პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Mrs. Robinson » 15 იან 2007, 19:46

ილიას სიტყვებს ვიმეორებ მარად და მარად გულში და ხმამაღლა! :oops: :oops:

Gvalva
უი მე კი რაღაც შიდა-კარვული კონკურსი მეგონა ......... :oops:
უკეთესი რამ მოგიფიქრებია! მართლა ჯობია, რომ მეტი ხალხი მონაწილეობდეს! გაცილებით საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და მათთვისაც.
მაშ ჩამოვყალიბდეთ და კარგად დავაანონსოთ! აქაც და სხვაგანაც......
თავფურცელზეც სულ რომ ჩანდეს ამ კონკურსის შესახებ განცხადება, ჩვენი ძალიან მეგობარი ფორუმის მსგავსად, სტუმრებიც ნახავენ.................

ეეეჰ, რა ტყუილა დავბოდიალობდით აქამდე, პრიზს გვაძლევდა ვინმე თუ?? 8) :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by guruli » 15 იან 2007, 20:42

Mrs. Robinson wrote: Gvalva
მაგ. დავათის პატარა ზამთრის არართული ლაშქრობა იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ ზოგი მასზე რთული და დიდი ლაშქრობა გადაჩრდილა. :wink:
ვიფიქროთ კრიტერიუმებზე...........

(გვარს, უფრო სწორად -ნიკს არ დავასახელებ ზოგი კარველი ისეთ ჩანახატებს აკეთებს, მენანება გაბნეული რომაა ფორუმზე).
ავტორს მთლიანად პოსტის შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ ამ ორში - გამორჩეულად.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by lama » 16 იან 2007, 12:59

Mrs. Robinson
და რაც მთავარია ფორუმი შეასრულებს ამ საქმით თავის უმთავრესს დანიშნულებას ანუ იმათ ვინც არ იცის სად და როგორ წავიდეს გაუწევს ძალიან დიიიდ დახმარებას

თან ახალ-ახალ მარშრუტების შექმნაში გაიზრდება კონკურენცია და შედეგიც არ დააყოვნებს და საერთო დონე გაუმჯობესდება :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by lama » 16 იან 2007, 13:06

Mrs. Robinson
არავითარ შემთხვევაში არ იქნება რთული შერჩევა საუკეთესო გასვლისა რადგანაც ერთია კაი მოგზაურობა და კაი დროის გატარება და მეორე და მთავარი რასაც ძირითადად ექცევა ყურადღება ის თუ როგორ გადმოსცემ ამ შენს მიერ განხორციელებულ მოგზაურობას თავისი ისტორიებით, ფოტომასალითა და რუქებით ..... ანუ ესაა მთავარი რომ იმას ვინც არ ყოფილა ამათუ იმ ადგილას ჯერ გაუჩინო სურვილი და მერე მისცე ყველანაირი ინფორმაცია რომ ისიც წავიდეს ამ მარშრუტზე დაუბრკოლებლად.......

აი ეს არის მთავარი კრიტერიუმი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Archil » 16 იან 2007, 14:17

ilia wrote:საერთოდ ყველამ დაიმახსოვროს:

1. შეფი ყოველთვის მართალია :wink:
2. თუ შეფი არ არის მართალი (იხილეთ 1.) :lol:
Gvalva

როგორ მოუხდა ილიას რამოდენიმე პოსტის წაშლა, იმპიჩმენტის იდეაც აღარ აქვს, პირიქით. მომწონს შედეგები :!: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by maxo127 » 05 მარ 2007, 01:10

იდეაც კაია და კრიტერიუმებიც.

ადრე რაინდული ასპარეზობები იმით ფასდებოდა, რამდენი კაცი მოკვდებოდა. ლაშქრობებში არავინ კვდება მარა კაი კრიტერიუმი იქნებოდა მოტეხილი ფეხების რაოდენობა, ლაშქრობაში გაპარვისთვის შინაურებისაგან მიღებული პანჩურების ჯამური ინტენსივობა...

