პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Gvalva » 15 იან 2007, 14:15

ახალი წელი დაიწყო, რამდენიმე კარგი გასვლა უკვე არის, კიდევ ბევრი საინტერესო იქნება...

პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა, "წლის საუკეთესო გასვლა", წლის ბოლოს შედეგები შევაჯამოთ და გამარჯვებული გამოვავლინოთ...

რა კრიტერიუმებით გამოვავლინოთ გამარჯვებული მოსაფიქრებელია...

რა გადავცეთ პრიზად მოსაფიქებელია...

ერთი კი მოვიფიქრე, პრიზი იყოს გარკვეული თანხის ფარგლებში, რა იქნება კონკრეტულად გამარჯვებული გუნდის სპეციფიკის შესაბამისად გადავწყვიტოთ: თუ გასვლაში 30 ადამიანი მონაწილეობდა სხვა რამ გადავცეთ ამ გუნდს, თუ 7 - სხვა რამ...

რას იტყვით?? :roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by lama » 15 იან 2007, 14:46

Gvalva
ძალიან კაი იდეაა მინდა რომ ამ იდეის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ანუ ვუხელმძღვანელო ისეთ გასვლას ამ 2007 წელს რომელიც დაიმსახურებს გამარჯვებას :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by guruli » 15 იან 2007, 14:54

ეს ერთი ოფტოპიკი მაპატიეთ და მეტს აღარ ვიზამ, მაგრამ lama, შენ მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებ, ისევ თუ წახვალ ტაოში და თანაც გველების ბუდეში ჩახტები. პლუს, ბანანს გაარჩევ და რამე ეგეთები... :lol: :lol: :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by lama » 15 იან 2007, 15:07

guruli
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ეგეთები სვანეთშიც შეიძლება ოღონდ არავინ არ უნდა დაგინახოს:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Kakha » 15 იან 2007, 15:20

Gvalva
კარგზე კარგი იდეაა. მგონია შეფასების კრიტერიუმში არა მარტო ლაშქრობა, არამედ ამ ლაშქრობის მოყოლა-გადმოცემაც უნდა შედიოდეს.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Gvalva » 15 იან 2007, 15:42

Kakha

ხო, კრიტერიუმი კიდევ დავხვეწოთ მარა, სავარაუდოდ ასეთი მონახაზი მაქვს:

(პირველი ნაფიქრი იდეები)

გასვლა შეფასდეს შემდეგი კუთხით, ვთქვათ 1-5 ბალიანი სისტემით

1. მარშრუტი, სირთულე, აღწერა, სიახლე

2. ლაშქრობის მსვლელობა, სირთულეების გადალახვა, საბანაკე ადგილები

3. გუნდურობა, გუნდის ერთად მუშაობა

4. აღწერის სრულყოფილება (რამდენად შეძლებს სხვა ა, აღწერით წავიდეს ამავე ლაშქრობაში), ფორმა/სტილი

და სხვა (მაგრამ არც ისე ბევრი :))

მერე ეს ქულები შეიკრიბება ან რამე იქნება...

ფორუმზე ლაშქრობის აღწერას გაუკეთდება აღნიშვნა, "წარდგენილია პრემიაზე" :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by lama » 15 იან 2007, 15:55

Gvalva
და შესაძლოა ამ კონკურსშიც გაკეთდეს ან კიდევ ცალკე კარავის სწრაფად დაშლა აწყობაში კონკურსი ან თუნდაც კოცონის დანთებაში შეჯიბრი ან სადილის სწრაფად მომზადებაში (ექსტრემალურ პირობებში) რავი იმედია ამ იდეებს განვახორციელებთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by guruli » 15 იან 2007, 15:58

Gvalva, თავად მარშრუტის სირთულე რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს - გეოგრაფიულით? კლიმატურით? ისე ხომ არ მოხდება, რომ მაგ კატეგორიაში ბარში ან გაზაფხულ-შემოდგომაზე ვატარებული გასვლები დაიჩაგროს. ცხადია, რომ ზამთრის გასვლები მათზე ბევრად რთული იქნება. ასევე, სად კავკასიონის მთიანეთში წასვლა და სად, თუნდაც ყველა ჩვენგანისთვის ასე საყვარელ ავენისში...
Last edited by guruli on 15 იან 2007, 16:11, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by lama » 15 იან 2007, 16:02

guruli
ხო პრინციპში მართალი ხარ და ამაზე უნდა დავჯდეთ და ვისაუბროთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთო საქმეს წაადგება
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by ilia » 15 იან 2007, 16:56

საერთოდ ყველამ დაიმახსოვროს:

1. შეფი ყოველთვის მართალია :wink:
2. თუ შეფი არ არის მართალი (იხილეთ 1.) :lol:

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by PINKY » 15 იან 2007, 17:07

ilia

ლოოლ..

ეგეთყ 10-ია..

: )
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Mrs. Robinson » 15 იან 2007, 18:07

Gvalva
მშვენიერია! თქვენთან ვარ!
კრიტერიუმები კარგად შეგირჩევია, თუმცა მაინც ძნელი იქნება საუკეთესოს გამორჩევა.
მაგ. დავათის პატარა ზამთრის არართული ლაშქრობა იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ ზოგი მასზე რთული და დიდი ლაშქრობა გადაჩრდილა. :wink:
ვიფიქროთ კრიტერიუმებზე...........

-რადგან ყველანი დავდივართ ხშირად სხვებთან, ანუ "უდიპლომო კარველებთან" ერთად, საკონკურსო ლაშქრობებში ალბათ სასურველია მინიმუმ 4-5 კარველი მაინც მონაწილეობდეს, არა????

და კიდევ-
იქნებ, როგორც ნიამორთანაა, რამოდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები დაგვესახელებინა, მაგ. საუკეთესო ჩანახატის ან ფოტოს ავტორი და სხვა.....
(გვარს, უფრო სწორად -ნიკს არ დავასახელებ ზოგი კარველი ისეთ ჩანახატებს აკეთებს, მენანება გაბნეული რომაა ფორუმზე).

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Nika » 15 იან 2007, 18:20

კაი იდეაა. რაც გვალვამ დაწერა და ასევე მისის რობინსონის ისეებიც მომეწონა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Gvalva » 15 იან 2007, 18:29

Mrs. Robinson

საუკეთესოს ამორჩევა ყოველთვის ძნელია როცა საქმე ასეთ რამეს ეხება...

წლის ბოლოს პრემიაზე წარდგენილებს რომ გადავხედავთ ბევრი რამ გაირკვევა, გპირდებით რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება ასეთ სუბიექტურ საკითხში ობიექტურობის დაცვა, მაქსიმალურად დაცული იქნება!

რაც შეეხება კარ(ა)ველების მონაწილეობას იმ გასვლებში რომლებიც აქ იქნება წარმოდგენილი... მე მგონი კარი ფართედ უნდა გავაღოთ :), შეიძლება ისეთი გასვლების მონაწილეობაც, რომელი ჯგუფიდანაც ერთი პოსტიც არავის დაუწერია ჯერ კარავზე... ოდესღაც ყველა ასეთი ვიყავით, ერთი პოსტიც არ გვქონდა დაწერილი კარავზე ;)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Gvalva » 15 იან 2007, 18:45

ხო... ისა... ილია ისეთი კაცის მოსახელეა, მისი სიტყვები კარავის დევიზად რომ ავიღოთ უხერხული არ იქნება ხო? :roll:



:lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]