Page 1 of 1

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 29 იან 2014, 18:15
by Ledi
კარავ!
კარავ!
ვისაც მოენატრა:
თოვლიანი
ქათქათა
ჟრიამულიანი
მხიარული
ლაშქრობა
შემომაქვს იდეა გავაკეთოთ ეს ტური.
თებერვლიდან ისევ თეთრ ამინდებს გვპირდებიან, ხოდა ხელს რა გვიშლის მონატრებულო კარაველებო? :)
გელოდებით ყველას სიაში და შემდეგ უკვე მშობლიურ სამთო ქიმიასთან
:)

ზამთრის გასვლა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=43 ... c&start=60

ესეც ზაფხულის:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4565

სიყვარულით
Ledi

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 30 იან 2014, 14:05
by tamuna_gudarexi
რა კარგიაა! მინდა წამოსვლა და, იმედია, შევძლებ კიდეც!

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 30 იან 2014, 20:27
by Ketevan Guliashvili
ამ იდეაში ის მომწონს რომ თოვლში ვივლით, ის რომ გნახავთ, ვისაუბრებთ, ფოტოაპარატსაც გავასეირნებ, ჰოდააა. მოვდივარ:)

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 30 იან 2014, 21:50
by shoda1121
ცოტანი თუ იქნებით იცოდეთ რომ ახატანში სარეისო მიდის პირდაპირ, აივლით და ჩამოივლით;

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 30 იან 2014, 21:51
by shoda1121
2 ლარი ღირს სარეისო:
ვისაც გინდათ აქ წასვლა:

http://www.revaz2002.narod.ru/akhatani/track.rar

გადმოწერეთ ტრეკი
ან რუკა ამ საიტიდან
http://www.revaz2002.narod.ru/akhatani/
მიდით დიდუბეში 9.15ისთვის (10ის ნახევარზე გადის ახატანი); ადით ნათლისმცემელში სოფლის თავზეა ტყეში; იქიდან გაბილიკებული დაღარული საურმე გზა მიდის დავათში; (წყალი არ შეგხვდებათ და უნდა წაიღოთ); ახატანი მშვენიერი სალოცავია, ტყით, საქეიფო ადგილით, ფრესკებით და ა.შ. ; დავათი განსაკუთრებით თოვლშია ლამაზი (ორიგინალური არქიტექტურაა)+ ზღვის დონიდან 1400მ-ზეა (1387-1395); სოფლიდან სიმაღლის აღება ნათლისმცემლამდე არის 800დან 1000მდე; +200 იოლი გზა ტრასა ნაწილი ნაწილი გრუნტის; ნათლისმცემლიდან დავათამდე 1000დან 1400მდე +400; მთლიანობაში +600 მარშუტია სიმაღლის სწრაფი აღებით; 1 გზა ალბათ 5კმ; საშუალო სირთულის მთლიანობაში მშვენიერი სალაშქრო მარშუტია ძალიან ისიამოვნებთ:
პს. ბოლო რეისი ახატანიდან 17.00ზეა; მარშუტი ამ დროში თავისუფლად ესწრება დროც კი რჩება

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 01 თებ 2014, 21:42
by Ledi
shoda1121 wrote:2 ლარი ღირს სარეისო:

მადლობა shoda1121
შენი რჩევები გამოგვადგება :)

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 02 თებ 2014, 12:05
by guruli
ეჰ, რა კარგი მარშრუტია, რამდენი კარგი ლაშქრობა მახსოვს მაგ გზაზეც და არად დავათშიც...
წადით, არ ინანებთ - დავათი დალოცვილი ადგილია.

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 03 თებ 2014, 22:32
by Ledi
guruli wrote:ეჰ, რა კარგი მარშრუტია, რამდენი კარგი ლაშქრობა მახსოვს მაგ გზაზეც და არად დავათშიც...
წადით, არ ინანებთ - დავათი დალოცვილი ადგილია.

guruli
შენც წამოდი, გასვლა კვირა დღეს იგეგმება :)

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 04 თებ 2014, 12:34
by guruli
Ledi
guruli
შენც წამოდი, გასვლა კვირა დღეს იგეგმება
ლედი, ნუთუ გგონია, რაკი კვირაა, ვისვენებ? :D კვირა სამუშაო დღე მაქვს, ახლა კვირას სულაც მორიგე ვიყავი - დილის 4 საათზე წამოვედით სამსახურიდან. თუმცა ზოგჯერ ხდება ხოლმე, როცა ოპერატიული არაფერია ანუ ფიზიკურად არ ვარ საჭირო, მაგრამ თებერვალში, ოთხივე შაბათ-კვირა, ტრადიციულად, დაკავებული ვარ - ძიუდო-ჭიდაობების ტურნირები ტარდება და ყველაზე დაძაბული თვე მაქვს. ამიტომ გამორიცხულია მანდ წამოსვლა, თორემ დიდი სიამოვნებით.

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 10 თებ 2014, 10:43
by shoda1121
Ledi
წახვედით?

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 10 თებ 2014, 10:43
by shoda1121
აქ წასვლას 2-3 ადამიანიც ეყოფა :)) სარეისო რადგან დადის ახატანში :)

დავათიდან ახატანში 2014

Posted: 10 თებ 2014, 18:17
by Ledi
ჯერ არა :)
სავარაუდოდ 22 ან 23-ში.
მე ბევრი კარაველის ნახვა მინდა, შენი ნახვაც გამეხარდება :)