ა ესლი სერიოზნო,

ჩემი აზრით, საუკეთესოს გამოვლენის დროს იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რამდენად წაახალისებს ეს ლაშქრობა დანარჩენ ლაშქრობებს. ანუ რამდენს აიყოლიებს თუ მადაზე მოიყვანს. ნუ რომელი უფრო მადაზე მომყვანი იყოს ეს აქ უნდა გადაწყვიტოს ვინმემ, და არა კენჭისყრები, რათა არ ექნეს ადგილი სასტავების შეკრებას :)

სირთულეზე აქცენტის გაკეთება არ ღირს, იმიტომ რომ ვთქვათ გამოვიდა ვინმე პროფესიონალი ან ისე გადარეული და აძვრა იალბუზზე. იქნება მაგარი, მარა მერე რა. საერთო საქმეს ეს არაფერში წაადგება და ვერც ჩვენზე მოახდენს დიდ შთაბეჭდილებას, მარა ჩვენივე კრიტერიუმის ტყვეობაში აღმოვჩნდებით.

არც მიღწევები მაინცდამაინც, თუნდაც ფსიქოლოგიური.

გვჭირდება ყველაფერი ის, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ლაშქრობებს და დაანახებს ხალხს, რომ კაი პონტია და საიამოვნოა ამის გაკეთება, და თან შესაძლებელია, ადვილია (ამას მეც გავაკეთებ). ზოგჯერ ისეთ რამეს წაიკითხავ, უფრო დააფრთხობს ხალხს - აუ ესენი რა გიჟები არიან.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Mrs. Robinson » 05 მარ 2007, 23:21

კაია, რომ ეს თემა გამოვაცოცხლეთ, მგონი სახლისო უნდა გამოვიდეს პრიზობანა! :roll:

maxo127
კარველებს უმადობა რომ არ ჭირთ, ეს 2007-ის გეგმებიდანაც ჩანს...... (რომ ვკითხულობ, უკვე რუკზაკის ჩალაგება მინდება......... )
ისე ზოგადად, ჩვენს გარშემოც, მადაზე მოსული ხალხი ცოტა არ უნდა იყოს, ეგ არის, რომ ადგილიდან დაძვრა სერიოზულად უჭირთ! :wink: :roll: :D

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Bocho » 06 მარ 2007, 11:33

გამარჯობათ, ახლა ვკითხულობ და მიხარია რა კარგი ფორუმი გვაქვს. დიამერტალურად განსხვავებული აზრებია და ორივე მართალია თავის ამბავში. დაიმახსოვრეთ-----ნებისმიერ შეფასებაში არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, თუნდაც არასაწყენ სიტუაციაში. დამეთანხმებით, ეს არც ისე კარგია.
თავის მხრივ, წახალისების ფორმები იდეის მამოძრავებელი ძალაა და ესეც გასათვალისწინებელია. ერთი სიტყვით, კარგადაა მოსაფიქრებელი, რომ ეს ყველაფერი ლაშქრობების პოპულარიზაციას მოემსახუროს და არა პირიქით.
აი მაგალითად, დავაწესოთ პრიზი "ვინ მიირთმევს ყველაზე მეტ ხინკალს" ლაშქრობაში. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ გამოიწვევს გაუგებრობას და ყველა დაინახავს, ვინაა ყველაზე დიდი ღორმუცელა და პრობლემაც არაა. პირიქით, სახალისო და სასაცილო იქნება. მაგრამ ახლა ვთქვათ დაწესდა პრიზი "ყველაზე მხიარული". აი აქ სიფრთხილეა საჭირო. იქნებ მე კახური იუმორი მომწონს და ჭუნას ვთქვათ იმერული. ვინ გადაწყვიტავს ჭეშმარიტებას? ან ვინაა ყველაზე გულადი და უშიშარი? "კრიტში" მივიდეთ გასარჩევად?
მოკლედ, მე წინააღმდეგი არ ვარ პრიზაობების, მაგრამ ალბათ კარგადაა ჩამოსაყალიბებელი.
არ ვიცი ძველი შუმერები ამბობდნენ, თუ ახალი ტვინგამორეცხილი ამერიკელები, მაგრამ გამიგია, რომ ურთიერთობაში ბზარის შეტანას თმის ბეწვისხელა ნაპრალიც ყოფნისო.
მგონი ესაა სულ. ხელიც დამეღალა :D

