Page 1 of 1

სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ, ხარაგაულის რაიონში

Posted: 26 ივლ 2018, 15:58
by GOGONA
ერთმა ნაცნობმა მითხრა, ხარაგაულის რაიონში არის სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ და დღემდე იქ ორი ოჯახი ცხოვრობსო.
იქ მისვლა ცხენებით შეიძლებაო. საოცრად მომინდა იქ ასვლა. ისეთი სიტუაცია იყო, რომ მეტი ვერაფერი ვკითხე, რამდენიმე დღეში შევეცდები გავარკვიო სადაა ეს სოფელი და რა ქვია.
ხომ არ გვენახა საუკუნის წინანდელი ყოფა? დროის მანქანის მაგვარი მოგზაურობა შეიძლება გამოგვივიდეს! :idea:

Re: სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ, ხარაგაულის რაიონში

Posted: 27 ივლ 2018, 10:46
by avtokh
შეიძლება სოფელი არაა და საზაფხულო სოფელია, სადაც ზაფხულობით საქონელი და ფუტკარი აყავთ. მე ეგეთი არაფერი გამიგია ხარაგაულში ისე :) თუ გაარკვევთ გვითხარით სოფლის სახელი, არ დაგვიმალოთ :)

Re: სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ, ხარაგაულის რაიონში

Posted: 20 აგვ 2018, 18:11
by Nika
სავარაუდოდ სახვლარზეა საუბარი. მანქანაც მიდის, თუმცა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა და აკრძალულია იქ მანქანით შესვლა.

Re: სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ, ხარაგაულის რაიონში

Posted: 21 აგვ 2018, 16:40
by Archil
შეიძლება ხარაგაულში არაა ასეთი, მაგამ საქართველოში ჯერ კიდევაა მასეთი სოფლები.

ჩამოვთვალოთ აქ და შევეცადოთ ენერგო" კოპმპანიებს გავაყვანინოთ ქსელი ამ სოფლებშიც. ზოგჯერ ეს შესაძლებელიცაა და არაავინ რომ არ "ხმაურობს" მდგომარეობა რჩება უცვლელი.

Re: სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ, ხარაგაულის რაიონში

Posted: 11 ოქტ 2018, 22:56
by Makena
ასეთ უდენო სოფელში ერთხელ ვიყავით კარველები, დიდი ნამტვრიანი ჰქვია, დღემდე არ შეუყვანიათ ელექტროენერგია, 2 ოჯახი ცხოვრობს იქაც.

Re: სოფელი, რომელშიც დენი არასდროს შეუყვანიათ, ხარაგაულის რაიონში

Posted: 19 ოქტ 2018, 16:37
by Archil
უდენო სოფლების მეტი რაა საქართველკოში, განსაკუთრებით მტაში.

ისე4, უინტერნეტო სოფლების მონიშნვაც შეიძლება და მათში ინტერნეტის გაყვანის წახალისებაც.

ბევრი იმიტომ ტოვებს სოფელს, რომ კავშირი არა აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან.
ინტერნეტის არსებობა ბევრად ეხმარება საზოგადოებას განვიტარებაში.