Page 1 of 1

რუსთავში რაღაც აღმოაჩინეს

Posted: 15 მაი 2007, 00:58
by popins
ტვ _ში თქვეს და ხომ არ წავსულიყავით. ჰა ? აქვეა ყურის ძირში

რუსთავში რაღაც აღმოაჩინეს

Posted: 15 მაი 2007, 10:24
by Giorgi Bagrationi
popins
უფრო კონკრეტულად ხომ არ გახსოვს რა თქვეს, რა არისო და სად?

რუსთავში რაღაც აღმოაჩინეს

Posted: 15 მაი 2007, 11:24
by popins
ქალაქის ცენტრში გათხრები მიმდინარეობსო. ადრეული ნამოსახლარები აღმოაჩინესო :) სიურპრიზები აწი იქნებაო

რუსთავში რაღაც აღმოაჩინეს

Posted: 15 მაი 2007, 14:31
by Kakha
ნუ უჯერებთ ქართველ ჟურნალისტებს - ყოველ შემთხვევაში შეეცადეთ ყუარდღებით მოუსმინოთ და მერე შეამოწმოთ რას იტყუებიან, რას ვერ იგებენ და ამიტომ სისულელეს ამბობენ და რას მართალს ამბობენ (ბოდიშს კი ვიხდი ფორუმელი და სხვა ჟურნალისტების პროფესიული თავმოყვარეობის ცოტა არ იყოს შელახვისათვის, მაგრამ ასეა და რა ვქნა).

თუ კარგად მოუსმინეთ არმოჩენებზე გულისამჩუყებელი ტირადის შემდეგ თქვეს რომ გათხრები განახლდა - ანუ არანაირი ახალი აღმოჩენა არაა. წელბის წინ მიტოვებულ გათხრებს დაუბრუნდნენ.

თუ კიდევ უფრო კარგად მოუსმინეთ მაშინ გაიგებდით, რომ ჟურნალისტმა რომელიც კადრში არ ჩანდა მაგრამ ამბებს გვიყვებოდა ასეთი რამ თქვა ნამოსახლარზე აღმოჩენილიაო ქვევრებიო, დოქებიო და სამოვრებიო. ხო, ხო სამოვრებიო. გავუკეთო ახლა ამას კომენტარი.

რაც შეეხება ნახვას. რა ვიცი თუ რამ სპეციალური ინტერესი არ გაქვთ, ჩემი გამოცდილებით, სამოსახლოების გათრების ნახვა საკმაოდ არაეფექტურია. ნახავთ რიყის ქვებისგან აშენებული კედლების ფრაგმენტებს, რამდენიმე დამტვრეულ ქვევრს და დამტვრეული კერემიკის ფრაგმენტებს.

სწორად გამიგეთ, სამოსახლოები გაცილებით უფრო ინფორმატულია ვიდრე სამაროვნები, მაგრამ იმისთვის რომ საინტერესო სანახავი იყოს მოსამზადებელია, გასააზრებელია ექსპოზიცია, რა უნდა გვანახონ და რა უნდა მოგვითხრონ, თორემ დღევანდელ მდგომარეობაში არაპროფესიონალებისათვის არაა ხოლმე საინტერესო.

რუსთავში რაღაც აღმოაჩინეს

Posted: 15 მაი 2007, 15:33
by popins
Kakhaოკ,მე კი მეგონა,აუფ რაღაც ხდება მეთქი
:D

რუსთავში რაღაც აღმოაჩინეს

Posted: 04 ივნ 2007, 11:56
by ira
ძალიან თუ გაინტერესებთ მე გეტყვით :) მე თვითონ რუსთაველი ვარ ...
არ ვიცი რამე ახალზეა საუბარი თუ არა, მაგრამ რაც შეეხება, გათხრებს, დიდი ვერაფერი, წლების წინ რუსთავის ეკლესიის ეზოში აღმოაჩინეს სამარხები, ატყდა დიდი ამბავი, გადატხარეს და გადაჩიჩქნეს ტაძრის ეზო, მერე ასე უპატრონოდ მიატოვეს და წავიდნენ, წელს მამაოების და ეკლესიის მრევლის დიდი ძალისხმევის შედეგად, ამ თხრილში მიწა ისევ ჩაყარეს და ეზომაც ადამიანური სახე მიიღო...
ასე რო, ვისაც ძალიან აინტერესებდა ამ სამარხების ნახვა, მინდა იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ დაგაგვიანდააააააათ :) :)

თუ რამე სხვა გატხრებზეა საუბარი, მაშინ მე პას, არაფერი მსმენია :) :)