Page 1 of 1

უცნობი ნაცნობი მესხეთი და სამცხე

Posted: 21 აპრ 2013, 19:04
by ცაბო
მოკლედ,არის იდეა,ზაფხულის ერთ პარასკევს გავიდეთ მესხეთი-სამცხეს მიმართულებით.
მარშრუტი ესე:


პარასკევს სამსახურების შემდეგ გავალთ ურაველისკე და სოფელ მუსხში,ან ურაველში დავცემთ ბანაკს.
დილას ადრიანად ავალთ ურაველის აგარებში,იქიდან კი ეგრევე ანდრიაწმინდაში გადავალთ,სადაც ღამეს გავათევთ. ისეთი ლამაზი სოფელია ანდრიაწმინდა და ისეთი უცნაური, ხის აივნიანი სახლები გაღმა და გამოღმა ქედზე შეფენილი:))) ტაძარი დგას განსაკუთრებით უჩვეულო ბუნებრიბ ქვაფენილზე.
მეორე,ანუ კვირა დილას თავს დავუვლით და არატრადიციული,ტყის გზით (ჭკუიდან შემშლელი ნაძვნარ-ფიჭვნარ-ხავსიან-ფოთლოვანი) ჩავალთ საფარაში.დავესწრებით წირვას და იქედან ჰაიდე ახალციხეში. დაბლა სამარშრუტო დაგველოდება,აგვიყვანს რაბათში და იქედან ბორჯომის გზით იქნებ მწვანე მონასტერიც მოვასწროთ

აბა,შენიშვნები და მოსაზრებები წამოვიდეს :roll: :roll: :arrow: