორტიფიკაცია. და აი რა იგულისმება - როცა ქვეყანაში სიმშვიდეა და მძლავრი ცენტრალური მართველობაა, როგორც წესი, ინდივიდუალური, იმ გაგებით რომ იცავენ გარკვეულ დიდებულს, გამაგრებები არაა ხოლმე (მაგალითად არაა გამგრებული ძალისა, რომაული ხანის დასახლება თუ მდიდრული ვილა). ამ დროს უფრო ქვეყნის სტრატეგიულ გამაგრებაზე ზრუნავენ და შენდება სისტემები რომლებიც გარკვეულ მხარეებს იცავენ. როცა შიდა აშლილობა იზრდება ჩნედბა ამა თუ იმ დიდებულის პპირადი თავდაცვის ნაგებობები რომელბიც მის პირად და მისი მამულების უსაფრთხოებაზეა გათვლილი. ასეთი მრავლადაა საქართველოში. უფრო გვიან როცა ლეკების რეიდები დაიწყო, და ეს მართლაც რეიდები იყო - გადმოდიოდნენ, ძარცვავდენენ და მიდიოდნენ უკან და თანაც არტილერია არ ჰქონდათ კახეთში დაიცყეს გალავნები შენება. ერთ-ერთი მშვენიერი ნიმუში სიღნაღია სადაც ჯერ გალავანი აშენდა სადაც მაზობელი სოფლებიდან შერბოდნენ, იკეტებოდნენ და ელოდებოდნენ ლეკების რაზმი როდის წავიდოდა. ლეკები, როგორც წესი, არც კი ცდილობდენენ ასეთი გალავნები თუ გამაგრებები აეღოთ რადგან არ უღიდათ არც ადამიანური რესურსის გამო და არც დროის გამო.

ჰოდა საინტერსო იქნებოდა საქართველოს ისტორია ციხე-სიმაგრეთა (ფორტიფიკაციის) კვლევასთან დაკავშირებულიყო და ისე წარმოდგენილიყო. საკმაოდ საინტერესო იქნებოდა გვენახა რა გამოვიდოდა.

User avatar
Holden
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივლ 2009, 12:47
Location: პოპოკატეპეტლი
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Holden » 10 აპრ 2011, 22:09

ხალხნო, კარავზე შესაბამისი თემა ვერ ვნახე და გავწყვიტე აქ ვიკითხო: ხვამლის მთასთან დაკავშირებული ჯიოტაჟის შეფასება მაინტერესებს პროფესიონალი არქეოლოგის მიერ.

აი, ამას ვგულისხმობ
http://www.ptpress.ge/index.php?option= ... a&Itemid=3

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by avtokh » 10 აპრ 2011, 22:38

Holden
ამ თემაზე ბევრს დავობენ მაგრამ საბოლოდ სანამ არშეისწავლიან იქ არსებულ ქვაბულებსა და მიმდებარე ტერიტორიას ზუსტად ვერაფერს გეტყვიან. მე მაქვს დოკუმენტური ფილმი ერთ-ერთი ექსპედიციისა და სადმე ავტვირთავ და შეგეძლება ნახო ის ქვაბული რომელზეც საუბარია ამ სტატიაში.
Image

User avatar
Holden
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივლ 2009, 12:47
Location: პოპოკატეპეტლი
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by Holden » 10 აპრ 2011, 22:42

avtokh

აუ, ძალიან მაინტერესებს. წინასწარ მადლობა, თანაც დიდი!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
არქეოლოგიური ვარაუდები

Post by avtokh » 10 აპრ 2011, 23:38

http://up.jeje.ge//download.php?id=B5E3CB1837 აქედან შეგიძლია გადმოიწერო. დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილია ეს, მეორე ვერსად მოვიძიე.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]