Page 1 of 1

გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 22 თებ 2016, 13:22
by masai11
05 მარტს, ხორციელი შაბათია, მართლმადიდებლური ტრადიციით გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე.

სამწუხაროდ, საკუთარი არსებობის მანძილზე კარავს და კარველებს რამედენიმე ადამიანი დააკლდა სამუდამოდ. სწორედ ამ ადამიანების მოსაგონებლად და მათთვის პანაშვიდის გადასახდელად ხომ არ შევკრებილიყავით ხალხებო?!
გავიხსენოთ ჩვენი შატილის ასული, ბარბარა, დიკლო.
(იმედია არავინ გამომრჩა და ყველას ჯვარი წერია)

ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სადმე, შორიახლოს გავსულიყავით ლაშქრობის მაგვარი აქტივობით, ვთქვათ მცხეთაში, ქვათახევში, ბეთანიაში ან სხვაგან და იქ ჩაგვეტარებინა ეს რიტუალი.
თუმცა სადმე წასვლა აუცილებელი არ არის, აქ თბილისშიც შეიძლება ყველაფრის ორგანიზება.

მოკლედ ველი თქვენს გამოხმაურებას, მოსაზრებებს, იდეებს.

გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 22 თებ 2016, 14:30
by chuna
ძალიან მაგარი იდეაა...მე სულ მახსოვს ისინი და კარგი იქნება, თუ რამით შევეწევით!
კიდევ ერთი კარაველი გამახსენდა იგორ სმიჩკოვი. Igor Smichkov (Zmiy) -.

http://www.shutterstock.com/g/zmiy

მე როგორ შევძლებ შეკრებაზე მოსვლას არ ვიცი..თუმცა ყველანაირად ვეცდები!

გულით მინდა.

გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 23 თებ 2016, 18:25
by masai11
chuna wrote:ძალიან მაგარი იდეაა...მე სულ მახსოვს ისინი და კარგი იქნება, თუ რამით შევეწევით!
კიდევ ერთი კარაველი გამახსენდა იგორ სმიჩკოვი. Igor Smichkov (Zmiy) -.

http://www.shutterstock.com/g/zmiy

მე როგორ შევძლებ შეკრებაზე მოსვლას არ ვიცი..თუმცა ყველანაირად ვეცდები!

გულით მინდა.
სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი Igor Smichkov-ს, მთავარია რომ სხვა კარველები იცნობდნენ მას და ასხსოვთ იგი.

გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 04 მარ 2016, 01:42
by ninia
ძალიან კარგი აზრია! თუ თარიღი არ შეცვლილა, მე შემოგიერთდებით!

გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 04 მარ 2016, 16:21
by masai11
2 ადამიანით ეს ღონისძიება არ გამოვა და ამჯერად ალბათ ჯობია რომ ისევ ჩვენს გულებში მოვიხსენოთ ეს ხალხი.
მერე, სხვა დროსაც იქნება შესაბამის დღეები და ვნახოთ რა და როგორ იქნება.

გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 05 მარ 2016, 01:10
by ninia
მართალია, მასე სჯობს.

Re: გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 03 აგვ 2018, 12:36
by chuna
ეს მინდა, რომ ოდესმე მოვახერხოთ.

Re: გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 21 სექ 2018, 14:14
by masai11
ხალხებო,

ამ თემაში გაჯღერებული იდეის რეალიზაციამდე ჯერ ბევრი (ხალხი და მონდომება) გვიკლია და იქამდე ფორუმზე ხომ არ გაგვეკეთებინა რაიმე სამახსოვრო თემა წასული კარველების საპატივცემულოდ. აი სურათები დავდოთ, მათი გასვლები, რაღაც პოსტები და ა.შ.
ხსოვნა და პატივისცემა დიდად ადამიანური საქციელია .... მაინც :)

Re: გარდაცვლილ კარველთა მოსაგონებლად

Posted: 22 ივლ 2019, 09:26
by masai11
https://www.youtube.com/watch?v=bkD6x17w85Q

9 წელი გავიდა თეონას გარდაცვალებიდან.