ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by toga » 19 ივნ 2006, 09:34

Domeniko
უკეთესში სადა მიდიხარ ?

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Domeniko » 19 ივნ 2006, 10:29

zura_wise

კანიონში მინდა, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი წავალ თუ არა


User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Nika » 19 ივნ 2006, 12:05

Domeniko
კანიონებისა და ჭაუხების შედარება ცოტა არ იყოს და არ შეიძლება.

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Domeniko » 19 ივნ 2006, 12:31

Nika
:D ჭაუხში ნამყოფი ვარ, კანიონში არა. ამიტომაც მირჩევნია.
ძაან მომეწონა აქ სურათები, თან ვერ ცარმომედგინა თუმანდ ეგეთი რამე იქნებოდა

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Domeniko » 19 ივნ 2006, 12:32

Mao
არ ვხუმრობ, ერთ ძმაკაცზე ვარ დამოკიდებული, თუ ის შეძლებს მივდივარ. წამოხვალ? :D

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Nika » 19 ივნ 2006, 12:58

Domeniko
კანიონებზე კანიონების თემაში ისაუბრე ;)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=675

User avatar
Qurumi
ბოდიალა
Posts: 226
Joined: 30 მაი 2006, 15:29
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Qurumi » 19 ივნ 2006, 15:06

მოკლედ გადაწყვეტილია, ჩვენ წავალთ 28 ივნისს, ოთხშაბათ დღეს. თუ კიდევ ვინმე დაგვემატება ძალიან გაგვახარებთ. ჯერჯერობით ორნი ვართ, ვინც ნამდვილად მივდივართ.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Kakha » 19 ივნ 2006, 15:39

ალბათ სიის შედგენას დაიწყებთ ვინ მოდის. მე ადრე მივუთითე რომ შეიძლება წამოვსულიყავი. რადგან დღე გაირკვა შემიძლია დავაზუსტო 28-ში ვერ წამოვალ. მხოლოდ 3 ივლისს გავდივარ შვებულებაში.

აბა თქვენ იცით კარგად იარეთ! მშურს თქვენი.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by toga » 19 ივნ 2006, 18:18

Kakha
მადლობ აუცილებლათ კარგათ ვივლით და ისე ვიხალისებთ რო მართლა კარგათ შეგშურდეს :D :D :D :D :D

User avatar
nutsa_pepsi
ბილიკზე მოარული
Posts: 33
Joined: 18 აგვ 2005, 18:21
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by nutsa_pepsi » 19 ივნ 2006, 18:48

28 ან 29 ზურა.წამოდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by toga » 19 ივნ 2006, 18:55

nutsa_pepsi
არა 28 გადაწყვეტილია და ვსიო აღარ გადაიდება 8)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Wanderer » 20 ივნ 2006, 02:06

zura_wise
რამდენნი ხართ ამ მომენტისთვის ?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by toga » 20 ივნ 2006, 10:54

მე ვიცი დანამდვილებით რომ მე და ჩემი ამხანაგი წავალთ მაგრამ არის ხალხი რომელიც მოდიან მაგრამ არა 100% წინასწარ ვერაფერს გეტყვი ერთი ის ვიცი რო მაინც წეავალთ 2 იც რო ვიყვეთ

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ჯუთა, ჭაუხები, აბუდელაურის ტბები, როშკა (ივლისში)

Post by Nika » 20 ივნ 2006, 13:03

ზურასთვის დანაპირები რუკა მონიშნული მარშუტით. "სუნთნი"-ს საიტიდან მარშუტის აღწერა:

მარშრუტის საწყისი პუნქტი სოფელი აჩხოტია, რომელიც ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, სნოს ხეობის დასაწყისში მდებარეობს.აჩხოტში მოხვედრა ნებისმიერი ტრანსპორტით შეგიძლიათ, რომელიც საქართველოს სამხედრო გზით ყაზბეგისკენ ან ვლადიკავკაზისკენ მიემართება. აქვე გაცნობებთ, რომ კერძო მანქანით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ სოფელ ჯუთამდე შესძლებთ მანქანით მგზავრობას. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გზა ხშირად ზიანდება და ჯუთამდე მიღწევა შეუძლებელი ხდება ხოლმე. გზის ამ მონაკვეთზე უმჯობესია ორხიდიანი მანქანით სარგებლობა. თუ აჩხოტიდან ჯუთამდე ფეხით მოგიწიათ წასვლა, სნოს წყლის ხეობაში სოფლების: სნოს, ახალციხის, ქოსელის და კარკუჩის გავლის შემდეგ მიადგებით ''ჯუთის აღმართის'' დასაწყისს. ამ ადგილას მდ. ჯუთა მდ. ქვენამთის წყალს უერთდება და ჯუთისკენ მიმავალი გზაც მკვეთრად უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. აქვე შეამჩნევთ ძველ ნასახლარებს ამ ადგილს ნადარრბაზევი ეწოდება. ქვენამთისწყლის ხეობიდან გუდამაყრის ხეობაში გადამავალი ბილიკი მიდის, რომელიც, მე-19-ე საუკუნის შუა წლებამდე, სანამ ჯვრის უღელტეხილზე საქართველოს სამხედრო გზას გაიყვანდნენ, კავკასიონზე გადასასვლელ მთავარ გზად მიიჩნეოდა.
კარკუჩიდან ნადარბაზევამდე, მდინარის გადალახვა 2-ჯერ მოგიწევთ. შეეცადეთ ფონი სწორად მონახოთ, რადგან მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს. ჯუთის აღმართი 5-6 კმ. სიგრძისაა და გირჩევთ ჯუთაში შეისვენოთ და შემდეგ ჭაუხის მასივისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთით აიღოთ გეზი. თუ ჯუთიდან მდინარე ჯუთისწყალს აუყვებით-როშკაში მარტივად დასაძლევი საძელიღელის უღელტეხილით გადახვალთ[3056მ], მაგრამ ვერ იხილავთ ულამაზეს ჭაუხის მასივს.



