Page 8 of 21

2007 წლის იდეები

Posted: 25 მაი 2007, 11:59
by paata_
ტყიბულის რაიონის სოფელ ყუმისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღაც არის დიდი კარტული მღვიმე რომელშიც მიწისქვეშა ტბაა . ლამაზიოა ოხერი ( ნეტა სიბნელეში რა დაინახეს? ) აი მაგას ვნახავდი.
მართლა ძალიან ლამაზია
კომუნისტების დროს განათება იყო მთავრობის წევრები დადიოდნენ საქეიფოდ

2007 წლის იდეები

Posted: 25 მაი 2007, 18:34
by masai11
paata_ wrote:
ტყიბულის რაიონის სოფელ ყუმისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღაც არის დიდი კარტული მღვიმე რომელშიც მიწისქვეშა ტბაა . ლამაზიოა ოხერი ( ნეტა სიბნელეში რა დაინახეს? ) აი მაგას ვნახავდი.
მართლა ძალიან ლამაზია
კომუნისტების დროს განათება იყო მთავრობის წევრები დადიოდნენ საქეიფოდ
ხოხ! :roll:
ეს კომუნისტი წევრები (მთავრობის) რა სპელეოლოგები ყოფილან.
ამ ზაფხულს 60 გრადუსიან სიცხეებს გვპირდებიან და ..... ერთი კაი სასადილოს კი ამუშავებდა კაცი მაგ გამოქვაბულში. მამენტ სათაფლიის გამოქვაბულშიც . აჰ! რა ჯობია?! დავაქვათ მერე "იურული პერიოდის სახაშე" ან " იურული პერიოდის სანაყინე" :lol:

მართლა და უნახავს ვინმე აქაურს ეს გამოქვაბული?

2007 წლის იდეები

Posted: 25 მაი 2007, 19:15
by paata_
masai11

მე ვარ ნამყოფი, ტყიბულში სახლი მაქვს და შეგვიძლია წვიდეთ

2007 წლის იდეები

Posted: 25 მაი 2007, 19:16
by paata_
მანD ბევრი გამოქვაბულია თავისი ტბებით ზოგან ძნელია შესვლა

2007 წლის იდეები

Posted: 25 მაი 2007, 22:45
by Gvalva
masai11

მე მინახავს და ვიდეოზეც აღმიბეჭდია, ტბა არისო ალბათ იმაზე ამბობ, ჩვენ რომ ნავით შევედით... მღვიმის ერთ ერთი შესასვლელი არის წყლიანი და შიგნით სიცარიელეებსაც ძირი აქვს სულ წყალი, საკმაოდ ლამაზი იყო...

თვითონ ყუმისთავის მღვიმე საკმაოდ ლამაზია, კეთილმოწყობილი დარბაზები მგონი ორია, ალბათ მან ანათებდნენ და ქეფობდნენ...
მერე იწყება ნამდვილი მღვიმე, სადაც სხვადასხვა დარბაზი სხვადასხვა მინერალს შეიცავს და ამიტომ სხვადასხვა ფერებშია სტალაქტიტები და სტალაგმიტები... ზოგი დარბაზი არის მოშავო ფერის, ზოგი მოყვითალო...

არის საკმაოდ უცნაური ფორმის სტალაქტიტები და სტალაგმიტები, რომლებიც ცხადია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდნენ, საუკუნეებში რამდენიმე მილიმეტრით იზრდებოდნენ, და ისეთი უცნაური ფორმები აქვთ რომ ძნელი ასახსნელია რატომ იზრდებოდნენ რამდენიმე საუკუნე მარცხნივ და შემდეგი რამდენიმე საუკუნე მარჯვნივ :)

განსაკუთრებით სახალისოა დარბაზებს შორის გადასასვლელები :) ამ დროს გრძნობ რომ მღვიმეში ხარ და რაღაც განსხვავებულს აკეთებ - მაგალითად მიხოხავ მიწაზე გართხმული ისე როგორც ჯარისკაცები გვინახავს ტელევიზორში... ოდნავ თუ აწევ ერთ ადგილს, მაშინვე სტალაქტიტი (თუ -გმიტი) შეგესობა და ჩამოწევ ისევ :)

ერთ-ერთ დარბაზში არის სტალაქვემოდანამოსულები რომელიც ბრწყინავს, ერთს ფორმაც ნაძვისხის აქვს, ეგაა მწვანე არაა :)

ყუმისთავი საკმაოდ ეფექტური სანახავიაო სპელეოლოგების თქმით

ტობე ვორჩხილს რომ ვახსენებთ, იმ გზაზე არის კიდევ მღვიმე შურუბუმუ, ასევე საინტერესო სანახავი, მაგრამ, მღვიმის სპეციფიკა ისაა გამყოლის გარეშე და სანდო გასანათებელი მოწყობილობების გარეშე შესვლა არაა რეკომენდირებული

ყუმისთავის აღწერას ვინც ჩემგან მეათედ ისმენს, იმათ ბოდიში

2007 წლის იდეები

Posted: 26 მაი 2007, 00:34
by zura N.
Gvalva wrote:

ტობე ვორჩხილს რომ ვახსენებთ, იმ გზაზე არის კიდევ მღვიმე შურუბუმუ, ასევე საინტერესო სანახავი, მაგრამ, მღვიმის სპეციფიკა ისაა გამყოლის გარეშე და სანდო გასანათებელი მოწყობილობების გარეშე შესვლა არაა რეკომენდირებული
ესეც შურუბუმუს გამოქვაბული ოღონდ ცუდი ხარისხია და გაფითრებული ვარ პირდაპირ თვალებში მანათებდნენ ფანარს :) :wink:, რამდენიმე ოთახის გავლა თავისუფლად შეილება მერე ცოტა რთულია.
Image

