წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

მიმდინარე და ადრინდელი არქეოლოგიური გათხრები

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 08:42

შაბათ-კვირას, 2-3 ივლისი, ვიყავი სტურმრად წალკის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ჩემს მეუღელსთან და ბავშვებთან ერთად.

ექსპედიცია მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კორიდორში. უფრო სწორედ ნავთობსადენი უკვე ჩადებულია, ახლა მის პარალელურად გაზსადენს დებენ.

სოფელ საფარ-ქარაბასთან გაზსადენი გადის ძვ. წ. მეთხუთმეტე-მეტოთხმეტე საუკუნის სასაფლაოზე (ნეკროპოლზე). სწორედ ამ ადგილს თხრის წალკის ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს გოდერძი ნარიმანიშვილი. ექპედიცია ალბათ ივლისის ბოლომდე იმუშავებს.

გადავიღე რამდენიმე ფოტო რომელსაც დავდებ

გათხრები ასე გამოიყრება (ამაზე დიდი ფართობის ერთდროული გათხრები საქარ[ელოში სხვა მე არ მეგულება და არც წარსულში ყოფილა. სიგანე დაახლოებით 30 მეტრი და სიგრძე 1200 მეტრი).

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 08:45

ქვის წრეები რომ ჩანს წინა სურათში ეს სამარხებია. ცენტრში მიცვალებულია ხოლმე დასაფლავებული, როგორც წესი წევს გვერდზე მოკუნტულ მდგომარეობაში.

სამარხი გახსნამდე ასეთია

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 08:46

ისტორიული ფოტო საქართველოს მომავალი იყურება საქართველოს მოვავლის მილიდან (ჩემი შვილები ამხანაგთან ერთად)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 08:47

პატარა არქეოლოგები სამარხის გათხრისას (უფროსების ზედამხედველობის ქვეშ უფლება მისცეს ცოტათი გაეთხარათ)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 08:48

პატარა არქეოლოგების მშობლები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 08:58

ბავშვის სამარხი - კარგად ჩანს ბავშვის ჩონჩხი და ჩაყოებული ნივთები

ერთი გადახვევა, ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, უფრო დიდი მნიშვნელობა გთხრილ მასალაში თვალით უხილავ ნივთებს აქვთ. მაგალითად ახლა აკეთებენ ქოთნებში შემორჩენილი მიწის ანალიზს და იგებენ რა გაატანეს საგზლად იმ ქვეყნად მიცვალებულს. ამ ქონების მიწის ანალიზი ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ შარშანდელი ანალიზიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ქოთანში იყო თაფლუჭი (თაფლისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი), ხაშლამა - ძვლების გარდა, რომლებიც გადარჩა ქოთანში გაირკვა, რომ ისინი ნიახურთან ერთად იყო მოხარშული, ზეთი და ა. შ.

გარდა ამისა აკეთებენ მიწის ანალიზს მიცვალებული კუჭის არეში და ადგენენ თუ ბოლოს რა ჭამა ანდა თუ შესაძლებელია რა ავადმყოფობამ მოკლა. კიდევ მეტი, აკეთებენ მიწის ანალიზს თავის ქალის გარშემო. საქმე იმაშია, რომ ჩვენი თმა მშვენიერი დამჭერია მტვრის, მათ შორის ყოველგვარი ყავაილისა თუ ზოგადად მცენარის და მიუხედავად იმისა, რომ თმა აღარ არსებობს, მტვერი იქვეა და მისი ანალიზით შეიძლება დადგინდეს როდის გარდაიცვალა ეს პიროვენება (სხვადასხვა მცენარეები, სომ სხვადასხვა დროს ყვავიან), ანდა როგორი იყო მცენარეული ისაფრი იმჟამად და შესაბამისად როგორი იყო კლიმატი. მოკლედ, ამისთანა კვლევებსა და მათ შესაძლებლობებს არა აქვს საზღვარი.

ახლა კი ისევ ბავშვის სამარხს დავუბრუნდეთ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 09:01

ეს კი ზრდასრული ადამიანის სამარხია. ალბათ მამაკაცის. ჩენს წამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე სამარხის წენტრში გამოჩნდა მისი თავის ქალა, ხოლო როცა უკვე გამზადებულები ვიყავით წამოსასვლელად სამარხის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა ბრინჯაოს სატევარი ძვლის სახელურით. იქვე იყო შეწირული (ალბათ) ცხოველის ძვლები.

ესაა სამარხის ზოგადი ხედი

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 09:03

ბოლო ფოტო - სატევარი, რომელიც აქ კარგად ჩანს.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 09:04

დიდი მადლობა გვალვას, რომელმაც ფოტოები დამიპატარავა, თორემ მე ვერ მოვახერხე ჩემი სოფტით.