ჯუთიდან ჭაუხებისკენ მიმავალი გზა თავიდან მკვეთრი აღმართით იწყება, ერთ კმ.-ში შედარებით ივაკებს და 3-4 კმ-ში ჭაუხის მასივის ძირში მიხვალთ. ამ ადგილას, მდინარე ჭაუხი ჩრდილო - აღმოსავლეთისაკენ უხვევს.ჭაუხის მასივიდან გამომდინარე მორენის ძირში განფენილი მასიური ლოდების სიახლოვეს, ღამის გასათევად საბანაკო ადგილის შერჩევაა შესაძლებელი. თქვენს გარშემო ჭაუხის მწვერვალებია აღმართული: მუხაძე, თიკანაძე, თაყაიშვილი, რჩეულიშვილი, ჯავახიშვილი, ლეონიძე, კამერონი, თსუ და აღმაშენებელი. ეს მწვერვალები ტექნიკურად რთულია, მოითხოვს ალპინისტურ გამოცდილებას და მათი დაპყრობა სასურველია გამოცდილ სამთო გამყოლთან ერთად. გასეირნების მიზნით კი შეგიძლიათ ნაკლებად რთულ მწვერვალ მუხაძეზე ასვლა, რომელიც მასივის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშია, ან ე.წ. ჭაუხის ცირკამდე ასვლა, სადაც მარადიული თოვლის და მშვენიერი მთების გარემოცვაში მოხვდებით.გაითვალისწინეთ, რომ საბანაკო ადგილას შეშას ვერ იპოვით და სასურველია თან იქონიოთ ბუნებრივ აირზე, ბენზინზე ან ნავთზე მომუშავე ქურა. ჭაუხების მასივს თავისი მიკროკლიმატი გააჩნია და ამინდი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. საბანაკო ადგილი 2700 მ-ის სიმაღლეზეა და მზის ჩასვლის შემდეგ მკვეთრი აცივებაა მოსალოდნელი. დილით, მარშუტის გასაგრძელებლად უღელტეხილ ჭაუხზე მოგიწევთ გადასვლა, რომელიც ზღვის დონიდან 3338 მ-ზე მდებარეობს. საბანაკო ადგილიდან უღელტეხილი 4 კმ-ში მდებარეობს და ბოლო 1,5კმ. მკვეთრი აღმართია ასავლელი. უღელტეხილიდან ჩრდილოეთით პირამიდის მსგავსი ფორმის მთა როშკახოხია [3562 მ.], სამხრეთით, კი ჭაუხის მასივი. აქ ხევის და ხევსურეთის საზღვარია და აღმოსავლეთით როშკისკენ ჩამავალი ხეობა იშლება. იქით უკვე პირაქეთა ხევსურეთია. რადგან თქვენ ფაქტიურად კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე იმყოფებით, აქედან მკვეთრი დაღმართის ჩავლა მოგიწევთ და აბუდელაურის ტბასთან გირჩევთ შეჩერებას, რომელიც ჭალაში ჩასვლისთანავე 700-800 მ-შია. ტბის პოვნა რომ არ გაგიძნელდეთ, გირჩევთ უღელტეხილიდანვე შეათვალიეროთ გარემო და დასახოთ მარშრუტის გეზი. ტბიდან 7-8 კმ-ში მდინარე აბუდელაურის ჩაყოლებაზე სოფელი როშკაა. სოფლამდე, საკმაოდ ფართო ხეობაში უზარმაზარი ლოდებია მოფენილი. სოფლიდან ბოგოკაჩოსღელეს უღელტეხილზე [2968 მ] გადასვლით, პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში ხვდებით. როშკიდან ბარისახომდე საავტომობილო გზაცაა გაყვანილი, თუმცა ბარისახო-შატილის გზის 6კმ-იანი მონაკვეთი ხშირად ზიანდება და შეიძლება ფეხით გავლა მოგიხდეთ. გზად გაივლით სოფელ ქმოსტს და ნასახლარ ღელეს. ბარისახომდე 13-14კმ-ია, საიდანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან კერძო მანქანით, ხევსურეთის არაგვის ჩაყოლებით, ჟინვალამდე ჩახვალთ.

http://up.aqache.com/?act=download&fid=59985b74

1) სავარაუდოდ აქაა "ჯუთის აღმართის" დასაწყისი
2) ჯუთაში გზა ორად იყოფა ზედაგზა უფრო იოლია მარა ნაკლებად კამაზი
3) როგორც ჩანს სადრაც აქ ეშლებათ და მიდიან ხეობის ბოლომდე. აქ მარცხენა მხარე უნდა დაიჭიროთ.
4) სავარაუდოდ ესაა აბუდელაურის ტბები.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]