2007 წლის იდეები

Posted: 26 მაი 2007, 00:53
by GOGONA
ყუმისთავისა და მელოურის მღვიმეებში ექსპედიციები იგეგმება.
:!: თუ გაინტერესებთ გავიგებ ექპედიციის პირობებს. :!:

2007 წლის იდეები

Posted: 26 მაი 2007, 09:56
by Bocho
masai11
სათაფლიაში გამოქვაბულები არის? :lol: :lol: :lol: :lol:

შესანიშნავი იდეა სახაშე "ტირანოზავრის ჩლიქი" :P

აუ წავიდეთ რა ასეთ ადგილას. მაგარი იქნება. ტყიბულში წავიდეთ, სანამ ახალ ათონში წავალთ :P

2007 წლის იდეები

Posted: 26 მაი 2007, 12:02
by Varvara
GOGONA
მელოურში არის მგონი ,,სომბრეროების'' დარბაზი , ხო?

2007 წლის იდეები

Posted: 26 მაი 2007, 18:42
by Gvalva
Varvara

ყუმისთავშია

2007 წლის იდეები

Posted: 28 მაი 2007, 09:38
by masai11
Gvalva wrote:masai11



განსაკუთრებით სახალისოა დარბაზებს შორის გადასასვლელები :) ამ დროს გრძნობ რომ მღვიმეში ხარ და რაღაც განსხვავებულს აკეთებ - მაგალითად მიხოხავ მიწაზე გართხმული ისე როგორც ჯარისკაცები გვინახავს ტელევიზორში... ოდნავ თუ აწევ ერთ ადგილს, მაშინვე სტალაქტიტი (თუ -გმიტი) შეგესობა და ჩამოწევ ისევ :)

ყუმისთავი საკმაოდ ეფექტური სანახავიაო სპელეოლოგების თქმით



ეჰ :roll: მაგ ერთი ადგილის ტრაექტორიასთან დაკავშირებულ სპელიოლოგიურ პრობლემებს ჩემისთანა კაცი ვერასდროს ჩაწვდება მაგრამ შენზე რაღაც წარმოდგენა კი შემექმნა უკვე ძვირფასო ადმინ :wink: :lol:
მართლა და მადლობა ასე გულითადად მოწოდებული ინფორმაციისათვის.

სხვათაშორის იქნებ საინტერესო იყოს.
მამაჩემი იხსენებს ხოლმე, რომ ქუთაისში, რიონის პირას ბავშვებს არაეთხელ უნახავთ მღვიმეში შესავლელები, სტალაქტიდები და სტალაგმიტები სიღრმეში იქაც ჩანდა, მაგრამ სიღრმეში შესავლელი ჩამონგრეული ყოფილა (ზემოდან გზა გადაატარეს).
ეტყობა მაინცა და მაინც გამოკვლეული არაა ეს კარტული მღვიმეების სისტემა საქრთველოში და იქნებ ქუთაისი- სათაფლია-ნავენახევის, ტობავარჩხილი-ყუმისთავის და სხვათა მღვიმეები ერთი სისტემაა, რომელიც იმ ახალათონის მღვიმესაც უკავშირდება :roll:
ნეტამც ნეტამ! :) რა ჯობია მერემაგას?!
ჩვენი (ერთ ადგილ მოქნილი) ჯარისკაცები აგერ სადმე სათაფლიაში ან ყუმისთავში ჩაძვრებიან და 1 კვირაში ახალათონში ამოძვრებიან....ასე დავიბრუნებდით აფხაზეთ თითქმის უმორად :roll:

2007 წლის იდეები

Posted: 28 მაი 2007, 11:49
by Toma
masai11 wrote:
ჩვენი (ერთ ადგილ მოქნილი) ჯარისკაცები აგერ სადმე სათაფლიაში ან ყუმისთავში ჩაძვრებიან და 1 კვირაში ახალათონში ამოძვრებიან....ასე დავიბრუნებდით აფხაზეთ თითქმის უმორად :roll:
ესეთი სტრატეგიული გეგმების ასე გამომზეურება შეიძლება???? :evil: მერე სამშობლოს ღალატში დაგდებენ ბრალს სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის გამო :( :D

2007 წლის იდეები

Posted: 29 მაი 2007, 14:10
by ZVIOSULI
მაგ სახაშეების გვერდით ცოცხალ როკს რომ უკრავდნენ ვაბშეეეეეე მაგარო იქნებოდა - მან რა ალიაქოთურ აბობოქრებულობის აკუსტიკა ექნება როკს!!!!!!!

მგორავი ქვეის ტყიბულის ქვაბმულ საქვახაშეებში

2007 წლის იდეები

Posted: 31 მაი 2007, 10:20
by popins
zviorgatori wrote:მაგ სახაშეების გვერდით ცოცხალ როკს რომ უკრავდნენ ვაბშეეეეეე მაგარო იქნებოდა - მან რა ალიაქოთურ აბობოქრებულობის აკუსტიკა ექნება როკს!!!!!!!

მგორავი ქვეის ტყიბულის ქვაბმულ საქვახაშეებში

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: გადავბრუნდი რა :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

2007 წლის იდეები

Posted: 31 მაი 2007, 10:57
by ZVIOSULI
popins
რატო გადაბრუბნდი, ხო ცოცხალი ხარ?!