და კიდე...
პროვაიდერი ხომ არ გამოგვეცვალა? დავიტანჯე სანამ შემოვედი ახლაც და სულ ასეა... :twisted:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Gvalva » 06 მარ 2007, 12:13

Bocho

შენ რასაც ამბობ, პრინციპში, მართალია... შეჯიბრი და გამარჯვებულის გამოვლენა უკვე ბადებს უსიამოვნო მომენტებს, მარა მოდი ამას ასე დრამატულად ნუ შევხედავთ...

გამარჯვებული იქნება მარა, არ მგონია დამარცხებული იყოს...

თუ კრიტერიუმები კარგად იქნება ჩამოყალიბებული, წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება რომელია გამარჯვებული თემა, და ნაწყენიც არავინ დარჩება...

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Bocho » 06 მარ 2007, 12:37

Gvalva
მოგესალმები :)
მეც ზუსტად მაგითი დავიწყე, კრიტერიუმები კარგადაა ჩამოსაყალიბებელი...
ხინკლის ჭამის პრიზი შეიტანეთ რა, მეც მინდა რამე პრიზი მოვიგო ვააა :D

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by paata_ » 06 მარ 2007, 12:41

:)
მე თუ ვერ მოვიგებ ხო შევჭამ მაინც ხინკალს:D
მწვადიც რა თუ შეიძლება 2-3 შამფური :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Gvalva » 06 მარ 2007, 13:28

რა ვქნა, რა ვუყო??

ყველა გზა რომში მიდის

:D

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Mrs. Robinson » 06 მარ 2007, 14:10

გაიხარეთ!
ერთი მწვადიც კიდევ რა! :oops: :D
Gvalva wrote: მოდი ამას ასე დრამატულად ნუ შევხედავთ...

გამარჯვებული იქნება მარა, არ მგონია დამარცხებული იყოს...

თუ კრიტერიუმები კარგად იქნება ჩამოყალიბებული, წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება რომელია გამარჯვებული თემა, და ნაწყენიც არავინ დარჩება...
აბა რა!
ხალხო პრიზიების დაწესება, გამორჯვებულების გამოვლენაც და ა.შ. თავის გაგრძელებებიანად, აუცილებლად სახალისო გამოვა და ასე ნუ დავასერიოზულებთ!
აბა კიდევ იდეები....................

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Varvara » 06 მარ 2007, 14:34

Bocho
ან ვინაა ყველაზე გულადი და უშიშარი? "კრიტში" მივიდეთ გასარჩევად?
რეებს ლაპარაკობ, ყველას დაგვიჭერენ და ფორუმსაც დახურავენ ქურდული მენტალიტეტის დამკვიდრებისთვის
იქნებ მე კახური იუმორი მომწონს და ჭუნას ვთქვათ იმერული.
შენა და, ჭუნა იმერელია? :shock:

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
პრიზი ხომ არ დაგვეწესებინა?

Post by Mao » 06 მარ 2007, 14:50

Gvalva
admin me vpiqrob rom tsesebi iseti ramea, rom sheidzleba yvelas ar tu dzalial moetsonos....yoveltvis iqneba ragats sakamatao romrlits vigatsas ar moetsoneba. sheidzleba aikripis ideebi, shemdeg ADMINI da misi patara(3-4) katsiani jgupi dasxdes da chamoayalibos(tavisi argumentatsiit) mere sheidzleba tsota ram sheitsvalos ogond dasabutebulad. da saertod aman aravin ar unda dadzabos, es yvelaperi xom gasaxalisebladaa? :D
together on the top!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]