User avatar
nunuka sharvashidZe
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 20 მაი 2005, 09:47
Location: Tbilisi
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by nunuka sharvashidZe » 07 ივლ 2005, 09:20

აღფრთოვანებულივარ ეს ინფორმაცია მართლაც ზალიან საინტერესოა და საიტი კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ რომ ჩვენ მომავალშიც ბევრ ახალს გაგვაგებინებთ თუნდაც ძალიან მაინტერესებს გამოკვლევების პასუხები მაგალითად რა ასაკის არის სამარხი ან სხვა საინტერესო ინფორმაცია. თქვენ ალბათ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ განვითარებულ ამბებს და იმედიმაქვს ჩვენც გაგვაგებინებთ,

ფოტომასალამ რათქმაუნდა შთამბეჭდავი ეფექტი იქონია და ამაზეც დიდი მადლობა.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Gvalva » 07 ივლ 2005, 10:17

კახა, როგორც ყოველითვის საინტერესოდ აღწერე ყველაფერი. დიდი მადლობა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო რომ თქვი, ჩვენი იქ ყოფნის დროს იპოვეს რაღაცეებიო. რა თქმა უნდა ყველაფერს როდისღაც პოულობენ მარა, როცა ამას საკუთარი თვალით ხედავ ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

ახალი ტექნოლოგიები რამე ახალს უნდა შეიცავდნენ ცხადია მარა
აკეთებენ მიწის ანალიზს მიცვალებული კუჭის არეში და ადგენენ
ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა :)

და კიდევ ერთი შეკითხვა. "ზრდასრული ადამიანის სამარხი" ზუსტად ის ტერიტორიაა გათხრილი სადაც საჭირო იყო, ამის განსაზღვრა ალბათ რამე ასევე თანამედროვეთი ხდება ხო?

და კიდე... რა უცნაური მიწაა ამოთხრილის ირგვლივ, ბალახი რატომ არ არის?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 10:50

დამავიწყდა თავში მეთქვა ეს სამაროვანი ცნობილია 40-50-იანი წლებიდან. წალკის წყალსაცავს რომ აგებდნენ მაგ რეგიონში მუშაობდა, ალბათ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგი, ბორის კუფტინი, რომელიც საქართველოში ოციანი წლების ბოლოს ჩამოვიდა და მას მერე მთელი ეპოქა შექმნა.

სწორედ მან აღმოაჩინა ცნობილზე-ცნობილი თრიალთის ოქროს თასი და საერთოდ მან გამოყო როგორც დღს უწოდებენ თრიალეთის ’ბრწყინვვალე’ არქეოლოგიური კულტურა.

ბორის კუფტინმა მიაგნო ამ სამაროვანსაც.

რაც შეეხება რატომ არაა ბალახი - უბაროლოდ იმიტომ, რომ უკვე მთელი ფართობზე ე.წ. კორდი ანუ ბალახოვანი ფენა უკვე მოჭრლი იყო. ჰოდა, სამარხებიც გამოიკვეთა. ამ ტერიტორიაზე ქვები არაა, ანუ რაც კი რამ ქვებია ყელა! ადამიანის მიტანილია. ეს მაგრა აადვილებს სამარხების ძებნის პროცესს. სტანდარტული წესით სამარხის როგორც ეძახიან კამერა ცენტრშია ხოლმე ამიტომაც ბავშვის და მოზრდილის სამარხებიც რომლებიც ფოტოებზეა ადვილი დასაჭერი იყო.

არის კიდევ რაღაც-რაღაც მუღამები თუ როგორ იპოვო სამარხები (არავითარი ჰაი-ტექი) მაგრამ ამაზე მომავალ ლაშქრობებში მოგიყვებით.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by ilia » 07 ივლ 2005, 11:37

Kakha
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ექსკურსიისთვის.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by mika » 07 ივლ 2005, 11:50

Kakha
ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო......მე პირადად იმდენა მაინტერესებდა მსგავსი გათხრები ბავშვობაში რომ ვაპირებდი წავსულიყავი და რამე გამეთხარა ჩემს სოფელში :lol:

ისე როგორც ვიცი არსებობს ე.წ. არქეოლოგიური ტურიძმიც რომელიც მდგომარეობს შემგეგში: იკრიბებიან თანამოაზრეები (აფსოლიტურად დილეტანტები) და მიდიან ისეთ ტერიტორიაზე სადაც ადრე იყო ნახალაქარი..ანდა რაიმე მსგავსი ..იმ ტერიტორიებში დასცემენ ბანაკს და თხრიან პოულობენ მონეტებს და მსგავს ნივთებს ეს ძალიან მაგარი აზარტია და ბევრი ადამიანია ამ აზარტიტ შეპყრობილი....

რათქმაუნდა ეს უნდა იყოს ისეთი ტერიტორია სადაც ესეთი დილეტანტები ვერ შეძლებენ დააზიანონ არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილები...

მემგონი ასეტი თურიზმისატვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი....

მე ოცნება მაქვს რომ წავიდე სადმე და რაიმე მონეტა ანდა ნივთი აღმოვაჩინო.......

ესეთი ადგილები როგორც ვიცი ძირითადად ძველი ბიზანტიის ქალაქსახელმწიფოების ტერიტორიებზე ტარდება........
medical student

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
წალკის არექეოლოგიური ექსპედიცი&#

Post by David » 07 ივლ 2005, 11:52

ilia

ეხლა ისევ მადლაბები დაიქყა კახას მისამართით :) არა ისე ძველი ამბები გამახსენდა - ორი წელი ვიმუშავე არქეოლოგიურ ექსპედიციაში
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]