ხანი, ბაღდათის რაიონი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხანი, ბაღდათის რაიონი

Post by shoda1121 » 01 იან 2013, 16:09

http://kutaisi.gov.ge/kutaisi-tourism/tours/
==
მარშრუტი - ხანი
მაინტერესებს ვის რა ინფორმაცია აქვს; რომელი ჩანჩქერია კარგი, რისი ნახვა სჯობს და ა.შ. რამდენი კმ არის რა დრო (რა ხანი) სჭირდება :))
==
ქუთაისის გვერდზე მოცემული ინფორმაცია და ვიდეო იხილეთ :)

სოფელი ხანი მდებარეობს ბაღდათი საირმის მთებში 46 კმ ქუთაისიდან 18 კმ ბაღდათიდან. აქედან იწყებს სათავეს მდინარე ხანი, მდიდარი ისტორიის მქონე სოფელი მდებარეობს სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ზეკარის გადასასვლელზე. სოფელში და მის შემოგარენში უხვადაა ადრეული, წარმერთული და ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეული და გვიანი ხანის ქრისტიანული ძეგლები.

ლამაზი ბუნება, მთის მდინარეებითა და ჩანჩქერებით მიმზიდველს ხდის სამთო ტურიზმის მოყვარულთათვის. განვითარებულია აგროტურიზმი, სამ დღიანი და ოთხდღიანი მოგზაურობა ხანის მთებში, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმარმასპინძლობის მდიდარი ტრადიცია დაუვიწყარს ხდის სოფელ ხანს

საინტერესო ადგილები და ატრაქციები

1. უძველესი წყაროს წყალი
2. ანტიკური ხანის ღვინის ქვის საწნახელი
3. მე IV საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია
4. XII საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია
5. წარმართული ხანის სალოცავი
6. I. II. III. IV. ჩანჩქერი მდინარე ხანის ხეობაში
7. სათევზაო და საბანაო ადგილები
8. წყლის წისქვილი
9. საფუტკრე
10. “მეგობრობის ტყე”, რომელიც გააშენეს მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ნაძვის სხვადასხვა ჯიშებისაგან
11. რელიგიური და სახალხო დღესასწაულები: აღდგომიდან მეშვიდე კვირა ორშაბათი “სულთმოფენობა”, 8 ივნისი “ელიაობა”, (სოფელი ხანის დღესასწაული) 6 მაისი წმ. გიორგის დღე, ნოემბრის პირველი ხუთშაბათი (ძველი სტილით) “წირვის დღესასწაული”, 11 თებერვალი “წირვის დღესასწაული,” 23 ნოემბერი წმ. გიორგის დღესასწაული
12. აგროტურისტული ცენტრი და ღამის სათევი ბინები

---
http://www.youtube.com/watch?feature=pl ... BuJML5K1bA
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხანი, ბაღდათის რაიონი

Post by guruli » 23 იან 2013, 21:19

shoda1121
მარშრუტი - ხანი
შოდა, ხანის შესახებ ის ვიცი, რომ ეთნოგრაფიულად გამორჩეული სოფელია და იმერეთის ხევსურეთსაც ეძახიან. შემორჩენილია ძველი სტილის სახლები და არა მხოლოდ ეგ. რამდენადაც ვიცი, მაქაურობა ცნობილია ყველით, სულგუნით და სტუმართმოყვარე ხალხით.
მანდ არა, მაგრამ ხანისწყლის ხეობაში სოფელ წითელხევში ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა. სოფლის ზევითაც - სწორედ ხანისკენ რაც ჩანდა, ისიც ლამაზი ხეობა იყო.
რაღაცები შემიძლია დავადგინო ჩემი მეგობრისგან.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხანი, ბაღდათის რაიონი

Post by Naia » 24 იან 2013, 15:29

shoda1121
როგორც წარმოშობით ბაღდათელს, ბევრი კარგი რამ მსმენია ხანზე და დიდი ხანია გულში მაქვს ამოჭრილი იქ წასვლა. ოჯახში ვერ მოვიძიე ინფორმაცია და თუ ბაღდათში მოვხვდი წელს გაზაფხულზე, ვეცდები რამე გავიკითხო. მგონი აჯობებს ზაფხულში დაიგეგმოს გასვლა. მეც შევძლებდი წამოსვლას...

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხანი, ბაღდათის რაიონი

Post by shoda1121 » 25 იან 2013, 22:27

Naia
8-9 ივნისს ემთხვევა შაბათ-კვირაც და ხანში ელიობის დღესასწაული ამიტომ საუკეთესო დროა წასასვლელად :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხანი, ბაღდათის რაიონი

Post by shoda1121 » 25 იან 2013, 22:28

Naia
რავარი კაი ხალხი ხართ ეს იმერლები :)
ეხლა მოვდივარ იმერეთიდან ზესტაფონშიც დამპატიჟეს სუფრაზეც და ხარაგაულშიც :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]